ტრამპის რძალი საავადმყოფოში გადაიყვანეს - მან გახსნა კონვერტი, რომელშიც თეთრი ფხვნილი აღმოჩნდა

ტრამპის რძალი საავადმყოფოში გადაიყვანეს - მან გახსნა კონვერტი, რომელშიც თეთრი ფხვნილი აღმოჩნდა

აშშ-ს პრეზიდენტის რძალი, ვანესა ტრამპი საავადმყოფოში გადაიყვანეს. BBC-ს ინფორმაციით, მან ქმრის, დონალდ ტრამპ ჯუნიორის სახელზე მისული კონვერტი გახსნა, რომელშიც თეთრი ფხვნილი აღმოჩნდა.

"წერილი" ტრამპებმა მანჰეტენზე მდებარე სახლში მიიღეს.

ვანესა და კიდევ ორი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა BBC-ს ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტში განუცხადეს, რომ პრეზიდენტის რძალი თავს კარგად გრძნობს.

დონალდ ტრამპ ჯუნიორმა მოგვიანებით "ტვიტერზე" დაწერა, რომ მის ოჯახს საფრთხე აღარ ემუქრება და ინციდენტს "ამაზრზენი" უწოდა.

CBS-ის ცნობით, კონვერტი თავდაპირველად ვანესას დედამ აიღო, შემდეგ კი ის ვანესამ გახსნა.

გამოძიება ცდილობს დაადგინოს, ვინ გაუგზავნა ტრამპებს საეჭვო კონვერტი.

დონალდ ტრამპ ჯუნიორი, რომელიც მამის ბიზნესსაქმიანობაშია ჩართული, ვანესა კეი ჰეიდონზე 2005 წლის ნოემბერში დაქორწინდა. მანამდე კი ვანესა ნიუ-იორკში მოდელად მუშაობდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"