პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აშუქებს რუსული მედია მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესვლას
როგორ აშუქებს რუსული მედია მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესვლას

რუ­სუ­ლი მე­დია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უკ­რა­ი­ნა­ში ჩას­ვლას აქ­ტი­უ­რად ადევ­ნებს თვალს. საქ­მე ის არის, რომ ოდე­სის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რის თავს გა­დახ­დე­ნილ ამ­ბებ­ზე ქი­ლიკ­თან ერ­თად, არც "სა­ცო­და­ვი", "და­უც­ვე­ლი", "სა­სო­წარ­კვე­თი­ლი" უკ­რა­ი­ნე­ლი მე­სა­ზღვრე­ე­ბი ავი­წყდე­ბათ, რომ­ლე­ბიც "მი­შას მხარ­დამ­ჭე­რებ­მა "ქა­ღალ­დი­ვით და­კუ­ჭეს..."

"Грузинский таран" ("ქარ­თუ­ლი შე­მან­გრე­ვე­ლი"); "დაბ­რუ­ნე­ბა თვი­თპი­ა­რის­თვის" - რუ­სულ მე­დი­ა­ში ამ სა­თა­უ­რე­ბით შეხ­ვდე­ბით სტა­ტი­ებს, რომ­ლე­ბიც სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრის გარ­ღვე­ვა­სა და ლვოვ­ში ჩას­ვლას ეხე­ბა.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის გარ­და აქ­ტი­უ­რო­ბენ უკ­რა­ი­ნე­ლი და რუსი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­ზე გა­დას­ვლას სა­სა­ცი­ლო მე­მე­ე­ბი მი­უ­ძღვნეს.

"Грузинский таран" - პო­რო­შენ­კოს ყო­ფილ­მა მრჩე­ველ­მა უკ­რა­ი­ნა­ში მე­სა­ზღვრე­ებს გა­და­უ­ა­რა" - წერს რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მო­ცე­მა Lenta.ru, რო­მე­ლიც ოდე­სის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რის უკ­რა­ი­ნა­ში შეს­ვლას ვრცელ სტა­ტი­ას უძღვნის.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, მხარ­დამ­ჭე­რებ­თან ერ­თად, უკ­რა­ი­ნის სა­ზღვა­რი გა­არ­ღვია და ქვე­ყა­ნა­ში შე­აღ­წია. მის გარ­შე­მო ცო­ცხა­ლი ჯაჭ­ვი გა­ა­კე­თეს უკ­რა­ი­ნელ­მა მე­ომ­რებ­მა და ასე შე­აღ­წი­ეს ქვე­ყა­ნა­ში... მას მხარ­დამ­ჭე­რე­ბი მიშა და Слава Украине!-ს შე­ძა­ხი­ლე­ბით დახ­ვდნენ... ის უკ­რა­ი­ნა­ში შეს­ვლას მა­ტა­რებ­ლით გეგ­მავ­და, მაგ­რამ ამის ნება არ დარ­თეს. მათი გან­ცხა­დე­ბით, - ვიდ­რე პერ­სო­ნა, რო­მელ­საც უკ­რა­ი­ნა­ში შეს­ვლის უფ­ლე­ბა არ აქვს, მა­ტა­რე­ბელს არ და­ტო­ვებს, ის არ და­იძ­ვრე­ბა. შემ­დეგ მან გეგ­მე­ბი შეც­ვა­ლა და ცოლ-შვილ­თან ერ­თად, უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრამ­დე ავ­ტო­ბუ­სით გა­ემ­გზავ­რა...

ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში მან თა­ვი­სი თავი ევ­რო­პა­ში მო­წან­წა­ლე კო­მუ­ნიზ­მის აჩ­რდილ­სა და ვლა­დი­მერ ლე­ნინს შე­ა­და­რა. "რო­გორც ადრე კო­მუ­ნიზ­მის აჩ­რდი­ლი და­დი­ო­და ევ­რო­პა­ში, ისე ვარ ახლა მე..." - აღ­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, რომ­ლის თქმი­თაც, "ცუდი შე­და­რე­ბაა, მაგ­რამ ასი წლის ვლა­დი­მირ ლე­ნინ­მა სა­ზღვა­რი ნახ­ში­რით დატ­ვირ­თუ­ლი ვა­გო­ნით გა­დაკ­ვე­თა. ხე­დავთ? მე ვა­გო­ნის გა­რე­შე ვარ. ეს უკვე პროგ­რე­სია", - იხუმ­რა მან...

