საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღის ფოტო: მიხეილ სააკაშვილის მაგიდა რესტორანში ექს-პრეზიდენტის დაკავების შემდეგ
დღის ფოტო: მიხეილ სააკაშვილის მაგიდა რესტორანში ექს-პრეზიდენტის დაკავების შემდეგ

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი კი­ევ­ში, მი­ხა­ი­ლოვ­სკის გამ­ზირ­ზე, რეს­ტო­რან "სულ­გუნ­ში" და­ა­კა­ვეს. ექს-პრე­ზი­დენ­ტის ფე­ის­ბუ­ქის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ვრცელ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე ვი­დეო, რო­მელ­ზეც ასა­ხუ­ლია, რო­გორ აკა­ვე­ბენ სპეც­რაზ­მე­ლე­ბი სა­ა­კაშ­ვილს. ვი­დე­ო­ე­ბი თვითმხილ­ვე­ლე­ბის მიერ რეს­ტო­რან­შია გა­და­ღე­ბუ­ლი.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თა­ნა­გუნ­დე­ლის, და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ხელ­მწი­ფო სა­სა­ზღვრო სამ­სა­ხუ­რის სპეც­რაზმმა და­ა­კა­ვა. იგი­ვეს აცხა­დებს სა­ა­კაშ­ვი­ლის ერთ-ერთი ად­ვო­კა­ტი, თუმ­ცა სა­ხელ­მწი­ფო სა­სა­ზღვრო სამ­სა­ხურ­ში აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ადას­ტუ­რე­ბენ.

წა­ი­კი­თხეთ: რას ჰყვე­ბი­ან თვითმხილ­ვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბას შე­ეს­წრნენ

ამას­თან, უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს ფო­ტოს, რო­მელ­ზეც რეს­ტო­რან­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მა­გი­დაა ასა­ხუ­ლი. ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რის მა­გი­დას­თან სა­ვა­რა­უ­დოდ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი იჯდა. რო­გორც ფო­ტო­დან ჩანს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ვა­რა­უ­დოდ ლი­მო­ნი­ან ჩაის მი­ირ­თმევ­და.

გა­მო­ცე­მა "უკ­რა­ინ­სკა­ია პრავ­დას" რეს­ტორ­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ გა­ნუ­ცხა­და, რომ მათ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში რამ­დე­ნი­მე ნიღ­ბი­ა­ნი პირი შე­იჭ­რა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს და რეს­ტორ­ნის ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვეს.

"სა­ა­კაშ­ვი­ლი და კი­დევ ხუთი პირი ერ­თად სა­დი­ლობ­დნენ რეს­ტორ­ნის მე­ო­რე სარ­თულ­ზე, რო­დე­საც ნიღ­ბი­ა­ნი პი­რე­ბი შე­მო­იჭრ­ნენ, ავ­ტო­მა­ტე­ბით. ის უცებ და­ა­კა­ვეს", - გა­ნა­ცხა­და რეს­ტო­რა­ნის ად­მი­ნის­ტრა­ტორ­მა.

მისი თქმით, ყვე­ლა­ფე­რი სამი წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მოხ­და და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გარ­და სხვა არა­ვინ და­უ­კა­ვე­ბი­ათ.

იხი­ლეთ ვი­დეო: ვრცელ­დე­ბა კად­რე­ბი, სა­დაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბაა ასა­ხუ­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

დღის ფოტო: მიხეილ სააკაშვილის მაგიდა რესტორანში ექს-პრეზიდენტის დაკავების შემდეგ

დღის ფოტო: მიხეილ სააკაშვილის მაგიდა რესტორანში ექს-პრეზიდენტის დაკავების შემდეგ

მიხეილ სააკაშვილი კიევში, მიხაილოვსკის გამზირზე, რესტორან "სულგუნში" დააკავეს. ექს-პრეზიდენტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება რამდენიმე ვიდეო, რომელზეც ასახულია, როგორ აკავებენ სპეცრაზმელები სააკაშვილს. ვიდეოები თვითმხილველების მიერ რესტორანშია გადაღებული.

მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელის, დავით საყვარელიძის ინფორმაციით, სააკაშვილი სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა დააკავა. იგივეს აცხადებს სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი, თუმცა სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

წაიკითხეთ: რას ჰყვებიან თვითმხილველები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის დაკავებას შეესწრნენ

ამასთან, უკრაინული მედია ავრცელებს ფოტოს, რომელზეც რესტორანში მიხეილ სააკაშვილის მაგიდაა ასახული. ყოფილი გუბერნატორის მაგიდასთან სავარაუდოდ რამდენიმე ადამიანი იჯდა. როგორც ფოტოდან ჩანს, მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ ლიმონიან ჩაის მიირთმევდა.

გამოცემა "უკრაინსკაია პრავდას" რესტორნის ადმინისტრაციამ განუცხადა, რომ მათ დაწესებულებაში რამდენიმე ნიღბიანი პირი შეიჭრა, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს და რესტორნის ტერიტორია დატოვეს.

"სააკაშვილი და კიდევ ხუთი პირი ერთად სადილობდნენ რესტორნის მეორე სართულზე, როდესაც ნიღბიანი პირები შემოიჭრნენ, ავტომატებით. ის უცებ დააკავეს", - განაცხადა რესტორანის ადმინისტრატორმა.

მისი თქმით, ყველაფერი სამი წუთის განმავლობაში მოხდა და მიხეილ სააკაშვილის გარდა სხვა არავინ დაუკავებიათ.

იხილეთ ვიდეო: ვრცელდება კადრები, სადაც მიხეილ სააკაშვილის დაკავებაა ასახული

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"