მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელის, დავით საყვარელიძის ინფორმაციით, სააკაშვილი სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა დააკავა. იმავეს აცხადებს სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი, თუმცა გამოცემა hromadske-ს სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურეს.
"ახლა მე ასეთ ინფორმაციას არ ვფლობ", - განაცხადა სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესსპიკერმა ოლეგ სლობოდიანმა.
რაც შეეხება ეროვნულ პოლიციას, ინფორმაცია სააკაშვილის დაკავების შესახებ არც უარყვეს, არც დაადასტურეს.
უკრაინის პროკურატურის პრესსპიკერის, ანდრეი ლისენკოს განცხადებით კი, დაკავებასთან არანაირი კავშირი მათ არ გააჩნიათ.
მათი უწყების მიერ მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ამ ეტაპზე არც უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესსპიკერი ელენა გიტლიანსკაია ადასტურებს.
მიხეილ სააკაშვილი რესტორან "სულგუნში" დააკავეს, - ამის შესახებ სააკაშვილის პრესსამსახური იუწყება.
"მიხეილ სააკაშვილი მიხაილოვსკის გამზირზე, რესტორან "სულგუნში" დააკავეს. მოსული იყო სამი ავტომობილი", - წერია სააკაშვილის პრესსამსახურის განცხადებაში.