Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალური ქსენია სობჩაკი რუსეთის პრეზიდენტად? - ყოფილი გუბერნატორის "ნებიერა ქალიშვილის" პოლიტიკური გეგმები
სკანდალური ქსენია სობჩაკი რუსეთის პრეზიდენტად? - ყოფილი გუბერნატორის "ნებიერა ქალიშვილის" პოლიტიკური გეგმები

რუ­სე­თი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებს უჩ­ვე­უ­ლო, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კან­დი­და­ტე­ბით ხვდე­ბა. წი­ნას­წა­რი გა­მო­კი­თხვე­ბით, სა­სურ­ველ კან­დი­და­ტებს შო­რის პუ­ტი­ნი ლი­დე­რობს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სხვა კან­დი­და­ტებს, გა­მარ­ჯვე­ბის შან­სი ცოტა აქვთ. რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტო­ბის მსურ­ვე­ლებს შო­რი­საა არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი და სკან­და­ლურ პერ­სო­ნა ქსე­ნია სობ­ჩა­კი, რო­მე­ლიც რუ­სე­თის მა­ღალ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და ბოლო ხანს უკვე პო­ლი­ტი­კურ ელი­ტა­ში, საკ­მა­ოდ მი­ღე­ბუ­ლი პერ­სო­ნაა... რუ­სულ (და არა მარ­ტო) სა­ზო­გა­დო­ე­ბას მისი ჟურ­ნა­ლის­ტო­ბის დრო­ინ­დე­ლი არა­ერ­თი თა­მა­მი ქცე­ვა და გა­მოს­ვლა ახ­სოვს, რო­მე­ლიც მან შემ­დეგ, ელი­ტა­რულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თვით­დამ­კვიდ­რე­ბის­თვის შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­ი­ყე­ნა, რად­გან არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი და ექ­სტრა­გა­ვან­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის იმი­ჯი შე­იქ­მნა...

36 წლის სობ­ჩა­კი, რო­გორც ჩანს, დიდ რუ­სულ პო­ლი­ტი­კა­ში მოხ­ვედ­რას ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ უმიზ­ნებ­და და წი­ნა­პი­რო­ბებ­საც იქ­მნი­და, - მან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აქ­ტი­უ­რო­ბით და­ი­წყო და თან­და­თან, ოპო­ზი­ცი­ო­ნერ აქ­ტი­ვის­ტად ჩა­მო­ყა­ლიბ­და... რო­გორც რუ­სულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ამ­ბო­ბენ, - ქსე­ნია სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რის "ნე­ბი­ე­რა ქა­ლიშ­ვი­ლია" და შე­სა­ბა­მი­სად, საკ­მა­ოდ კარ­გი გავ­ლე­ნე­ბი და კავ­ში­რე­ბი აქვს, ზოგი მისი, პი­რა­დი, ზო­გიც, მა­მის მე­რო­ბის დრო­ინ­დე­ლი... ასე რომ, სუ­ლაც არ არის გა­საკ­ვი­რი, რომ მან მთე­ლი რუ­სე­თი და არა­მარ­ტო რუ­სე­თი აა­ლა­პა­რა­კა, რო­დე­საც თა­ვი­სი კან­დი­და­ტუ­რა 2018 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე წა­მო­ა­ყე­ნა.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის თქმით, პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა, სწო­რედ ქსე­ნია სობ­ჩა­კის მა­მის, ანა­ტო­ლი სობ­ჩა­კის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა, ეს ეხე­ბა ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რას და ადა­მი­ა­ნურ რე­სურსს, - ანა­ტო­ლი პუ­ტინს ფეხ­ზე დად­გო­მა­ში აქ­ტი­უ­რად ეხ­მა­რე­ბო­და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, შემ­დეგ, მან ამ "გრძელ­ვა­დი­ა­ნი ინ­ვეს­ტი­ცი­ის­თვის" შე­სა­ბა­მი­სი დი­ვი­დენ­დე­ბიც მი­ი­ღო, - 1991-96 წლებ­სა და შემ­დე­გაც, მისი ბიზ­ნე­სი რუ­სეთ­ში საკ­მა­ოდ დიდ ტე­რი­ტო­რი­ას მო­ი­ცავ­და...

