”თურქეთს ევროკავშირის წევრობა არ სჭირდება” - ერდოღანი

”თურქეთს ევროკავშირის წევრობა არ სჭირდება” - ერდოღანი

თურქეთს არ სჭირდება ევროკავშირში წევრობა და მზად არის აღნიშნულ საკითხზე ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტისთვის, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

"ევროკავშირი გვალოდინებს. ჩვენ ვითმენთ. თუ გულწრფელები ხართ, გააკეთეთ განცხადება, მოდით მოვრჩეთ ამას. ჩვენ თქვენ არ გვჭირდებით", - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

თურქეთმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი 1963 წელს მოაწერა, ხოლო 1987 წელს წევრობაზე განაცხადი შეიტანა. თუმცა, მოლაპარაკებები თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მხოლოდ 2005 წელს დაიწყო.

ევროკავშირსა და თურქეთს შორის ურთიერთობები 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ გაფუჭდა, როდესაც თურქეთში მასობრივი დაკავებები დაიწყო.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"