"მის წინასაარჩევნო კამპანიაში, მნიშვნელოვანი ებრაული კაპიტალი ჩაიდო..." - რა შეიძლება მოჰყვეს ტრამპის გადაწყვეტილებას?

"მის წინასაარჩევნო კამპანიაში, მნიშვნელოვანი ებრაული კაპიტალი ჩაიდო..." - რა შეიძლება მოჰყვეს ტრამპის გადაწყვეტილებას?

ამერიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ შეძლო მსოფლიოს გაოცება - დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა, რითაც, კიდევ ერთი საარჩევნო დაპირება შეასრულა. არსებული ინფორმაციით, მან ამერიკის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის განკარგულებაც გასცა....

აღნიშნულ ფაქტს უკვე ზეიმობენ ისრაელში, - ხელისუფლებამ ტრამპის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა და ზეიმიც დაიწყო, რადგან ებრაელებისთვის იერუსალიმი ისრაელის განუყოფელი ნაწილად მიიჩნევა, რომელიც ჯერ კიდევ 3000 წლის წინ მეფე დავითის სამთავრობო ქალაქი იყო.

ამერიკის ლიდერის გადაწყვეტილებას, არაბული სამყაროს მხრიდან კატეგორიული შეფასბებეი მოჰყვა, მათ ტრამპის გადაწყვეტილება სასტიკად დაგმეს. ბეთლემსა და ღაზაში ტრამპის ფოტოები და ამერიკული დროშა დაწვეს. რადიკალური, ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასი" ტერაქტებით იმუქრება. მათ თავიანთ მხარდამჭერებს აჯანყებისკენ მოუწოდეს...

რა გაგრძელება მოჰყვება ამერიკის ლიდერის გადაწყვეტილებას - ამის შესახებ ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ბადრი ნაჭყებია საუბრობს:

- ეს თემა 20 წელზე მეტია ამერიკის ისტებლეშმენტში განიხილება, ჯერ კიდევ ბუში უფროსის დროს საუბრობდნენ ამაზე, მას შემდეგ, რაც ისრაელმა იერუსალიმი თავის ერთიან და განუყოფელ ნაწილად გამოაცხადა. ტრამპის მხრიდან შეუვალობის გამოვლინებაა, საელჩოს იერუსალიმში გადატანა, რაც საკმაოდ სახიფათო თამაშს წარმოადგენს, ვგულისხმობ იმას, რომ ის თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის. რაც შეეხება გაეროს რეზოლუციას, - მის საფუძველზე, 1947 წელს ისრაელის სახელმწიფო შეიქმნა მაშინ, არადა, თითქოს, არაბული, პალესტინის სახელმწიფო უნდა შექმნილიყო და ეს პრობლემა ახლაც არ არის გადაწყვეტილი...

ასე თუ ისე, ღაზას სექტორისგან განსხვავებით, პალესტინის ავტონომიას ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც უკვე მიღებულია პროდასავლურ პერსონად. ტრამპი კი, ამ განცხადებით, ღაზის ადმინისტრაციას უხერხულ მდგომარეობაში აყენებს და არც ის არის გამორიცხული, რომ პალესტინის ავტონომიის პროდასავლური დემოკრატიული ხელმძღვანელობაც ჩავარდეს ცუდ მდგომარეობაში, რადგან რადიკალისტი ლიდერების საკმაოდ სერიოზული ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდეს. საინტერესოა, რა გეგმა აქვს მოფიქრებული ამ აგრესიის პასუხად ტრამპს, თუმცა, აუცილებლად ექნება მოფიქრებული.

- არაბული ქვეყნებისგან უკვე წამოვიდა მუქარა...

- დიახ, ეს მოსალოდნელიც იყო, რომ არაბული და მუსლიმური ქვეყნები, უარყოფითად შეხვდებოდნენ, თურქეთმაც გაავრცელა რეკომენდაცია, რომ ეს ნაჩქარევია და ტრამპმა უნდა შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება. თუმცა, ტრამპი არ ტოვებს დამთმობის შთაბეჭდილებას... მე მგონია ის სიფრთხილე, რომელსაც ბუში უმცროსი და ბილ კლინტონი ამ თემის მიმართ იჩენდნენ, გამართლებული იყო.