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ბუ­ფე­რუ­ლი ზო­ნი­დან უკ­რა­ი­ნელ მე­სა­ზღვრე­ებს მი­მარ­თა, რომ სა­ნამ ისი­ნი სის­ხლს ღვრიდ­ნენ, მათი "ბა­რი­გა-პრე­ზი­დენ­ტი და და­ნარ­ჩე­ნი ბა­რი­გე­ბი მი­ლი­არ­დებს გა­მო­ი­მუ­შა­ვებ­დნენ".

გა­ცი­ლე­ბით სარ­კას­ტუ­ლია კო­მსო­მოლ­სკა­ია პრავ­დას ჟურ­ნა­ლის­ტი: "...შე­ბინ­დდა... უკ­რა­ი­ნის­კენ მი­მა­ვალ სა­ა­კაშ­ვილს, პო­ლო­ნე­თის მხრი­დან არა­ვი­თა­რი პრობ­ლე­მა არ შექ­მნია, თუმ­ცა, უკ­რა­ი­ნულ პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბის მსურ­ველ ქარ­თველ ექს-პრე­ზი­დენტს, იქ მო­რი­გი სი­ურ­პი­ზი ელო­და... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­სა­ზღვრო პუნ­ქტი და­ნაღ­მუ­ლია, ის მა­ინც მი­ვი­და უკ­რა­ი­ნელ მე­სა­ზღვრე­ებ­თან და მათ წი­ნა­შე იმპრო­ვი­ზი­რე­ბუ­ლი მი­ტინ­გი გა­მარ­თა...

სი­ტუ­ა­ცი­ას ეტყო­ბო­და, რომ ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა არა­ვის უნ­დო­და. თუმ­ცა, ამ დროს, უკ­რა­ი­ნუ­ლი მხრი­დან ხალ­ხის მასა წა­მო­ვი­და, რომ­ლებ­მაც უკ­რა­ი­ნე­ლი მე­სა­ზღვრე­ე­ბი ქა­ღალ­დის ფურ­ცე­ლი­ვით და­კუ­ჭეს, სა­ა­კაშ­ვილს მე­გობ­რუ­ლი ალყა შე­მო­არ­ტყეს... ამ დროს გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის­გან მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნუ­ლი კი არა, რუ­სუ­ლი სა­უბ­რე­ბიც ის­მო­და... ის ხელ­ში აიყ­ვა­ნეს და ამ დროს მის­თვის პას­პორ­ტი უკვე აღა­რა­ვის მო­უ­თხო­ვია... არის თუ არა ეს სა­ა­კაშ­ვი­ლის ის­ტო­რი­ის ფი­ნა­ლი, თუ კი­დევ ახალ-ახალ სი­ურპრი­ზებს მო­ა­წყობს, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ მისი უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბა სა­ცირ­კო წარ­მოდ­გე­ნას ჰგავს..." - წერს გა­მო­ცე­მა.

"Дураки без границ - ასე­თი შე­ძა­ხი­ლე­ბით შეხ­ვდნენ სა­ა­კაშ­ვი­ლის უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბას ფე­მი­ნის­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია FEMEN-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კი­ევ­ში", - წერს რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი დანა ბა­ლა­ნი, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და პო­რო­შენ­კოს შე­თან­ხმე­ბუ­ლად მოქ­მე­დე­ბა­ზე სა­უბ­რობს.

Мишико освобожденный - ამ სა­თა­უ­რი­თა და კა­რი­კა­ტუ­რით გა­მო­ეხ­მა­ურ­მა "რია ნო­ვოს­ტი" მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უკ­რა­ი­ნა­ში შეს­ვლის ფაქტს. გა­მო­ცე­მა წერს, რომ ექ­სცენ­ტრი­ულ პო­ლი­ტი­კოსს, რო­მე­ლიც ალ­ბათ ერ­თა­დერ­თია, ვინც ერთი ქვეყ­ნიდნ მე­ო­რე­ში ამ გზით მოხ­ვდა, სა­მოქ­მე­დო გეგ­მა არ გა­აჩ­ნია, - "მე ვე­ლო­დე­ბი ჩემს მე­უღ­ლე­სა და შვილს... ასე­ვე მზად ვარ, თავი შევ­წი­რო უკ­რი­ა­ნა­სა და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის დაც­ვას, რომ­ლებ­საც სა­ზღვრის უკა­ნო­ნო გა­დაკ­ვე­თა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ..."