ქსე­ნია სობ­ჩაკ­მა 18 ოქ­ტომ­ბერს თა­ვის ვებ­სა­იტ­სა და ინ­სტაგ­რამ­ზე დადო მოკ­ლე ვი­დე­ო­მი­მარ­თვა, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნავს, რომ უკვე ხუთი წე­ლია, ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რებ­სა და "ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ან­თან" ერ­თად გა­მო­დის მი­ტინ­გებ­ზე და რუ­სეთ­ში რე­ფორ­მებს მო­ი­თხოვს, თუმ­ცა, მი­სი­ვე თქმით, წლე­ბია, რუ­სეთ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი არ ყო­ფი­ლა და ამ ინერ­ცი­ით თუ გაგ­რძელ­და, არც არას­დროს მოხ­დე­ბა...

"ეს ქვე­ყა­ნა ისევ ქურ­დე­ბი­სა და კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლე­ბის არის, რომ­ლე­ბიც ისევ და ისევ ატყუ­ე­ბენ ხალ­ხს. ძა­ლა­უფ­ლე­ბის მქო­ნე პერ­სო­ნე­ბი კი ისევ იპა­რა­ვენ" - ამ­ბობს ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტი, რომ­ლის თქმი­თაც ქვეყ­ნის­თვის ცვლი­ლე­ბე­ბი სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მას სლო­გა­ნიც საკ­მა­ოდ თა­მა­მი აქვს, - "ქსე­ნია სობ­ჩა­კი - კან­დი­და­ტი ყვე­ლას წი­ნა­აღ­მდეგ".

უფრო ადრე, ის ად­გი­ლობ­რივ პრე­სას­თან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებ­და, რომ ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი, რო­გორც ადა­მი­ა­ნი ესიმ­პა­ტი­უ­რე­ბო­და, თუმ­ცა, რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სი - აღარ. ამის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი კი, სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბის გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლებ­ლო­ბა იყო. თუმ­ცა, იმა­საც ამ­ბობ­და, რომ "რო­დე­საც მა­მა­მისს გა­უ­ჭირ­და, ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი იყო, ვინც მას ბო­ლომ­დე გვერ­დით და­უდ­გა და სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მო­იყ­ვა­ნა." მას არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, რო­მელ გა­ჭირ­ვე­ბას გუ­ლის­ხმობ­და. ძველ ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნავ­და, რომ პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლის შე­მო­თა­ვა­ზა­ბე­ბი ჰქონ­და, თუმ­ცა, "ედინ­ნა­ია რო­სი­ას" წევ­რო­ბა, დუ­მა­ში ჯდო­მა და ღი­ლაკ­ზე თი­თის და­ჭე­რა აღარ ხიბ­ლავ­და".

მარ­თა­ლია, ქსე­ნია სობ­ჩა­კის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში შე­საძ­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე, რუ­სეთ­ში ჯერ კი­დევ სექ­ტემ­ბრის და­სა­წყის­ში ალა­პა­რაკ­დნენ, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის უფ­როს­მა თა­ო­ბამ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტო­ბის ახალ­გაზ­რდა მსურ­ველ­ზე საკ­მა­ოდ უხე­შად, უფრო სწო­რად, უხამ­სა­დაც იხუმ­რა. მათი თქმით, "ნი­კო­ლოზ მე­ფის რუ­სეთს ყვე­ლა­ფე­რი უნა­ხავს, აქამ­დე..." ისე კი, რუ­სუ­ლი მე­დი­ის ზო­გი­ერ­თი გა­მო­ცე­მა წერს, რომ სობ­ჩა­კი, კრემლთან შე­თან­ხმე­ბით გა­აქ­ტი­ურ­და... თა­ვად სობ­ჩა­კი ამას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფ­და, თუმ­ცა, შემ­დეგ, ტე­ლე­არხ "დოჟდ­თან" სა­უბ­რი­სას აღი­ა­რა, რომ გარ­კვე­უ­ლი დრო­ის წინ, შეხ­ვდა პუ­ტინ­სა და თა­ვი­სი გეგ­მე­ბის შე­სა­ხე­ბაც ესა­უბ­რა...