შესაძლოა, ამას სიტუაციის იმაზე მეტად გამწვავება მოჰყვეს, ვიდრე ახლა შეიძლება წარმოვიდგინოთ, რადგან ახლო აღმოსავლეთში ისედაც გამწვავებულია სიტუაცია. მაგალითისთვის, შესაძლოა, რადიკალურმა ტერიროსტულმა ორგანიზაციებმა ტერორისტული აქტები წამოიწყონ, ღაზას სექტორიდან განახლდეს კუსტარულად დამზადებული სარაკეტო იერიში...

- ახლა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რა ხელს აძლევს დონალდ ტრამპს ამ თემის გააქტიურება?

- ტრამპი წარმოადგენს სხვადასხვა ებრაელურ ძალებს, ამერიკაში კი, ებრაული ლობი განსაკუთრებით ძლიერია, რომელთანაც ის საკმაოდ დაახლოებულია. მისი სიძეა კუშნერი, მისი ქალიშვილი ებრაული ტრადიციებით მოინათლა და ივანკა ტრამპი მათ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილობს. ეჭვს არ იწვევს, რომ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაში მნიშვნელოვანი ებრაული კაპიტალია ჩადებული იმ ამერიკელი-ებრალების მხრიდან, რომელთაც პალესტინის მიმართ რადიკალური დამოკიდებულება აქვთ.

აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილი კი ვარაუდობს, რომ დიდი ომის საფრთხე რიგი ფაქტორების გამო გამორიცხულია, თუმცა ისრაელისა და თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობები სერიოზულად გადაიხედება.

"საფრთხეები შეიძლება ის იყოს, რომ ახლო აღმოსავლეთში ანტიამერიკული და ანტიდასავლური განწყობები გაძლიერდება. გარკვეული ტერორისტული რადიკალური ჯგუფებისთვის შეიძლება ეს იყოს სიგნალი, რომ შეტევები განახორციელოს როგორც შეერთებულ შტატებზე, ისე მის დიპლომატიურ ან სამხედრო წარმომადგენლობებზე სხვა ქვეყნებში, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.

ამავე დროს შეიძლება ისრაელთან არსებული ურთიერთობების გადახედვა მოხდეს. მაგალითად, თურქეთ-ისრაელის. ერდოღანმა როგორც აღნიშნა, დიპლომატიური ურთიერთობებიც კი შეიძლება გაწყვიტოს ისრაელთან. ამ შემთხვევაში ისრაელისთვის ეს არც თუ ისე მეორეხარისხოვანი იქნება, რადგან თურქეთი ერთ-ერთი ქვეყანაა რეგიონში, ვისთანაც მეტ-ნაკლებად ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობა აქვს.

შეიარაღებული კონფლიქტის და დიდი ომის საფრთხე ახლო აღმოსავლეთში არ არსებობს, რადგან ამ შემთხვევაში რეგიონში მთავარი დაპირისპირებული აქტორები კვლავ არიან ირანი და საუდის არაბეთი. ამ ქვეყნებს ისრაელთან მართალია, ცუდი ურთიერთობა აქვთ, თუმცა მესამე ქვეყანასთან საბრძოლველად მათი გაერთიანება ნაკლებად წარმოსადგენია," - განაცხადა ზურა ბატიაშვილმა.

აღმოსავლეთმცოდნე ევროპისა და მათ შორის საქართველოს პოზიციაზეც საუბრობს. "აშშ იერუსალიმს დიდი ხანია აღიარებს, თუმცა ამის სისრულეში მოყვანა ახლა იწყება. ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამას პირდებოდა ებრაულ თემს და ახლა დაპირებების შესრულების დრო მოვიდა. ევროპის დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხზე არის სტატუს-კვოს შენარჩუნება, ანუ ის, რომ თელავივი იყოს ისრაელის დედაქალაქი და არა იერუსალიმი. საქართველოც ისრაელის დედაქალაქად თელავივს აღიარებს. საქართველო ამ შემთხვევაში არ იზირებს ამერიკის პოზიციას," - აცხადებს ზურაბ ბატიაშვილი.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

ალექსეი ნავალნი აეროპორტში დააკავეს

მოსკოვი ნავალნის მოლოდინში - დაკავებები, ლითონის ბარიკადები და მობილიზებული სპეცრაზმი: რა ხდება ვნუკოვოს აეროპორტში

თურქეთის სანაპიროსთან, შავ ზღვაში ჩაძირული გემი პალაუს დროშის ქვეშ ცურავდა - ის საქართველოდან ბულგარეთისკენ მიემართებოდა