ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში "კვერცხის სკანდალის" გამო ქათმის ფერმები დახურეს

ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში "კვერცხის სკანდალის" გამო ქათმის ფერმები დახურეს

კვერცხში ტოქსიკური ნივთიერება ფიპრონილის აღმოჩენის გამო ნიდერლანდებში, ბელგიაში, გერმანისა და საფრანგეთში ქათმის ფერმები დახურეს.

"ბიბისის" ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკომისიის პრეს-სიკერმა დენიელ როსარიომ განაცხადა.

მისივე თქმით, ფერმებში მასობრივად ხდება კვერცხის განადგურება. აღნიშნული ქვეყნების ფერმებიდან პროდუქციის ექსპორტი ხდებოდა შვედეთში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრიაში, პოლონეთში, რუმინეთში, სლოვაკეთში, სლოვენიაშ, ლუქსემბურგში, იტალიაში, ირლანდიასა და დანიშია, ასევე ევროკავშირის არაწევრ შვეიცარიაში.

ამ დროისთვის მხოლოდ ნიდერლანდებში მუშობა დროებით შეაჩერა 180-მა ქათმის ფერმამ.

"ბიბისის" ინფორმაციით, მეტწილად სწორედ ნიდერლანდებიდან სხვადასხვა ქვეყანაში შესულ კვერცხში აღმოჩენილი იქნა მომწამლავი ნივთიერება ფირონილი, რომელსაც ფრინველებსა და

ცხოველებშ გავრცელებული ტკიპისა და ტილების წინააღმდეგ იყენებენ. აღნიშნული ნივთიერების საკვებ ინდუსტრიაში, ასევე ცხოველებისა და ფრინველების ფერმებში გამოყენება ევროკავშირის მიერ მკაცრად არის აკრძალული... განაგრძეთ კითხვა

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"