"მან მი­თხრა, რომ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი თა­ვად იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და სა­კუ­თარ საქ­ცი­ელ­ზეც თა­ვად აგებს პა­სუხს,"- ამ­ბობს ტე­ლე­წამ­ყვა­ნი, რომ­ლის თქმი­თაც რუ­სეთ­ში პუ­ტი­ნის, ზი­უ­გა­ნო­ვი­სა და ჟი­რი­ნოვ­სკის დრო უნდა დას­რულ­დეს.

ვი­ნა­ი­დან თა­ვად პუ­ტი­ნი 2018 წლის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის თა­ვი­სი კან­დი­და­ტუ­რის გა­მო­ცხა­დე­ბას არ ჩქა­რობს, ამი­ტომ რუ­სუ­ლი მე­დია ვა­რა­უ­დობს, რომ ეს მარ­თლაც მისი პრო­ექ­ტია... თუმ­ცა, არ­სე­ბობს კი­დევ ერთი ვერ­სია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ის ნა­ვალ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი ბა­ნა­კი­დან არის;

"ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­ლე­ბიც სიმ­პა­ტი­ით არი­ან გან­წყო­ბი­ლი ოპო­ზი­ცი­ის იმ ლი­დე­რე­ბის მი­მართ, ვი­საც "გა­ზპ­რო­მი" აფი­ნან­სებს ან სუ­ლაც სახ­ლში დი­ვან­ზე ზის და ისე აქვს ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რის "ტი­ტუ­ლი", სა­ბედ­ნი­ე­როდ უკვე აღარ არ­სე­ბო­ბენ... თუმ­ცა, მა­ინც გა­ურ­კვე­ვე­ლია, რა უნდა ნა­ვალ­ნის ბა­ნა­კი­დან გა­მომ­ძვრალ სობ­ჩაკს, რო­მე­ლიც თურ­მე კარგ ოჯახ­შია აღ­ზრდი­ლი, რა­საც მისი მა­ნე­რე­ბის მქო­ნე ადა­მი­ან­ზე ნამ­დვი­ლად ვერ ვი­ტყვით..." - წერს ლაიფ.რუ-ს ჟურ­ნა­ლის­ტი იგორ მალ­ცე­ვი.

ახლა რუ­სეთ­ში არ­სე­ბუ­ლი, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ გა­ხუ­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი ასე­თია - ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ძლი­ერ და გავ­ლე­ნი­ან მე­ტო­ქეს, აქ­ტი­ურ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ ალექ­სეი ნა­ვალ­ნის, ჯერ­ჯე­რო­ბით პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტად და­რე­გის­ტრი­რე­ბის უფ­ლე­ბა არ აქვს, რად­გან ამ­ჟა­მად, უსან­ქციო დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბის­კენ სა­ჯა­რო მო­წო­დე­ბე­ბის­თვის 20-დღი­ან პა­ტიმ­რო­ბას იხ­დის...

ფაქ­ტია, რომ ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში პუ­ტი­ნი გულ­ხელ­დაკ­რე­ფი­ლი არ იჯ­დე­ბა და მოთ­მი­ნე­ბით აღვსი­ლი არ უყუ­რებს, თუ რო­გორ ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რდე­ბა მისი ყვე­ლა­ზე რე­ა­ლუ­რი კონ­კუ­რენ­ტის, ალექ­სეი ნა­ვალ­ნის რე­ი­ტინ­გი... რუ­სუ­ლი მე­დი­ის თქმით ცხა­დია, მას რა­ღაც სა­თა­ვი­სო სვლა მო­ფიქ­რე­ბუ­ლი ექ­ნე­ბა, უბ­რა­ლოდ, ჯერ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ფუს­ფუს აკ­ვირ­დე­ბა და შემ­დეგ, და­ი­წყებს მოქ­მე­დე­ბას.

