პოლიტიკა
სამართალი

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
Faceამბები
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოს ყველაზე გლამურული სამეფო ოჯახი
მსოფლიოს ყველაზე გლამურული სამეფო ოჯახი

სა­ბერ­ძნე­თი­სა და და­ნი­ის პრინცმა პავ­ლოს­მა და მის­მა მო­მა­ვა­ვალ­მა მე­უღ­ლემ პრინ­ცე­სა მარი-შან­ტალ­მა ერ­თმა­ნე­თი 1992 წელს ერთ-ერთ წვე­უ­ლე­ბა­ზე გა­იც­ნეს. მათ ერ­თმა­ნე­თი სა­ერ­თო ნაც­ნობ­მა, ბან­კირ­მა ალეკ პა­პა­მარ­კუმ წა­რუდ­გი­ნა, რო­მე­ლიც მეფე კონ­სტან­ტი­ნის (პავ­ლო­სის მა­მის) მე­გო­ბა­რი იყო და ასე­ვე იც­ნობ­და მარი-შან­ტა­ლის მა­მას, რო­ბერტ მი­ლერს (მი­ლი­არ­დე­რი, Duty Free-ის შემ­ქმნე­ლი).

სა­ბერ­ძნე­თი­სა და და­ნი­ის პრინ­ცი, რო­მე­ლიც 50 წლის გახ­ლავთ, ათენ­ში და­ი­ბა­და ბერ­ძე­ნი მე­ფი­სა და და­ნი­ის პრინ­ცე­სის ოჯახ­ში, მაგ­რამ ფაქ­ტობ­რი­ვად მისი და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე, სა­ბერ­ძნეთ­ში მო­ნარ­ქია გა­ა­უქ­მა და პა­ტა­რა პრინ­ცი ოჯახ­თან ერ­თად რომ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ლონ­დონ­ში, სა­დაც გა­ი­ზარ­და კი­დეც.

48 წლის მარი-შან­ტალ კლერ მი­ლე­რი ლონ­დონ­ში და­ი­ბა­და, 6 თვე­ში მისი ოჯა­ხი ჰონგ-კონ­გში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, სა­დაც მა­მა­მი­სი ბიზ­ნესს ავი­თა­რებ­და. მამა - ბრი­ტა­ნუ­ლი წარ­მო­შო­ბის ამე­რი­კე­ლია, დედა - შან­ტალ პე­ზან­ტე­სი, ეკ­ვა­დო­რე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ეს­პა­ნუ­რი და ინ­დი­უ­რი ფეს­ვე­ბით. და­დი­ო­და ჭო­რე­ბი, რომ ის ინ­კე­ბის უკა­ნას­კნე­ლი პრინ­ცე­სის შთა­მო­მა­ვა­ლია, მაგ­რამ ეს ფაქ­ტი არა­სო­დეს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა.

პავ­ლო­სი და მარი-შან­ტა­ლი 1995 წლის 1 ივ­ლისს, ლონ­დო­ნის წმინ­და სო­ფი­ას ტა­ძარ­ში და­ქორ­წინ­დნენ. ქორ­წი­ლი მი­ლერს 8 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­უჯ­და, მიწ­ვე­უ­ლი იყო 1400 სტუ­მა­რი. მარი-შან­ტა­ლი­სა და პავ­ლო­სის ქორ­წილ­ში მთე­ლი მსოფ­ლი­ოს სა­მე­ფო დი­ნას­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მო­ი­ყა­რეს თავი.

მი­ლერ­მა და­ნარ­ჩე­ნი ორი ქა­ლიშ­ვი­ლიც წარ­მა­ტე­ბით და­ა­ქორ­წი­ნა: უფ­რო­სი - პია - გე­ტის იმ­პე­რი­ის მემ­კვიდ­რე­ზე, კრის­ტო­ფერ გე­ტი­ზე და­ქორ­წინ­და, უმ­ცრო­სი - ალექ­სან­დრა კი, მო­დის ინ­დუსტრი­ა­ში ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ქა­ლის - დი­ა­ნა ფონ ფი­ურსტენ­ბერ­გის ვაჟს, პრინც ალექ­სან­დრე ფონ ფი­ურსტენ­ბერგს გაჰ­ყვა ცო­ლად.

წყვი­ლი ქორ­წი­ლის შემ­დეგ, 2003 წლამ­დე ნიუ იორკში ცხოვ­რობ­და, შემ­დეგ ლონ­დონ­ში გა­და­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად, 2017 წელს კი კვლავ ნიუ-იორკს და­უბ­რუნ­დნენ, რად­გან მათი ორი შვი­ლი აშშ-ში სწავ­ლობს.

წყვილს სულ 5 შვი­ლი ჰყავს: პრინ­ცე­სა მა­რია-ოლიმ­პია (2 წლის), ნიუ იორ­კის პრეს­ტი­ჟულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დი­ზა­ინს სწავ­ლობს. პრინ­ცი კონ­სტან­ტინ-ალექ­სი­ო­სი (18 წლის), ჯორჯთა­უ­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში (სხვა­თა­შო­რის, მისი ნათ­ლი­აა პრინ­ცი უი­ლი­ა­მი). პრინ­ცი აქი­ლეს-ან­დრე­ა­სი (17 წლის), პრინ­ცი ოდი­სის-კი­მო­ნი (12 წლის) და არის­ტი­დის-სტავ­რო­სი ( წლის).

