სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შიშისაგან ტროტუარზე დავემხე სახით..." - რას ჰყვება ქართველი ემიგრანტი, რომელიც მანჰეტენის ტერაქტს შეესწრო
"შიშისაგან ტროტუარზე დავემხე სახით..." - რას ჰყვება ქართველი ემიგრანტი, რომელიც მანჰეტენის ტერაქტს შეესწრო

ნიუ-იორკში, მა­ნ­ჰე­ტენ­ზე, თა­იმს სქვერ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე ავ­ტო­ბუ­სე­ბის სად­გურ­ზე დღეს აფეთ­ქე­ბა მოხ­და, რომ­ლის შე­დე­გად ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, 4 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. ტე­რაქ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილ­მა სე­რი­ო­ზუ­ლი, კი­დევ სამ­მა პირ­მა კი - მცი­რე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო. პო­ლი­ცი­ამ მომ­ხდარს ტე­რაქ­ტის კვა­ლი­ფი­კა­ცია უკვე მი­ა­ნი­ჭა და ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის ვი­ნა­ო­ბაც და­ად­გი­ნა. მა­ნ­ჰე­ტენ­ზე მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი ეკა წურ­წუ­მია შე­ეს­წრო, რო­მე­ლიც AMBEBI.GE-სთან მომ­ხდარს იხ­სე­ნებს:

"სამ­სა­ხურ­ში მივ­დი­დი­ოდ... მა­ნ­ჰე­ტენ­ზე, ავ­ტო­ბუ­სე­ბის გა­ჩე­რე­ბას­თან უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ყა­ვის რიგ­ში შევ­ყოვ­ნდი. გა­ჩე­რე­ბი­დან სულ რამ­დე­ნი­მე მეტრში სა­ში­ნე­ლი აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ის­მა... ში­ში­სა და დაბ­ნე­უ­ლო­ბის­გან სხვა ვე­რა­ფე­რი მო­ვი­ფიქ­რე და ტრო­ტუ­არ­ზე და­ვემ­ხე სა­ხით. გარ­შე­მო მან­ქა­ნე­ბი ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით გა­ჩერ­დნენ, ავ­ტო­ბუ­სე­ბის ტერ­მი­ნა­ლი­დან რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ცი­ე­ლი იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით გარ­ბო­და, სა­დაც აფეთ­ქე­ბა მოხ­და... ვი­ღა­ცამ და­იყ­ვი­რა - არ ად­გე­თო. არ მახ­სოვს, რა­დენ ხანს ვი­წე­ქი ასე და რამ­დენ­მა ადა­მი­ან­მა გა­და­მირ­ბი­ნა ზედ... შემ­დეგ პო­ლი­ცია მო­ვი­და და რა­ღაც მი­მარ­თუ­ლე­ბა მიჩ­ვე­ნა - იქით წა­დიო" - იხ­სე­ნებს ეკა წურ­წუ­მია.

მი­სი­ვე თქმით, შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ აფეთ­ქე­ბა თვით­ნა­კე­თი ბომ­ბით მოხ­და და ინ­ცინ­დენ­ტის შე­დე­გად, ერთი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და.

"ტე­რო­რის­ტი ბრუკ­ლინ­ში მცხოვ­რე­ბი, 27 წლის ბან­გლა­დე­შე­ლი ყო­ფი­ლა, რო­მელ­საც "აი­სის­თან" ჰქონ­და კავ­ში­რი... აფეთ­ქე­ბის ად­გილ­ზე პა­ნი­კა იყო. რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, უამ­რა­ვი პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნა მო­ვი­და და ის ად­გი­ლი გა­და­კე­ტეს. ცოტა ხან­ში ვერმ­ტფ­რე­ნიც გა­მოჩ­ნდა... სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ექიმ­მა რა­ღა­ცე­ბი მკი­თხა - წყა­ლი და­მა­ლე­ვი­ნეს და სამ­სა­ხურ­ში წა­ვე­დი, რად­გან ჩემი ცვლა უკვე და­წყე­ბუ­ლი იყო..." - ამ­ბობს ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­ო­რე ტე­რაქ­ტის მცდე­ლო­ბაც იყო, თუმ­ცა, მისი აღ­კვე­თა შეძ­ლეს. ტე­რო­რის­ტი მეტ­როს სად­გურ­ში ცდი­ლობ­და აფეთ­ქე­ბის მო­წყო­ბას, თუმ­ცა, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ის უკვე და­ა­კა­ვეს... ნა­პოვ­ნია, რამ­დე­ნი ცალი თვით­ნა­კე­თი ბომ­ბი. ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და ექპერ­ტი­ზის სამ­სა­ხუ­რი და მეტ­როს სამი ხა­ზი­დან, მგზავ­რე­ბის ევა­კუ­ა­ცი­აც მოხ­და.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"შიშისაგან ტროტუარზე დავემხე სახით..." - რას ჰყვება ქართველი ემიგრანტი, რომელიც მანჰეტენის ტერაქტს შეესწრო

