პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გერმანიას მალე აყვება იტალია, გაუუქმეთ უვიზო საქართველოსო" - ფლორენციაში ხალხს "ქართველების საწინააღმდეგო საკეტებს" სთავაზობენ
"გერმანიას მალე აყვება იტალია, გაუუქმეთ უვიზო საქართველოსო" - ფლორენციაში ხალხს "ქართველების საწინააღმდეგო საკეტებს" სთავაზობენ

"გერ­მა­ნია ხომ აყ­ვირ­და, გა­უ­უქ­მეთ უვი­ზო მი­მოს­ვლა სა­ქარ­თვე­ლო­სო, მალე იტა­ლი­აც აყ­ვე­ბა... რა სირ­ცხვი­ლია... გე­ყო­ფათ!.. ტე­ლე­ფო­ნის ინ­დექ­სით მივ­ხვდი, რომ ეს გან­ცხა­დე­ბა იტა­ლი­ის ქა­ლაქ ბა­რი­ში ვრცელ­დე­ბა. ვინც იტა­ლი­უ­რი არ იცის, მათ­თვის დავ­წერ, რომ გან­ცხა­დე­ბის ავ­ტო­რი, მო­სახ­ლე­ო­ბას კა­რე­ბის სა­კე­ტე­ბის უსაფრ­თხო მო­წყო­ბი­ლო­ბის და­ყე­ნე­ბას სთა­ვა­ზობს, რომ­ლე­ბიც მათ ქარ­თვე­ლი ქურ­დე­ბის­გან და­ი­ცავთ. "ქარ­თვე­ლე­ბი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო" სა­კე­ტე­ბი" - წერს იტა­ლი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ნინო მა­მუ­კა­ძე, რო­მე­ლიც იმ მო­წყო­ბი­ლო­ბის ფო­ტო­საც აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­მაც იტა­ლი­ე­ლე­ბი, კონ­კრე­ტუ­ლად ქარ­თვე­ლი ქურ­დე­ბის­გან უნდა და­იც­ვას.

ნინო მა­მუ­კა­ძე წლე­ბია რაც იტა­ლი­ა­ში, კერ­ძოდ ფლო­რენ­ცი­ა­ში ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს.

პოს­ტის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ AMBEBI.GE ქარ­თვე­ლი ემიგ­რანტს და­უ­კავ­შირ­და. ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში მა­მუ­კა­ძე ამ­ბობს, რომ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი პი­რად სა­უბ­რებ­ში ქარ­თვე­ლებს შემ­დე­გი ეპი­თე­ტე­ბით მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ - "ქარ­თვე­ლი მფრი­ნა­ვი ქურ­დე­ბი", "ქარ­თვე­ლი აკ­რო­ბა­ტე­ბი", "მა­გი­უ­რი ქურ­დე­ბი" და ა.შ.

ნინო მა­მუ­კა­ძე: "ძა­ლი­ან შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია... სა­ბედ­ნი­ე­როდ, ზო­გა­დი გან­წყო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით ასე­თი არ არის. შეგ­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი მიხ­ვდე­ბა, რომ ყვე­ლა ქარ­თვე­ლი ერ­თნა­ი­რი არ არის და კარ­გი და ცუდი ყვე­ლა ერ­შია, მაგ­რამ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ხუმ­რო­ბით ან ირო­ნი­უ­ლად, უთ­ქვამთ რომ უკვე იც­ნო­ბენ ქარ­თვე­ლებს... რომ ისი­ნი ძა­ლი­ან "ყო­ჩა­ღე­ბი" არი­ან, რად­გან მათ­თვის ბა­რი­ე­რე­ბი არ არ­სე­ბობს, - ყვე­ლა კარ­ში შე­დი­ან."

გუ­შინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გერ­მა­ნი­ის ერთ-ერთი მი­წის, ჩრდი­ლო­ეთ რაინ-ვეს­ტფა­ლი­ის მთავ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ევ­რო­კავ­შირ­ში უვი­ზო მი­მოს­ვლის შე­ზღუდ­ვის სა­კი­თხზე მსჯე­ლობს.

ამის მი­ზე­ზია თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც არ­ღვე­ვენ სა­ვი­ზო რე­ჟიმს და პრობ­ლე­მებს ქმნი­ან. კონ­კრე­ტუ­ლად, პრობ­ლე­მებს ქმნი­ან ლტოლ­ვილ­თა სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელ­ში.

გერ­მა­ნი­ის თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის (FDP) წევ­რი, ად­გი­ლობ­რი­ვი ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­ნის­ტრი, იო­ა­ხიმ შტამ­პი მო­ი­თხოვს, რომ ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უვი­ზო რე­ჟი­მი შე­ი­ზღუ­დოს.

ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­თან გამ­კლა­ვე­ბის მიზ­ნით, ზო­მე­ბის გამ­კაც­რე­ბას გეგ­მავს; კონ­კრე­ტუ­ლად, - პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა სა­გან­გე­ბო თათ­ბი­რი გა­მარ­თა, რო­მელ­შიც ვიცე-პრე­მი­ე­რე­ბი, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძე, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი ირაკ­ლი შო­თა­ძე და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, თათ­ბირ­ზე გა­ნი­ხი­ლეს ის ნა­ბი­ჯე­ბი, რო­მელ­თა გა­დად­გმა უმოკ­ლეს ვა­დებ­ში იგეგ­მე­ბა, რათა ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი­დევ უფრო არ გა­ი­ზარ­დოს და ეს ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის შე­ფერ­ხე­ბის მი­ზე­ზი არ გახ­დეს.