ცნო­ბის­თვის, ალექ­სეი ნა­ვალ­ნი ქსე­ნია სობ­ჩა­კი­სა და მისი ოჯა­ხის მე­გო­ბა­რია. თუმ­ცა, არც ის და არც მისი ორ­გა­ნი­ზა­ცია - "კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის ფონ­დი" - სობ­ჩა­კის 18 ოქ­ტომ­ბრის გან­ცხა­დე­ბას არ გა­მოხ­მა­უ­რე­ბია, მაგ­რამ ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში აღ­ნიშ­ნა, რომ სობ­ჩაკს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა, თუ ის მარ­თლაც გა­და­წყვეტს პრე­ზი­დენ­ტო­ბი­სათ­ვის ბრძო­ლა­ში ჩა­ერ­თოს.

მი­სი­ვე თქმით, კრემლს სობ­ჩა­კის სა­ხით პრე­ზი­დენ­ტო­ბის "კა­რი­კა­ტუ­რუ­ლი ლი­ბე­რა­ლი კან­დი­და­ტის" შექ­მნა სურს, - ეს მმარ­თვე­ლი ელი­ტის­თვის მშვე­ნი­ე­რი გა­მო­სა­ვა­ლი იქ­ნე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, თუ სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყდე­ბა, რომ ამ არ­ჩევ­ნებ­ში ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვერ მი­ი­ღებს.

საქ­მე ის არის, რომ რუ­სე­თის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე ელა პამ­ფი­ლო­ვამ ალექ­სეი ნა­ვალ­ნის არც ისე და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი პროგ­ნო­ზი მის­ცა, - მას 2028 წლამ­დე არ ექ­ნე­ბა არ­ჩევ­ნებ­ზე სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რის წა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა...

ცნო­ბის­თვის, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2010 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სულ­მა ქსე­ნია სობ­ჩაკ­მა, ქვეყ­ნის მა­შინ­დელ პრე­ზი­დენტს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ინ­ტერ­ვიუ ჩა­მო­არ­თვა, რა დრო­საც, პუ­ტი­ნის მი­მართ სიმ­პა­თი­ის დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად გა­მო­სა­ხა­ტად, მისი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი მა­ი­სუ­რი ეცვა...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

სკანდალური ქსენია სობჩაკი რუსეთის პრეზიდენტად? - ყოფილი გუბერნატორის "ნებიერა ქალიშვილის" პოლიტიკური გეგმები

სკანდალური ქსენია სობჩაკი რუსეთის პრეზიდენტად? - ყოფილი გუბერნატორის "ნებიერა ქალიშვილის" პოლიტიკური გეგმები

რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნებს უჩვეულო, მრავალფეროვანი კანდიდატებით ხვდება. წინასწარი გამოკითხვებით, სასურველ კანდიდატებს შორის პუტინი ლიდერობს, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა კანდიდატებს, გამარჯვების შანსი ცოტა აქვთ. რუსეთის პრეზიდენტობის მსურველებს შორისაა არაორდინალური და სკანდალურ პერსონა ქსენია სობჩაკი, რომელიც რუსეთის მაღალ საზოგადოებაში და ბოლო ხანს უკვე პოლიტიკურ ელიტაში, საკმაოდ მიღებული პერსონაა... რუსულ (და არა მარტო) საზოგადოებას მისი ჟურნალისტობის დროინდელი არაერთი თამამი ქცევა და გამოსვლა ახსოვს, რომელიც მან შემდეგ, ელიტარულ საზოგადოებაში თვითდამკვიდრებისთვის შესანიშნავად გამოიყენა, რადგან არაპროგნოზირებადი და ექსტრაგავანტული ადამიანის იმიჯი შეიქმნა...

36 წლის სობჩაკი, როგორც ჩანს, დიდ რუსულ პოლიტიკაში მოხვედრას ჯერ კიდევ წლების წინ უმიზნებდა და წინაპირობებსაც იქმნიდა, - მან საზოგადოებრივი აქტიურობით დაიწყო და თანდათან, ოპოზიციონერ აქტივისტად ჩამოყალიბდა... როგორც რუსულ საზოგადოებაში ამბობენ, - ქსენია სანკტ-პეტერბურგის ყოფილი გუბერნატორის "ნებიერა ქალიშვილია" და შესაბამისად, საკმაოდ კარგი გავლენები და კავშირები აქვს, ზოგი მისი, პირადი, ზოგიც, მამის მერობის დროინდელი... ასე რომ, სულაც არ არის გასაკვირი, რომ მან მთელი რუსეთი და არამარტო რუსეთი აალაპარაკა, როდესაც თავისი კანდიდატურა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე წამოაყენა.