სა­მე­ფო ოჯა­ხი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია რო­გორც ევ­რო­პა­ში ისე აშშ-ში. მარი-შან­ტა­ლი აწარ­მო­ებს მოდი ბლოგს, პრინ­ცე­სა და მისი შვი­ლე­ბი ხში­რად ხვდე­ბი­ან მსოფ­ლი­ოს ცნო­ბი­ლი გა­მო­ცე­მე­ბის გა­რე­კა­ნებ­ზე.

პრინ­ცი და მისი ოჯა­ხი კი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა სა­მე­ფო ოჯა­ხის თუ გლა­მუ­რუ­ლი წვე­უ­ლე­ბის სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რია.

მო­ამ­ზა­და დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ი­ამ

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

მსოფლიოს ყველაზე გლამურული სამეფო ოჯახი

მსოფლიოს ყველაზე გლამურული სამეფო ოჯახი

საბერძნეთისა და დანიის პრინცმა პავლოსმა და მისმა მომავავალმა მეუღლემ პრინცესა მარი-შანტალმა ერთმანეთი 1992 წელს ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნეს. მათ ერთმანეთი საერთო ნაცნობმა, ბანკირმა ალეკ პაპამარკუმ წარუდგინა, რომელიც მეფე კონსტანტინის (პავლოსის მამის) მეგობარი იყო და ასევე იცნობდა მარი-შანტალის მამას, რობერტ მილერს (მილიარდერი, Duty Free-ის შემქმნელი).

საბერძნეთისა და დანიის პრინცი, რომელიც 50 წლის გახლავთ, ათენში დაიბადა ბერძენი მეფისა და დანიის პრინცესის ოჯახში, მაგრამ ფაქტობრივად მისი დაბადებისთანავე, საბერძნეთში მონარქია გააუქმა და პატარა პრინცი ოჯახთან ერთად რომში გადავიდა საცხოვრებლად, მოგვიანებით კი ლონდონში, სადაც გაიზარდა კიდეც.

48 წლის მარი-შანტალ კლერ მილერი ლონდონში დაიბადა, 6 თვეში მისი ოჯახი ჰონგ-კონგში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მამამისი ბიზნესს ავითარებდა. მამა - ბრიტანული წარმოშობის ამერიკელია, დედა - შანტალ პეზანტესი, ეკვადორელი ქალბატონი ესპანური და ინდიური ფესვებით. დადიოდა ჭორები, რომ ის ინკების უკანასკნელი პრინცესის შთამომავალია, მაგრამ ეს ფაქტი არასოდეს დადასტურებულა.

პავლოსი და მარი-შანტალი 1995 წლის 1 ივლისს, ლონდონის წმინდა სოფიას ტაძარში დაქორწინდნენ. ქორწილი მილერს 8 მილიონი დოლარი დაუჯდა, მიწვეული იყო 1400 სტუმარი. მარი-შანტალისა და პავლოსის ქორწილში მთელი მსოფლიოს სამეფო დინასტიების წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი.

მილერმა დანარჩენი ორი ქალიშვილიც წარმატებით დააქორწინა: უფროსი - პია - გეტის იმპერიის მემკვიდრეზე, კრისტოფერ გეტიზე დაქორწინდა, უმცროსი - ალექსანდრა კი, მოდის ინდუსტრიაში ყველაზე გავლენიანი ქალის - დიანა ფონ ფიურსტენბერგის ვაჟს, პრინც ალექსანდრე ფონ ფიურსტენბერგს გაჰყვა ცოლად.

წყვილი ქორწილის შემდეგ, 2003 წლამდე ნიუ იორკში ცხოვრობდა, შემდეგ ლონდონში გადავიდნენ საცხოვრებლად, 2017 წელს კი კვლავ ნიუ-იორკს დაუბრუნდნენ, რადგან მათი ორი შვილი აშშ-ში სწავლობს.

წყვილს სულ 5 შვილი ჰყავს: პრინცესა მარია-ოლიმპია (2 წლის), ნიუ იორკის პრესტიჟულ უნივერსიტეტში დიზაინს სწავლობს. პრინცი კონსტანტინ-ალექსიოსი (18 წლის), ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში (სხვათაშორის, მისი ნათლიაა პრინცი უილიამი). პრინცი აქილეს-ანდრეასი (17 წლის), პრინცი ოდისის-კიმონი (12 წლის) და არისტიდის-სტავროსი ( წლის).

სამეფო ოჯახი ძალიან პოპულარულია როგორც ევროპაში ისე აშშ-ში. მარი-შანტალი აწარმოებს მოდი ბლოგს, პრინცესა და მისი შვილები ხშირად ხვდებიან მსოფლიოს ცნობილი გამოცემების გარეკანებზე.

პრინცი და მისი ოჯახი კი მსოფლიოს ყველა სამეფო ოჯახის თუ გლამურული წვეულების სასურველი სტუმარია.

მოამზადა დუდანა ზაქარაიამ

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"