ტრამპმა პორნომსახიობს დუმილისთვის 130 000 დოლარი გადაუხადა - Wall Street Journal სკანდალურ საქმეზე

ტრამპმა პორნომსახიობს დუმილისთვის 130 000 დოლარი გადაუხადა - Wall Street Journal სკანდალურ საქმეზე

ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal სკანდალურ მასალებს აქვეყნებს. გაზეთის ინფორმაციით, პრეზიდენტ ტრამპის პირადმა ადვოკატმა ყოფილ პორნოვარსკვლავს 130 000 დოლარი გადაუხადა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, რომ მას დუმილი შეენარჩუნებინა მასა და ტრამპს შორის არსებული ინტიმური ურთიერთობის შესახებ.

გამოცემის ინფორმაციით, მსახიობ სტეფანი კლიფორდს ტრამპის იურისტმა მაიკლ კოენმა შეთანხმების საფუძველზე გადასცა ეს თანახა.

კლიფორდი ზრდასრულთათვის განკუთვნილ ათობით ფილმშია გადაღებული ფსევდონიმით შტორმი დენიელსი. როგორც გამოცემა იუწყება, მან მეგობრებს უამბო, რომ მასსა და მილიონერ ბიზნესმენს შორის სექსუალური კავშირი 2006 წლის ივლისში შედგა, როცა ორნი ერთმანეთს გოლფის ტურნირზე შეხვდნენ. კლიფორდი მაშინ 28 წლის იყო, ტრამპი კი 58 წლის. აღსანიშნავია, რომ მომავალი პრეზიდენტი მაშინ უკვე ქორწინებაში იყო მის ახლანდელ მეუღლესთან მელანია ტრამპთან - წყვილი ტრამპის სასიყვარულო ურთიერთობის დროს ერთი წლის დაქორწინებული იყო.

კლიფორდი და მისი ადვოკატი აღნიშნულთან დაკავშირებით შეკითხვებს არ პასუხობენ. ტრამპის ორგანიზაციის დიდი ხნის იურისტმა მაიკლ კოენმა კი უარყო, რომ პრეზიდენტსა და კლიფორდს შორის რაიმე ხასიათის ურთიერთობა იყო. ბრალდება უარყო პრეზიდენტის სპიკერმა ჰოუპ ჰიკსმაც.

ცნობისათვის, ბოლო წლებში ტრამპმა მის წინააღმდეგ რამდენიმე სექსუალური ხასიათის ბრალდება უარყო.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"