რუსული მედიის თქმით, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის კარიერული წინსვლა, სწორედ ქსენია სობჩაკის მამის, ანატოლი სობჩაკის სახელს უკავშირდება, ეს ეხება ფინანსურ მხარდაჭერას და ადამიანურ რესურსს, - ანატოლი პუტინს ფეხზე დადგომაში აქტიურად ეხმარებოდა, რასაკვირველია, შემდეგ, მან ამ "გრძელვადიანი ინვესტიციისთვის" შესაბამისი დივიდენდებიც მიიღო, - 1991-96 წლებსა და შემდეგაც, მისი ბიზნესი რუსეთში საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავდა...

ქსენია სობჩაკმა 18 ოქტომბერს თავის ვებსაიტსა და ინსტაგრამზე დადო მოკლე ვიდეომიმართვა, რომელშიც აღნიშნავს, რომ უკვე ხუთი წელია, ოპოზიციონერებსა და "ათიათასობით ადამიანთან" ერთად გამოდის მიტინგებზე და რუსეთში რეფორმებს მოითხოვს, თუმცა, მისივე თქმით, წლებია, რუსეთში ცვლილებები არ ყოფილა და ამ ინერციით თუ გაგრძელდა, არც არასდროს მოხდება...

"ეს ქვეყანა ისევ ქურდებისა და კორუმპირებულების არის, რომლებიც ისევ და ისევ ატყუებენ ხალხს. ძალაუფლების მქონე პერსონები კი ისევ იპარავენ" - ამბობს ტელეჟურნალისტი, რომლის თქმითაც ქვეყნისთვის ცვლილებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მას სლოგანიც საკმაოდ თამამი აქვს, - "ქსენია სობჩაკი - კანდიდატი ყველას წინააღმდეგ".

უფრო ადრე, ის ადგილობრივ პრესასთან საუბარში აცხადებდა, რომ ვლადიმირ პუტინი, როგორც ადამიანი ესიმპატიურებოდა, თუმცა, როგორც პოლიტიკოსი - აღარ. ამის მთავარი მიზეზი კი, საკადრო ცვლილებების განუხორციელებლობა იყო. თუმცა, იმასაც ამბობდა, რომ "როდესაც მამამისს გაუჭირდა, ვლადიმირ პუტინი ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც მას ბოლომდე გვერდით დაუდგა და სიტუაციიდან გამოიყვანა." მას არ დაუკონკრეტებია, რომელ გაჭირვებას გულისხმობდა. ძველ ინტერვიუებში ასევე აღნიშნავდა, რომ პოლიტიკაში წასვლის შემოთავაზაბები ჰქონდა, თუმცა, "ედინნაია როსიას" წევრობა, დუმაში ჯდომა და ღილაკზე თითის დაჭერა აღარ ხიბლავდა".

მართალია, ქსენია სობჩაკის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო მონაწილეობაზე, რუსეთში ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში ალაპარაკდნენ, მაგრამ პოლიტიკოსების უფროსმა თაობამ რუსეთის პრეზიდენტობის ახალგაზრდა მსურველზე საკმაოდ უხეშად, უფრო სწორად, უხამსადაც იხუმრა. მათი თქმით, "ნიკოლოზ მეფის რუსეთს ყველაფერი უნახავს, აქამდე..." ისე კი, რუსული მედიის ზოგიერთი გამოცემა წერს, რომ სობჩაკი, კრემლთან შეთანხმებით გააქტიურდა... თავად სობჩაკი ამას კატეგორიულად უარყოფდა, თუმცა, შემდეგ, ტელეარხ "დოჟდთან" საუბრისას აღიარა, რომ გარკვეული დროის წინ, შეხვდა პუტინსა და თავისი გეგმების შესახებაც ესაუბრა...

