პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თვითმკვლელთა ტყე იაპონიაში - საშიში და უცნაური ისტორიები აოკიგაჰარას შესახებ
თვითმკვლელთა ტყე იაპონიაში - საშიში და უცნაური ისტორიები აოკიგაჰარას შესახებ

რო­გორც ია­პო­ნი­ა­ში ყვე­ბი­ან, ამ ად­გი­ლას სამი ტი­პის ადა­მი­ა­ნე­ბი მი­დი­ან: ლაშ­ქრო­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ნი და ისი­ნი, ვინც უკან დაბ­რუ­ნე­ბას არ აპი­რე­ბენ...

"ხე­ე­ბის ზღვა", აო­კი­გა­ჰა­რა (Aokigahara 青木ヶ原) - ასე ქვია ია­პო­ნი­ა­ში მდე­ბა­რე სუ­ლის­შემ­ძვრელ ად­გილს. ფუ­ძის მთის ქვეშ არ­სე­ბუ­ლი ტყე კუნ­ძულ ჰონ­სი­უ­ზე მდე­ბა­რე­ობს და უკვე ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნეა პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს თვით­მკვლე­ლებს შო­რის. 1970 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი პო­ლი­ცია რე­გუ­ლა­რუ­ლად ამოწ­მებს ტყეს და წე­ლი­წად­ში სა­შუ­ა­ლოდ 100 გვამს პო­უ­ლობს. აო­კი­გა­ჰა­რას ტყე სან-ფრან­ცის­კოს "ოქ­როს კა­რიბ­ჭის" ხი­დის შემ­დეგ, მე­ო­რე ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ად­გი­ლია, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი სი­ცო­ცხლეს თვით­მკვლე­ლო­ბით ას­რუ­ლე­ბენ.

ტყე­ში ასო­ბით დაფა დგას წარ­წე­რე­ბით, რო­მე­ლიც ტყის სიღ­რმე­ში მი­მა­ვა­ლებს აფრ­თხი­ლებს, და­ფიქ­რდნენ, სა­ნამ ამას გა­ა­კე­თე­ბენ. და­ფებ­ზე იკი­თხე­ბა: "შენი სი­ცო­ცხლე უძ­ვირ­ფა­სე­სი სა­ჩუ­ქა­რია შენი მშობ­ლე­ბის­გან. იფიქ­რე მათ­ზე და შენი ოჯა­ხის სხვა წევ­რებ­ზე. შენ არა­სო­დეს და­ი­ტან­ჯე­ბი მარ­ტო­ო­ბა­ში". ქვე­მოთ კი მი­თი­თე­ბუ­ლია ცხე­ლი ხა­ზის ნო­მე­რი და დგას ტე­ლე­ფო­ნე­ბი, სა­ი­და­ნაც და­რეკ­ვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი... ტყის­პი­რა პარ­კინგზე თვე­ო­ბით დგას თვით­მკვლე­ლე­ბის მი­ტო­ვე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბი, ტყის ბი­ლი­კებ­ზე კი ტან­საც­მე­ლი და ფეხ­საც­მე­ლია მი­მო­ფან­ტუ­ლი...

ია­პო­ნია თვით­მკვლე­ლო­ბე­ბის რი­ცხვით ერთ-ერთ ლი­დერ პო­ზი­ცი­ა­ზეა მსოფ­ლი­ო­ში. 20-44 წლამ­დე ია­პო­ნე­ლი მა­მა­კა­ცე­ბის სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი სწო­რედ თვით­მკვლე­ლო­ბაა.

ამ­ბო­ბენ რომ, პირ­ვე­ლი სუ­ი­ცი­დი ამ ტყე­ში ბუ­დის­ტმა ბერ­მა ჩა­ი­დი­ნა, რო­მელ­საც სურ­და შიმ­ში­ლით სიკ­ვდი­ლით გან­წმენ­დი­ლი­ყო. ტყე­ში მი­სულ თვით­მკვლელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა სი­ცო­ცხლეს ჩა­მოხ­რჩო­ბით და წამ­ლის დიდი დო­ზის მი­ღე­ბით ას­რუ­ლებს.

ად­გი­ლობ­რი­ვებს სჯე­რათ რომ, ერთ-ერთი წეს-ჩვე­უ­ლე­ბის თა­ნახ­მად, ამ ად­გი­ლას სა­სიკ­ვდი­ლოდ გან­წი­რულ მო­ხუ­ცებს ტო­ვებ­დნენ და ახლა მათი სუ­ლე­ბი დაძ­რწი­ან ტყე­ში. სხვა ლე­გენ­დე­ბი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ ამ ტყე­ში ჩი­ტის მსგავ­სი დე­მო­ნი - ტენ­გუ ბი­ნად­რობს. გა­დარ­ჩენ­ლე­ბი ყვე­ბი­ან, რომ ტყე იზი­დავს ადა­მი­ა­ნებს, კვალს ურევს მათ, რაც სა­ვა­რა­უ­დოდ ტე­რი­ტო­რი­ის უჩ­ვე­უ­ლო ტო­პოგ­რა­ფი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

