პოლიციამ დაადგინა მანქანის მძღოლის ვინაობა, რომელიც ბარსელონას ცენტრში ხალხს შეეჯახა. აღნიშნულის შესახებ ესპანური გამოცემა El País სამოქალაქო გვარდიაზე დაყრდნობით იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ვინმე დრისე ოუკაბირეზე, რომელმაც ფურგონი სანტა-პერპეტუა-დე-მოგოდაში დაიქირავა.
კატალონიის პოლიციამ დაადასტურა, რომ ბარსელონაში მომხდარი თავდასხმა ტერაქტად განიხილება. "ტერორისტული აქტი ბარსელონაში დასტურდება", - ნათქვამია კატალონიის პოლიციის "ტვიტერის“ გვერდზე.
როგორც სამართალდამცველები იუწყებიან, ტერაქტის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 32 კი დაშავებულია. თუმცა, ზოგიერთი მედიასაშუალება 15 გარდაცვლილის შესახებ იუწყება.
ნახეთ ვიდეო: (+18) შემზარავი კადრები - ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შედეგი