"მან მითხრა, რომ ყველა ადამიანი თავად იღებს გადაწყვეტილებას და საკუთარ საქციელზეც თავად აგებს პასუხს,"- ამბობს ტელეწამყვანი, რომლის თქმითაც რუსეთში პუტინის, ზიუგანოვისა და ჟირინოვსკის დრო უნდა დასრულდეს.

ვინაიდან თავად პუტინი 2018 წლის არჩევნებისთვის თავისი კანდიდატურის გამოცხადებას არ ჩქარობს, ამიტომ რუსული მედია ვარაუდობს, რომ ეს მართლაც მისი პროექტია... თუმცა, არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომლის მიხედვითაც ის ნავალნის პოლიტიკური ბანაკიდან არის;

"ისეთი ადამიანები, როლებიც სიმპატიით არიან განწყობილი ოპოზიციის იმ ლიდერების მიმართ, ვისაც "გაზპრომი" აფინანსებს ან სულაც სახლში დივანზე ზის და ისე აქვს ოპოზიციონერის "ტიტული", საბედნიეროდ უკვე აღარ არსებობენ... თუმცა, მაინც გაურკვეველია, რა უნდა ნავალნის ბანაკიდან გამომძვრალ სობჩაკს, რომელიც თურმე კარგ ოჯახშია აღზრდილი, რასაც მისი მანერების მქონე ადამიანზე ნამდვილად ვერ ვიტყვით..." - წერს ლაიფ.რუ-ს ჟურნალისტი იგორ მალცევი.

ახლა რუსეთში არსებული, წინასაარჩევნოდ გახურებული პოლიტიკური პროცესები ასეთია - ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და გავლენიან მეტოქეს, აქტიურ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის, ჯერჯერობით პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირების უფლება არ აქვს, რადგან ამჟამად, უსანქციო დემონსტრაციებისკენ საჯარო მოწოდებებისთვის 20-დღიან პატიმრობას იხდის...

ფაქტია, რომ ასეთ ვითარებაში პუტინი გულხელდაკრეფილი არ იჯდება და მოთმინებით აღვსილი არ უყურებს, თუ როგორ ყოველდღიურად იზრდება მისი ყველაზე რეალური კონკურენტის, ალექსეი ნავალნის რეიტინგი... რუსული მედიის თქმით ცხადია, მას რაღაც სათავისო სვლა მოფიქრებული ექნება, უბრალოდ, ჯერ ქვეყანაში მიმდინარე ფუსფუს აკვირდება და შემდეგ, დაიწყებს მოქმედებას.

ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი ქსენია სობჩაკისა და მისი ოჯახის მეგობარია. თუმცა, არც ის და არც მისი ორგანიზაცია - "კორუფციასთან ბრძოლის ფონდი" - სობჩაკის 18 ოქტომბრის განცხადებას არ გამოხმაურებია, მაგრამ ერთ-ერთ გადაცემაში აღნიშნა, რომ სობჩაკს დაუპირისპირდება, თუ ის მართლაც გადაწყვეტს პრეზიდენტობისათვის ბრძოლაში ჩაერთოს.

მისივე თქმით, კრემლს სობჩაკის სახით პრეზიდენტობის "კარიკატურული ლიბერალი კანდიდატის" შექმნა სურს, - ეს მმართველი ელიტისთვის მშვენიერი გამოსავალი იქნება, განსაკუთრებით მას შემდეგ, თუ საბოლოოდ გადაწყდება, რომ ამ არჩევნებში ის მონაწილეობას ვერ მიიღებს.

საქმე ის არის, რომ რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ელა პამფილოვამ ალექსეი ნავალნის არც ისე დამაიმედებელი პროგნოზი მისცა, - მას 2028 წლამდე არ ექნება არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენების უფლება...

ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, 2010 წელს საქართველოში ჩამოსულმა ქსენია სობჩაკმა, ქვეყნის მაშინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ინტერვიუ ჩამოართვა, რა დროსაც, პუტინის მიმართ სიმპათიის დემონსტრაციულად გამოსახატად, მისი გამოსახულებიანი მაისური ეცვა...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"