დონალდ ტრამპი სამედიცინო კვლევებს ჩაიტარებს და ანალიზის შედეგებს მოსახლეობას აცნობებს

დონალდ ტრამპი სამედიცინო კვლევებს ჩაიტარებს და ანალიზის შედეგებს მოსახლეობას აცნობებს

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომდევნო წლის დასაწყისში ვოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში სამედიცინო კვლევას ჩაიტარებს, ანალიზების შედეგებს კი საზოგადოებას აცნობებს. თეთრი სახლის განცხადებით, შედეგების გასაჯაროების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც იერუსალიმის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ ტრამპის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბევრმა ეჭვქვეშ დააყენა.

ოთხშაბათს აშშ-ს პრეზიდენტმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც აშშ-ს საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადავა. საუბრის დროს ტრამპს მეტყველება უჭირდა. თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა ჰაკები სენდერსმა გუშინ განმარტა, რომ პრეზიდენტს ყელის სიმშრალე აქვს.

"მომდევნო წლის პირველ ნახევარში დაგეგმილი აქვს სრული სამედიცინო გამოკვლევა, რომელსაც პრეზიდენტების უმეტესობა იტარებს ხოლმე. გამოკვლევის შედეგები გასაჯაროვდება," - განაცხადა სენდერსმა.

70 წლის ასაკში ტრამპი ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტი იყო, რომელიც პირველი ვადით აშშ-მა აირჩია. ახლა ის 71 წლისაა და ჯერჯერობით არცერთი სამედიცინო კვლევის შედეგი არ გაუსაჯაროებია.

წყარო independent.co.uk

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"