"შიშისაგან ტროტუარზე დავემხე სახით..." - რას ჰყვება ქართველი ემიგრანტი, რომელიც მანჰეტენის ტერაქტს შეესწრო

ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, თაიმს სქვერთან ახლოს მდებარე ავტობუსების სადგურზე დღეს აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად ბოლო ინფორმაციით, 4 ადამიანი დაშავდა. ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილმა სერიოზული, კიდევ სამმა პირმა კი - მცირე დაზიანებები მიიღო. პოლიციამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია უკვე მიანიჭა და ეჭვმიტანილის ვინაობაც დაადგინა. მანჰეტენზე მომხდარ შემთხვევას ქართველი ემიგრანტი ეკა წურწუმია შეესწრო, რომელიც AMBEBI.GE-სთან მომხდარს იხსენებს:

"სამსახურში მივდიდიოდ... მანჰეტენზე, ავტობუსების გაჩერებასთან უნდა მივსულიყავი, მაგრამ ყავის რიგში შევყოვნდი. გაჩერებიდან სულ რამდენიმე მეტრში საშინელი აფეთქების ხმა გაისმა... შიშისა და დაბნეულობისგან სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და ტროტუარზე დავემხე სახით. გარშემო მანქანები ერთმანეთის მიყოლებით გაჩერდნენ,  ავტობუსების ტერმინალიდან რამდენიმე პოლიციელი იმ მიმართულებით გარბოდა, სადაც აფეთქება მოხდა... ვიღაცამ დაიყვირა - არ ადგეთო. არ მახსოვს, რადენ ხანს ვიწექი ასე და რამდენმა ადამიანმა გადამირბინა ზედ... შემდეგ პოლიცია მოვიდა და რაღაც მიმართულება მიჩვენა - იქით წადიო" - იხსენებს ეკა წურწუმია.

მისივე თქმით, შემდეგ გაირკვა, რომ აფეთქება თვითნაკეთი ბომბით მოხდა და ინცინდენტის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.

"ტერორისტი ბრუკლინში მცხოვრები, 27 წლის ბანგლადეშელი ყოფილა, რომელსაც "აისისთან" ჰქონდა კავშირი... აფეთქების ადგილზე პანიკა იყო. რამდენიმე წუთში, უამრავი პოლიციის მანქანა მოვიდა და ის ადგილი გადაკეტეს.  ცოტა ხანში ვერმტფრენიც გამოჩნდა... სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმმა რაღაცები მკითხა - წყალი დამალევინეს და სამსახურში წავედი, რადგან ჩემი ცვლა უკვე დაწყებული იყო..." - ამბობს ქართველი ემიგრანტი.

გავრცელებული ინფორმაციით, მეორე ტერაქტის მცდელობაც იყო, თუმცა, მისი აღკვეთა შეძლეს. ტერორისტი მეტროს სადგურში ცდილობდა აფეთქების მოწყობას, თუმცა, სამართალდამცავებმა ის უკვე დააკავეს... ნაპოვნია, რამდენი ცალი თვითნაკეთი ბომბი. ადგილზე იმყოფებოდა ექპერტიზის სამსახური და მეტროს სამი ხაზიდან, მგზავრების ევაკუაციაც მოხდა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"