ერთხელ, ტყე­ში ხე­ტი­ა­ლის დროს და­კარ­გულ­მა ამე­რი­კელ­მა წყვილ­მა, ბუ­დის­ტი ბერი ნახა, რო­მელ­მაც მათ ტყი­დან გა­სას­ვლე­ლი გზა უჩ­ვე­ნა. რო­დე­საც ტუ­რის­ტე­ბი ტყი­დან დაბ­რუნ­დნენ და ად­გი­ლობ­რი­ვებს გა­ე­სა­უბრნენ, შე­ი­ტყვეს, რომ არ­სე­ბობს თქმუ­ლე­ბა ბუ­დის­ტი ბე­რის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ტყის სიღ­რმე­ში ცხოვ­რობს და თვით­მკვლე­ლებს სუ­ი­ცი­დის აღ­სრუ­ლე­ბა­ში ხელს უშ­ლის. ად­გი­ლობ­რი­ვებს სწამთ, რომ ეს წმინ­და სუ­ლია, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებს თვით­მკვლე­ლო­ბის­გან იხ­სნის...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

თვითმკვლელთა ტყე იაპონიაში - საშიში და უცნაური ისტორიები აოკიგაჰარას შესახებ

თვითმკვლელთა ტყე იაპონიაში - საშიში და უცნაური ისტორიები აოკიგაჰარას შესახებ

როგორც იაპონიაში ყვებიან, ამ ადგილას სამი ტიპის ადამიანები მიდიან: ლაშქრობის მოყვარულები, ცნობისმოყვარენი და ისინი, ვინც უკან დაბრუნებას არ აპირებენ...

"ხეების ზღვა", აოკიგაჰარა (Aokigahara 青木ヶ原) - ასე ქვია იაპონიაში მდებარე სულისშემძვრელ ადგილს. ფუძის მთის ქვეშ არსებული ტყე კუნძულ ჰონსიუზე მდებარეობს და უკვე ნახევარი საუკუნეა პოპულარობით სარგებლობს თვითმკვლელებს შორის. 1970 წლიდან მოყოლებული პოლიცია რეგულარულად ამოწმებს ტყეს და წელიწადში საშუალოდ 100 გვამს პოულობს. აოკიგაჰარას ტყე სან-ფრანცისკოს "ოქროს კარიბჭის" ხიდის შემდეგ, მეორე ყველაზე ცნობილი ადგილია, სადაც ადამიანები სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებენ.

ტყეში ასობით დაფა დგას წარწერებით, რომელიც ტყის სიღრმეში მიმავალებს აფრთხილებს, დაფიქრდნენ, სანამ ამას გააკეთებენ. დაფებზე იკითხება: "შენი სიცოცხლე უძვირფასესი საჩუქარია შენი მშობლებისგან. იფიქრე მათზე და შენი ოჯახის სხვა წევრებზე. შენ არასოდეს დაიტანჯები მარტოობაში". ქვემოთ კი მითითებულია ცხელი ხაზის ნომერი და დგას ტელეფონები, საიდანაც დარეკვაა შესაძლებელი... ტყისპირა პარკინგზე თვეობით დგას თვითმკვლელების მიტოვებული მანქანები, ტყის ბილიკებზე კი ტანსაცმელი და ფეხსაცმელია მიმოფანტული...

იაპონია თვითმკვლელობების რიცხვით ერთ-ერთ ლიდერ პოზიციაზეა მსოფლიოში. 20-44 წლამდე იაპონელი მამაკაცების სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი სწორედ თვითმკვლელობაა.

ამბობენ რომ, პირველი სუიციდი ამ ტყეში ბუდისტმა ბერმა ჩაიდინა, რომელსაც სურდა შიმშილით სიკვდილით განწმენდილიყო. ტყეში მისულ თვითმკვლელთა უმრავლესობა სიცოცხლეს ჩამოხრჩობით და წამლის დიდი დოზის მიღებით ასრულებს.

ადგილობრივებს სჯერათ რომ, ერთ-ერთი წეს-ჩვეულების თანახმად, ამ ადგილას სასიკვდილოდ განწირულ მოხუცებს ტოვებდნენ და ახლა მათი სულები დაძრწიან ტყეში. სხვა ლეგენდები ირწმუნებიან, რომ ამ ტყეში ჩიტის მსგავსი დემონი - ტენგუ ბინადრობს. გადარჩენლები ყვებიან, რომ ტყე იზიდავს ადამიანებს, კვალს ურევს მათ, რაც სავარაუდოდ ტერიტორიის უჩვეულო ტოპოგრაფიის დამსახურებაა.

ერთხელ, ტყეში ხეტიალის დროს დაკარგულმა ამერიკელმა წყვილმა, ბუდისტი ბერი ნახა, რომელმაც მათ ტყიდან გასასვლელი გზა უჩვენა. როდესაც ტურისტები ტყიდან დაბრუნდნენ და ადგილობრივებს გაესაუბრნენ, შეიტყვეს, რომ არსებობს თქმულება ბუდისტი ბერის შესახებ, რომელიც ტყის სიღრმეში ცხოვრობს და თვითმკვლელებს სუიციდის აღსრულებაში ხელს უშლის. ადგილობრივებს სწამთ, რომ ეს წმინდა სულია, რომელიც ადამიანებს თვითმკვლელობისგან იხსნის...

როგორ სჯიან "ხალხის მტრებს" ჩეჩნეთში - რამზან კადიროვი განსხვავებული აზრის ადამიანებს დახოცვით ემუქრება

"ევროპა უფსკრულის პირასაა" - ემანუელ მაკრონი

"ილია II-ს პოლიტიკური მორევი ითრევს" - როგორ ეხმაურებიან რუსები და რუსული მედია საქართველოს საპატრიარქოს გარშემო აგორებულ  სკანდალებს