russian.rt.com - სა­ა­კაშ­ვი­ლის უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბას ვრცელ სტა­ტი­ას უძღვნის და აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს იყო "დაბ­რუ­ნე­ბა თვი­თპი­ა­რის­თვის". გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე უკვე აღ­ძრუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის 332-ე მუხ­ლით, რაც ნიშ­ნავს, რომ მას 3-დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აკ­ვე­თა ემუქ­რე­ბა...

"და­რეკ­ლა­მე­ბულ დაბ­რუ­ნე­ბას" უწო­დებს BBC-ს რუ­სუ­ლი სამ­სა­ხუ­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უკ­რა­ი­ნა­ში შეს­ვლას, სა­დაც მის­მა ასო­ბით მხარ­დამ­ჭერ­მა "და­უც­ველ მე­სა­ზღვრე­ებს" გა­და­უ­ა­რა, რა დრო­საც, 16 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უკ­რა­ი­ნა­ში შეს­ვლის სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბი­სას, რუ­სუ­ლი მე­დია ერთ რა­მე­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას, - მათ რუსი მე­სა­ზღვრე­ე­ბის მა­გა­ლი­თი მოჰ­ყავთ და ცდი­ლო­ბენ გა­არ­კვი­ონ, გა­ის­რო­და თუ არა რუსი მე­სა­ზღვრე "სა­ზღვრის მა­სობ­რი­ვად გა­დაკ­ვე­თის შემ­თხვე­ვა­ში?!"

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

როგორ აშუქებს რუსული მედია მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესვლას

როგორ აშუქებს რუსული მედია მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესვლას

რუსული მედია მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ჩასვლას აქტიურად ადევნებს თვალს. საქმე ის არის, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორის თავს გადახდენილ ამბებზე ქილიკთან ერთად, არც "საცოდავი", "დაუცველი", "სასოწარკვეთილი" უკრაინელი მესაზღვრეები ავიწყდებათ, რომლებიც "მიშას მხარდამჭერებმა "ქაღალდივით დაკუჭეს..."

"Грузинский таран" ("ქართული შემანგრეველი"); "დაბრუნება თვითპიარისთვის" - რუსულ მედიაში ამ სათაურებით შეხვდებით სტატიებს, რომლებიც სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის გარღვევასა და ლვოვში ჩასვლას ეხება.

რუსული მედიის გარდა აქტიურობენ უკრაინელი და რუსი სოციალური ქსელების მომხმარებლები, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის უკრაინის საზღვარზე გადასვლას სასაცილო მემეები მიუძღვნეს.

"Грузинский таран" - პოროშენკოს ყოფილმა მრჩეველმა უკრაინაში მესაზღვრეებს გადაუარა" - წერს რუსული საინფორმაციო გამოცემა Lenta.ru, რომელიც ოდესის ყოფილი გუბერნატორის უკრაინაში შესვლას ვრცელ სტატიას უძღვნის.

"მიხეილ სააკაშვილმა, მხარდამჭერებთან ერთად, უკრაინის საზღვარი გაარღვია და ქვეყანაში შეაღწია. მის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს უკრაინელმა მეომრებმა და ასე შეაღწიეს ქვეყანაში... მას მხარდამჭერები მიშა და Слава Украине!-ს შეძახილებით დახვდნენ... ის უკრაინაში შესვლას მატარებლით გეგმავდა, მაგრამ ამის ნება არ დართეს. მათი განცხადებით, - ვიდრე პერსონა, რომელსაც უკრაინაში შესვლის უფლება არ აქვს, მატარებელს არ დატოვებს, ის არ დაიძვრება. შემდეგ მან გეგმები შეცვალა და ცოლ-შვილთან ერთად, უკრაინის საზღვრამდე ავტობუსით გაემგზავრა...

