პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე მიშა არ "ჩამიშვია" - მიხეილ სააკაშვილი, დაკავების დროს, პოლიციელის სახლში იყო სტუმრად
"მე მიშა არ "ჩამიშვია" - მიხეილ სააკაშვილი, დაკავების დროს, პოლიციელის სახლში იყო სტუმრად

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ლუ­განსკის პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის სახ­ლში და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ის ყო­ფილ­მა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა, იური პო­კინ­ბო­რო­დამ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ის ოდე­სის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბა­ზე სა­უბ­რობს. პოლ­კოვ­ნიკ პო­კინ­ბო­რო­დას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად უნდა და­ე­კა­ვე­ბი­ნათ, თუმ­ცა გუ­შინ არ და­ა­კა­ვეს. პო­კინ­ბო­რო­დას სახ­ლში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩხრე­კა ჩა­ა­ტა­რეს.

"კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, მე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად უნდა წა­ვეყ­ვა­ნე წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში, მაგ­რამ მე არ და­მა­კა­ვეს. ჩა­ა­ტა­რეს ჩხრე­კა, გად­მომ­ცეს ოქმი ნივ­თე­ბის ამო­ღე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ჩემი ბი­ნი­დან ამო­ი­ღეს, მაგ­რამ არ და­მა­კა­ვეს... ვფიქ­რობ ამით ჩემ­თვის ფე­ხის და­დე­ბა სურთ - უნ­დათ მე გა­მო­მიყ­ვა­ნონ დამ­ნა­შა­ვე მის და­კა­ვე­ბა­ში. შე­მიძ­ლია ვთქვა ერთი, მე ამ საქ­მე­ზე ცალ­კე ჩა­ვა­ტა­რებ გა­მო­ძი­ე­ბას და თუ უახ­ლო­ეს დრო­ში რამე მოხ­დე­ბა, ე.ი მე სწო­რად მივ­დი­ვარ ფი­ნი­შის­კენ. თუ მე ცო­ცხალს დამ­ტო­ვე­ბენ, მე­ო­რე ეტა­პი იქ­ნე­ბა ჩემი და­კა­ვე­ბა, რომ ჩამ­კე­ტონ და გა­მა­შუ­ქონ.

იხი­ლეთ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა

მე მიშა არ "ჩა­მიშ­ვია", ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დი რომ მა­ი­დან­ზე დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ იყო მო­მენ­ტი, როცა ადა­მი­ა­ნი ავად გახ­და და მას სჭირ­დე­ბო­და ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა. ჩვენ არ გვქონ­და იმის დრო დავ­ფიქ­რე­ბუ­ლი­ყა­ვით სად წაგ­ვეყ­ვა­ნა, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვერ წა­ვიყ­ვან­დით და მო­ვიყ­ვა­ნეთ ჩემს სახ­ლში, სა­დაც სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა აღ­მო­ვუ­ჩი­ნეთ. თუმ­ცა, ვერ შე­ვი­ნა­ხეთ ბო­ლომ­დე ეს სა­ი­დუმ­ლო, რად­გან იმის შე­სა­ხებ რომ მიშა აქ იყო, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა იცო­და...", - გა­ნა­ცხა­და პო­ლი­ცი­ის ყო­ფილ­მა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გუ­შინ კი­ევ­ში, ერთ-ერთ ქუ­ჩა­ზე სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში და­ა­კა­ვეს. ის ამ­ჟა­მად წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ოდე­სის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 256-ე მუხ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, რაც გუ­ლის­ხმობს ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის­თვის ხელ­შე­წყო­ბას.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

"მე მიშა არ "ჩამიშვია" - მიხეილ სააკაშვილი, დაკავების დროს, პოლიციელის სახლში იყო სტუმრად

"მე მიშა არ "ჩამიშვია" - მიხეილ სააკაშვილი, დაკავების დროს, პოლიციელის სახლში იყო სტუმრად

მიხეილ სააკაშვილი ლუგანსკის პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის სახლში დააკავეს. პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, იური პოკინბოროდამ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე საუბრობს. პოლკოვნიკ პოკინბოროდას ინფორმაციით, ის სააკაშვილთან ერთად უნდა დაეკავებინათ, თუმცა გუშინ არ დააკავეს. პოკინბოროდას სახლში სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს.

"კანონის თანახმად, მე მიხეილ სააკაშვილთან ერთად უნდა წავეყვანე წინასწარი დაკავების იზოლატორში, მაგრამ მე არ დამაკავეს. ჩაატარეს ჩხრეკა, გადმომცეს ოქმი ნივთების ამოღების შესახებ, რომელიც ჩემი ბინიდან ამოიღეს, მაგრამ არ დამაკავეს... ვფიქრობ ამით ჩემთვის ფეხის დადება სურთ - უნდათ მე გამომიყვანონ დამნაშავე მის დაკავებაში. შემიძლია ვთქვა ერთი, მე ამ საქმეზე ცალკე ჩავატარებ გამოძიებას და თუ უახლოეს დროში რამე მოხდება, ე.ი მე სწორად მივდივარ ფინიშისკენ. თუ მე ცოცხალს დამტოვებენ, მეორე ეტაპი იქნება ჩემი დაკავება, რომ ჩამკეტონ და გამაშუქონ.

იხილეთ ვიდეომიმართვა

მე მიშა არ "ჩამიშვია", ყველაფერს ვაკეთებდი რომ მაიდანზე დაბრუნებულიყო, მაგრამ იყო მომენტი, როცა ადამიანი ავად გახდა და მას სჭირდებოდა ელემენტარული სამედიცინო დახმარება. ჩვენ არ გვქონდა იმის დრო დავფიქრებულიყავით სად წაგვეყვანა, საავადმყოფოში ვერ წავიყვანდით და მოვიყვანეთ ჩემს სახლში, სადაც სამედიცინო დახმარება აღმოვუჩინეთ. თუმცა, ვერ შევინახეთ ბოლომდე ეს საიდუმლო, რადგან იმის შესახებ რომ მიშა აქ იყო, რამდენიმე ადამიანმა იცოდა...", - განაცხადა პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა.

მიხეილ სააკაშვილი გუშინ კიევში, ერთ-ერთ ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"