კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მეთოდით ასწავლის შვილებს მათემატიკას მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი
რა მეთოდით ასწავლის შვილებს მათემატიკას მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი

ჯეფ ბე­ზოს­მა, Amazon-ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა და მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მდი­დარ­მა ადა­მი­ან­მა ქო­ნე­ბა სა­კუ­თა­რი კრე­ა­ტი­უ­ლო­ბის წყა­ლო­ბით და­აგ­რო­ვა, ის ცდი­ლობს, ყვე­ლა პრობ­ლე­მა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მის პრინ­ცი­პით გა­დაჭ­რას და ხში­რად, რის­კზეც მი­დის.

ბე­ზო­სი და მისი ცოლი, მა­კენ­ზი ბავ­შვე­ბის გა­ნათ­ლე­ბის სა­კი­თხსაც ასე­თი­ვე კრე­ა­ტი­უ­ლო­ბით უდ­გე­ბი­ან.

"ყვე­ლა­ფე­რი ვცა­დეთ, მან­და­რი­ნის გაკ­ვე­თი­ლე­ბი, მა­თე­მა­ტი­კის სინ­გა­პუ­რის პროგ­რა­მა, მე­ზო­ბელ ბავ­შვებ­თან ერ­თად უამ­რა­ვი სპორ­ტკლუ­ბი..." - გა­ნა­ცხა­და ჟურ­ნალ­თან Vogue მა­კენ­ზი ბე­ზოს­მა.

მე­ო­რე ენის სწავ­ლა, ცხა­დია, ძა­ლი­ან კარ­გია, გუნ­დუ­რი თა­მა­შე­ბი კი ბავ­შვე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. თუმ­ცა, რა არის მა­თე­მა­ტი­კის სინ­გა­პუ­რუ­ლი პროგ­რა­მა?

ეს არის მა­თე­მა­ტი­კის სწავ­ლე­ბის მე­თო­დი, რო­მელ­საც, უმე­ტე­სად, შან­ხა­ი­სა და სინ­გა­პურ­ში იყე­ნე­ბენ.

ამ პროგ­რა­მის თა­ნახ­მად, მოს­წავ­ლე­ე­ბი სწავ­ლო­ბენ გან­სა­კუთ­რე­ბულ კონ­ცეფ­ცი­ას, ვიდ­რე უფრო რთულ მა­სა­ლა­ზე გა­დავ­ლენ. მას­წავ­ლებ­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ, ბავ­შვე­ბი მი­აჩ­ვი­ონ მა­თე­მა­ტი­კურ აზ­როვ­ნე­ბას და არ და­ა­ზე­პი­რე­ბი­ნონ მხო­ლოდ წე­სე­ბი და მა­გა­ლი­თე­ბი.

შან­ხა­ის სკო­ლებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დით, ბავ­შებს არ აჯ­გუ­ფე­ბენ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით. ყვე­ლა მოს­წავ­ლე ას­რუ­ლებს ერ­თსა და იმა­ვე და­ვა­ლე­ბას, მათ ას­წავ­ლი­ან ერ­თნა­ირ მიდ­გო­მას საგ­ნის მი­მართ და მა­თე­მა­ტი­კის უფრო რთულ სა­ფე­ხურ­ზეც ერ­თად გა­და­დი­ან.

"სინ­გა­პუ­რუ­ლი მე­თო­დი" 1980-იან წლებ­ში შე­იქ­მნა. მას სამ ეტა­პად სწავ­ლო­ბენ: რე­ა­ლურ ობი­ექ­ტებ­ზე, ნა­ხა­ტებ­ზე, სიმ­ბო­ლო­ებ­ზე. სინ­გა­პუ­რე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბის მე­თოდს.

მოს­წავ­ლე­თა შე­ფა­სე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო პროგ­რა­მის PISA მო­ნა­ცე­მე­ბით, 2015 წელს მა­თე­მა­ტი­კა­ში, მეც­ნი­ე­რე­ბა­სა და კი­თხვით უნა­რებ­ში 15 წლის სინ­გა­პუ­რელ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნეს.

წყა­რო weforum.org

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

რა მეთოდით ასწავლის შვილებს მათემატიკას მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი

რა მეთოდით ასწავლის შვილებს მათემატიკას მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი

ჯეფ ბეზოსმა, Amazon-ის დამფუძნებელმა და მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ქონება საკუთარი კრეატიულობის წყალობით დააგროვა, ის ცდილობს, ყველა პრობლემა ინდივიდუალური მიდგომის პრინციპით გადაჭრას და ხშირად, რისკზეც მიდის.

ბეზოსი და მისი ცოლი, მაკენზი ბავშვების განათლების საკითხსაც ასეთივე კრეატიულობით უდგებიან.

„ყველაფერი ვცადეთ, მანდარინის გაკვეთილები, მათემატიკის სინგაპურის პროგრამა, მეზობელ ბავშვებთან ერთად უამრავი სპორტკლუბი...“ - განაცხადა ჟურნალთან Vogue მაკენზი ბეზოსმა.

მეორე ენის სწავლა, ცხადია, ძალიან კარგია, გუნდური თამაშები კი ბავშვების ჯანმრთელობისთვი უმნიშვნელოვანესია. თუმცა, რა არის მათემატიკის სინგაპურული პროგრამა?

ეს არის მათემატიკის სწავლების მეთოდი, რომელსაც, უმეტესად, შანხაისა და სინგაპურში იყენებენ.

ამ პროგრამის თანახმად, მოსწავლეები სწავლობენ განსაკუთრებულ კონცეფციას, ვიდრე უფრო რთულ მასალაზე გადავლენ. მასწავლებლები ცდილობენ, ბავშვები მიაჩვიონ მათემატიკურ აზროვნებას და არ დააზეპირებინონ მხოლოდ წესები და მაგალითები.

შანხაის სკოლებში აღნიშნული მეთოდით, ბავშებს არ აჯგუფებენ ინტელექტუალური მონაცემების მიხედვით. ყველა მოსწავლე ასრულებს ერთსა და იმავე დავალებას, მათ ასწავლიან ერთნაირ მიდგომას საგნის მიმართ და მათემატიკის უფრო რთულ საფეხურზეც ერთად გადადიან.

"სინგაპურული მეთოდი" 1980-იან წლებში შეიქმნა. მას სამ ეტაპად სწავლობენ: რეალურ ობიექტებზე, ნახატებზე, სიმბოლოებზე. სინგაპურელი მასწავლებლები აქტიურად იყენებენ თვალსაჩინოების მეთოდს.

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA მონაცემებით, 2015 წელს მათემატიკაში, მეცნიერებასა და კითხვით უნარებში 15 წლის სინგაპურელმა მოსწავლეებმა ყველაზე მაღალი შედეგები აჩვენეს.

წყარო weforum.org

როგორ გადარჩა 3 ადამიანი 33 დღე უკაცრიელ კუნძულზე - "მათი ნავი ჩაიძირა, კუნძულამდე გაცურეს...ქოქოსით იკვებებოდნენ"

მარია ზახაროვა: "თქვენ რა, დაგავიწყდათ, როგორ შედიოდნენ საქართველოს პარლამენტში ვარდებით ხელში?"

უკრაინამ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის გამოყენება აკრძალა