ჟურნალისტებთან საუბარში მან თავისი თავი ევროპაში მოწანწალე კომუნიზმის აჩრდილსა და ვლადიმერ ლენინს შეადარა. "როგორც ადრე კომუნიზმის აჩრდილი დადიოდა ევროპაში, ისე ვარ ახლა მე..." - აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, რომლის თქმითაც, "ცუდი შედარებაა, მაგრამ ასი წლის ვლადიმირ ლენინმა საზღვარი ნახშირით დატვირთული ვაგონით გადაკვეთა. ხედავთ? მე ვაგონის გარეშე ვარ. ეს უკვე პროგრესია", - იხუმრა მან...

მიხეილ სააკაშვილმა ბუფერული ზონიდან უკრაინელ მესაზღვრეებს მიმართა, რომ სანამ ისინი სისხლს ღვრიდნენ, მათი "ბარიგა-პრეზიდენტი და დანარჩენი ბარიგები მილიარდებს გამოიმუშავებდნენ".

გაცილებით სარკასტულია კომსომოლსკაია პრავდას ჟურნალისტი: "...შებინდდა... უკრაინისკენ მიმავალ სააკაშვილს, პოლონეთის მხრიდან არავითარი პრობლემა არ შექმნია, თუმცა, უკრაინულ პოლიტიკაში დაბრუნების მსურველ ქართველ ექს-პრეზიდენტს, იქ მორიგი სიურპიზი ელოდა... მიუხედავად იმისა, რომ სასაზღვრო პუნქტი დანაღმულია, ის მაინც მივიდა უკრაინელ მესაზღვრეებთან და მათ წინაშე იმპროვიზირებული მიტინგი გამართა...

სიტუაციას ეტყობოდა, რომ ძალის გამოყენება არავის უნდოდა. თუმცა, ამ დროს, უკრაინული მხრიდან ხალხის მასა წამოვიდა, რომლებმაც უკრაინელი მესაზღვრეები ქაღალდის ფურცელივით დაკუჭეს, სააკაშვილს მეგობრული ალყა შემოარტყეს... ამ დროს გარშემომყოფებისგან მხოლოდ უკრაინული კი არა, რუსული საუბრებიც ისმოდა... ის ხელში აიყვანეს და ამ დროს მისთვის პასპორტი უკვე აღარავის მოუთხოვია... არის თუ არა ეს სააკაშვილის ისტორიის ფინალი, თუ კიდევ ახალ-ახალ სიურპრიზებს მოაწყობს, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ მისი უკრაინაში დაბრუნება საცირკო წარმოდგენას ჰგავს..." - წერს გამოცემა.

"Дураки без границ - ასეთი შეძახილებით შეხვდნენ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას ფემინისტური ორგანიზაცია FEMEN-ის წარმომადგენლები კიევში", - წერს რუსი ჟურნალისტი დანა ბალანი, რომელიც სააკაშვილისა და პოროშენკოს შეთანხმებულად მოქმედებაზე საუბრობს.

Мишико освобожденный - ამ სათაურითა და კარიკატურით გამოეხმაურმა "რია ნოვოსტი" მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესვლის ფაქტს. გამოცემა წერს, რომ ექსცენტრიულ პოლიტიკოსს, რომელიც ალბათ ერთადერთია, ვინც ერთი ქვეყნიდნ მეორეში ამ გზით მოხვდა, სამოქმედო გეგმა არ გააჩნია, - "მე ველოდები ჩემს მეუღლესა და შვილს... ასევე მზად ვარ, თავი შევწირო უკრიანასა და იმ ადამიანების დაცვას, რომლებსაც საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებენ..."

russian.rt.com - სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას ვრცელ სტატიას უძღვნის და აღნიშნავს, რომ ეს იყო "დაბრუნება თვითპიარისთვის". გამოცემის ინფორმაციით, სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის 332-ე მუხლით, რაც ნიშნავს, რომ მას 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აკვეთა ემუქრება...

"დარეკლამებულ დაბრუნებას" უწოდებს BBC-ს რუსული სამსახური მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესვლას, სადაც მისმა ასობით მხარდამჭერმა "დაუცველ მესაზღვრეებს" გადაუარა, რა დროსაც, 16 ადამიანი დაშავდა.

მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესვლის საკითხზე მსჯელობისას, რუსული მედია ერთ რამეზე ამახვილებს ყურადღებას, - მათ რუსი მესაზღვრეების მაგალითი მოჰყავთ და ცდილობენ გაარკვიონ, გაისროდა თუ არა რუსი მესაზღვრე "საზღვრის მასობრივად გადაკვეთის შემთხვევაში?!"

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"