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა დიდი ყუ­რა­დღე­ბით ეკი­დე­ბა პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის წუ­ხილს და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას გეგ­მავს, რო­გორც კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გამ­კაც­რე­ბის, ასე­ვე პარტნი­ორ ქვეყ­ნებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბი­სა და ქვეყ­ნის მას­შტა­ბით აქ­ტი­უ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

სა­უ­ბა­რია სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის ინი­ცი­რე­ბა­ზე, რო­მელ­თა შე­დე­გად, შე­მო­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მთე­ლი რიგი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბი­სა, მათ შო­რის ისე­თის, რო­გო­რი­ცაა რე­ად­მი­სი­ის ხარ­ჯის თა­ვად რე­ად­მი­სი­რე­ბულ პი­რებ­ზე და­კის­რე­ბა; გვა­რის შეც­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის გამ­კაც­რე­ბა და ა.შ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი მთავ­რო­ბის უახ­ლო­ეს სხდო­მა­ზე იქ­ნე­ბა წარ­დგე­ნი­ლი.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

"გერმანიას მალე აყვება იტალია, გაუუქმეთ უვიზო საქართველოსო" - ფლორენციაში ხალხს "ქართველების საწინააღმდეგო საკეტებს" სთავაზობენ

"გერმანიას მალე აყვება იტალია, გაუუქმეთ უვიზო საქართველოსო" - ფლორენციაში ხალხს "ქართველების საწინააღმდეგო საკეტებს" სთავაზობენ

"გერმანია ხომ აყვირდა, გაუუქმეთ უვიზო მიმოსვლა საქართველოსო,  მალე იტალიაც აყვება... რა სირცხვილია... გეყოფათ!.. ტელეფონის ინდექსით მივხვდი, რომ ეს განცხადება იტალიის ქალაქ ბარიში ვრცელდება. ვინც იტალიური არ იცის, მათთვის დავწერ, რომ განცხადების ავტორი, მოსახლეობას კარების საკეტების უსაფრთხო მოწყობილობის დაყენებას სთავაზობს, რომლებიც მათ ქართველი ქურდებისგან დაიცავთ.  "ქართველები საწინააღმდეგო" საკეტები" - წერს იტალიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი ნინო მამუკაძე, რომელიც იმ მოწყობილობის ფოტოსაც აქვეყნებს, რომელმაც იტალიელები, კონკრეტულად ქართველი ქურდებისგან უნდა დაიცვას.

ნინო მამუკაძე წლებია რაც იტალიაში, კერძოდ ფლორენციაში ცხოვრობს და მუშაობს.

პოსტის გამოქვეყნების შემდეგ AMBEBI.GE ქართველი ემიგრანტს დაუკავშირდა. ჩვენთან საუბარში მამუკაძე ამბობს, რომ ადგილობრივები პირად საუბრებში ქართველებს შემდეგი ეპითეტებით მოიხსენიებენ -  "ქართველი მფრინავი ქურდები", "ქართველი აკრობატები", "მაგიური ქურდები" და ა.შ.

ნინო მამუკაძე: "ძალიან შეურაცხმყოფელია... საბედნიეროდ, ზოგადი განწყობა ჯერჯერობით ასეთი არ არის. შეგნებული ადამიანი მიხვდება, რომ ყველა ქართველი ერთნაირი არ არის და კარგი და ცუდი ყველა ერშია, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როცა ხუმრობით ან ირონიულად, უთქვამთ რომ უკვე იცნობენ ქართველებს... რომ ისინი ძალიან "ყოჩაღები" არიან, რადგან მათთვის ბარიერები არ არსებობს, - ყველა კარში შედიან."

გუშინ ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ერთ-ერთი მიწის, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის საკითხზე მსჯელობს.

ამის მიზეზია თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არღვევენ სავიზო რეჟიმს და პრობლემებს ქმნიან. კონკრეტულად, პრობლემებს ქმნიან ლტოლვილთა საერთო საცხოვრებელში.

გერმანიის თავისუფალი დემოკრატების (FDP) წევრი, ადგილობრივი ინტეგრაციის მინისტრი, იოახიმ შტამპი მოითხოვს, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შეიზღუდოს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, ზომების გამკაცრებას გეგმავს; კონკრეტულად, - პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო თათბირი გამართა, რომელშიც ვიცე-პრემიერები, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური მონაწილეობდნენ.

მათივე ინფორმაციით, თათბირზე განიხილეს ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმა უმოკლეს ვადებში იგეგმება, რათა ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა კიდევ უფრო არ გაიზარდოს და ეს ვიზალიბერალიზაციის შეფერხების მიზეზი არ გახდეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა დიდი ყურადღებით ეკიდება პარტნიორი ქვეყნების წუხილს და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს, როგორც კანონმდებლობის გამკაცრების, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გააქტიურებისა და ქვეყნის მასშტაბით აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმოების მიმართულებით.

საუბარია საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებაზე, რომელთა შედეგად, შემოღებული იქნება მთელი რიგი პრევენციული ზომებისა, მათ შორის ისეთის, როგორიცაა რეადმისიის ხარჯის თავად რეადმისირებულ პირებზე დაკისრება; გვარის შეცვლასთან დაკავშირებული პროცედურების გამკაცრება და ა.შ. აღნიშნული ცვლილებები მთავრობის უახლოეს სხდომაზე იქნება წარდგენილი.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE