საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარდაცვლილთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა - ბოლო ინფორმაცია ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შესახებ
გარდაცვლილთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა - ბოლო ინფორმაცია ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შესახებ

ბარ­სე­ლო­ნა­ში მომ­ხდა­რი ტე­რაქ­ტის შე­დე­გად გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვი 15-მდე გა­ი­ზარ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას და­სავ­ლუ­რი მე­დია ავ­რცე­ლებს.

"ბი-ბი-სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­შა­ვე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი, გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ კი ათს გა­და­ა­ჭარ­ბა. 13 გარ­დაც­ვლი­ლის შე­სა­ხებ ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას "რო­ი­ტე­რი". თუმ­ცა, მე­დია არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ტე­რაქ­ტის შე­დე­გად გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­დოს.

ნა­ხეთ ვი­დეო: პირ­ვე­ლი კად­რე­ბი ტე­რაქ­ტის ად­გი­ლი­დან

რამ­ბლას მო­ე­დან­ზე ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­თა გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ვარ­და. მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, მძღოლ­მა გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მისი და­კა­ვე­ბის­თვის სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბებს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.

ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცია მო­ქა­ლა­ქე­ებს, მათ შო­რის ტუ­რის­ტებს მო­უ­წო­დებს, ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვონ. გა­და­კე­ტი­ლია რო­გორც რამ­ბლას მო­ე­და­ნი, ასე­ვე მისი პა­რა­ლე­ლუ­რი ქუ­ჩე­ბი, და­კე­ტი­ლია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი, მათ შო­რის მუ­შა­ო­ბა შე­ა­ჩე­რა მეტ­რო­პო­ლი­ტენ­მა. ჯერ­ჯე­რო­ბით ფაქტს ტე­რაქ­ტის კვა­ლი­ფი­კა­ცია ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ მი­ნი­ჭე­ბია, თუმ­ცა ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა.

ნა­ხეთ ვი­დეო: კად­რე­ბი უკო­მენ­ტა­როდ - რა ხდე­ბო­და ად­გილ­ზე, სა­დაც ტე­რაქ­ტი მოხ­და

ნა­ხეთ: სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ბარ­სე­ლო­ნას ტე­რაქტთან და­კავ­ში­რე­ბით "ცხე­ლი ხა­ზის" ნო­მერს აქ­ვეყ­ნებს

sponsored by ContentRoom

გარდაცვლილთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა - ბოლო ინფორმაცია ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შესახებ

გარდაცვლილთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა - ბოლო ინფორმაცია ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შესახებ

ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი ათს გადააჭარბა. 13 გარდაცვლილის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას "როიტერი". თუმცა, მედია არ გამორიცხავს, რომ ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდოს.

ნახეთ ვიდეო: პირველი კადრები ტერაქტის ადგილიდან

რამბლას მოედანზე ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე სატვირთო ავტომობილი შევარდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მძღოლმა გაქცევა მოახერხა და სამართალდამცავები მისი დაკავებისთვის საჭირო ღონისძიებებს ახორციელებენ.

ადგილობრივი პოლიცია მოქალაქეებს, მათ შორის ტურისტებს მოუწოდებს, ხალხმრავალ ადგილებზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. გადაკეტილია როგორც რამბლას მოედანი, ასევე მისი პარალელური ქუჩები, დაკეტილია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის მუშაობა შეაჩერა მეტროპოლიტენმა. ჯერჯერობით ფაქტს ტერაქტის კვალიფიკაცია ოფიციალურად არ მინიჭებია, თუმცა ქალაქის მასშტაბით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

ნახეთ ვიდეო: კადრები უკომენტაროდ - რა ხდებოდა ადგილზე, სადაც ტერაქტი მოხდა

ნახეთ: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბარსელონას ტერაქტთან დაკავშირებით "ცხელი ხაზის" ნომერს აქვეყნებს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"