სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შოუს წამყვანობიდან ვიცე-პრეზიდენტობამდე - უცნობი ფაქტები მაიკ პენსის შესახებ და მისი ვიზიტის მნიშვნელობა საქართველოსთვის
შოუს წამყვანობიდან ვიცე-პრეზიდენტობამდე - უცნობი ფაქტები მაიკ პენსის შესახებ და მისი ვიზიტის მნიშვნელობა საქართველოსთვის

ინ­დი­ა­ნას შტა­ტის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი და აშშ-ს რი­გით 48-ე ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მე­ო­რე პირი ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში ვი­ზი­ტით სა­ქარ­თვე­ლოს ეწ­ვია. მაიკ პენ­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის მოწ­ვე­ვით, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ჩა­მო­ვი­და.

ნა­ხეთ სტა­ტი­ის 1-წუ­თი­ა­ნი ვი­დე­ო­ვერ­სია

რა ვი­ცით მაიკ პენ­სის შე­სა­ხებ?

ინ­დი­ა­ნა­ში და­ბა­დე­ბულ­მა პენ­სიმ სა­მარ­თლის სფე­რო­ში ხა­რის­ხი ინ­დი­ა­ნას უნი­ვე­რის­ტეტ­ში მო­ი­პო­ვა და კერ­ძო პრაქ­ტი­კას შე­უდ­გა. მას შემ­დეგ, რაც კონ­გრეს­ში ად­გი­ლის­თვის ბრძო­ლა ორ­ჯერ წა­ა­გო 1988 და 1990 წლებ­ში, რა­დი­ოს და სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუს წამ­ყვა­ნი გახ­ლდათ 1994-დან 1999 წლამ­დე და გა­და­ცე­მას "The Mike Pence Show"-ს უძღვე­ბო­და.

პენ­სი კონ­გრეს­ში 2000 წელს აირ­ჩი­ეს და წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით ორ­გა­ნო­ში ინ­დი­ა­ნას 2001-დან 2013 წლამ­დე წარ­მო­ად­გენ­და. პენ­სი სა­კუ­თარ თავს პრინ­ცი­პულ კონ­სერ­ვა­ტო­რად და რეს­პუბ­ლი­კელ­თა მხარ­დამ­ჭე­რად მო­იხ­სე­ნი­ებს და დას­ძენს, რომ ის არის: "ქრის­ტი­ა­ნი, კონ­სერ­ვა­ტო­რი და რეს­პუბ­ლი­კე­ლი, ამ თან­მიმ­დევ­რო­ბით".

მას შემ­დეგ, რაც პენ­სი 2013 წლის იან­ვარს ინ­დი­ა­ნას შტა­ტის გუ­ბერ­ნა­ტო­რი გახ­და, მან შტა­ტის ის­ტო­რი­ა­ში გა­და­სა­ხა­დე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი შემ­ცი­რე­ბის ინი­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა, მხა­რი და­უ­ჭი­რა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას და გა­ნაგ­რძო შტა­ტის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ფი­ცი­ტის ზრდა. პენ­სმა ხელი მო­ა­წე­რა აბორ­ტის შემ­ზღუდ­ველ კა­ნონპ­რო­ექტს, ასე­ვე რე­ლი­გი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­დგე­ნის აქტს, რა­მაც დიდი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია, მათ შო­რის ლგბტ თე­მის დამ­ცვე­ლე­ბის­გან. თუმ­ცა, შემ­დეგ ხელი მო­ა­წე­რა და­მა­ტე­ბით კა­ნონპ­რო­ექტს, რო­მე­ლიც ლგბტ თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

2016 წლის 8 ნო­ემ­ბერს პენ­სი აშშ-ს ვიცე-პრე­ზი­დენ­ტად აირ­ჩი­ეს პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პთან ერ­თად.

58 წლის მაიკ პენ­სი 30 წელ­ზე მე­ტია და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია კა­რენ პენსზე. წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს ინ­დი­ა­ნას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შეხ­ვდა. მათ სამი შვი­ლი ყავთ: მა­იკ­ლი, შარ­ლო­ტა და ოდრი.

რას ნიშ­ნავს პენ­სის ვი­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის?

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დო­ნალდ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ აშშ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დი­ნა­მი­კა ძა­ლი­ან სწრა­ფი ტემ­პე­ბით ვი­თარ­დე­ბა. ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის სულ რა­ღაც 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შედ­გა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ვი­ზი­ტი ვა­შინგტონ­ში, სა­დაც ის თეთრ სახ­ლში დო­ნალდ ტრამპმა და მაიკ პენ­სმა მი­ი­ღეს, დღეს კი პენ­სი სა­ქარ­თვე­ლოს ეწ­ვე­ვა. ამას ემა­ტე­ბა, რიგი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კა­ნონ­მდებ­ლო აქ­ტე­ბი, რო­მელ­შიც შა­ვით თეთრზეა გა­წე­რი­ლი რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცია და მო­თხოვ­ნა, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­იყ­ვა­ნონ ჯა­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ი­დან.

ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მიერ მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცი­ის გა­ნახ­ლე­ბის ფონ­ზე, უდა­ვოა, რომ აშშ-ს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მე­ო­რე პი­რის ვი­ზიტს სა­ქარ­თვე­ლო­ში და­მა­ტე­ბი­თი დატ­ვირ­თვა აქვს.

რო­გორც ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა Fox news-ს გა­ნუ­ცხა­და, "რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­სა და მონ­ტე­ნეგ­როს ვეს­ტუმ­რე­ბი, გზავ­ნი­ლი იგი­ვე იქ­ნე­ბა, რაც ეს­ტო­ნეთ­ში - მო­კავ­ში­რე­ე­ბო აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში, ჩვენ თქვენს გვერ­დით ვართ".

ვი­ღა­ცას შე­იძ­ლე­ბა გა­უკ­ვირ­დეს ამ­ჟა­მინ­დე­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ამ­გვა­რი გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, თუნ­დაც სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში, თუმ­ცა, ვინც ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბა აშშ-ს პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბას, იცის, რომ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ში პარტნი­ო­რე­ბი­სა და მო­კავ­ში­რე­ე­ბის უკომ­პრო­მი­სო და აქ­ტი­უ­რი მხარ­და­ჭე­რა, "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის" და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნი­შა­ნია. რო­დე­საც სა­უ­ბა­რი მი­დის აშშ-ს მო­კა­ში­რე­ებ­ზე და მათ უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე, "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია" არა­სო­დეს წავა კომ­პრო­მი­სებ­ზე ან წი­თე­ლი ღი­ლა­კის და­ჭე­რით ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­დატ­ვირ­თვა­ზე... მა­გა­ლი­თად, რუ­სეთ­თან, რო­გორც ეს ობა­მას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დროს მოხ­და.

აშშ კვლავ ამ­ტკი­ცებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო არის და იქ­ნე­ბა აშშ-ს მთა­ვა­რი მო­კავ­ში­რე და სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი და ის ყო­ველ­თვის და­ი­ცავს იმ სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რომ­ლებ­საც თა­ვი­სუ­ფა­ლი მსოფ­ლი­ოს წევ­რე­ბი იზი­ა­რე­ბენ, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო.

ბა­რაქ ობა­მას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დროს სა­ქარ­თვე­ლო აშშ-ს დღის წეს­რი­გის პირ­ველ გვერ­დზე არ იყო. "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, სუ­რა­თი შე­იც­ვა­ლა - სა­ქარ­თვე­ლო კვლავ ხდე­ბა აშშ-ს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის დღის წეს­რი­გის მთა­ვარ სა­კი­თხად. რუ­სე­თის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის ახ­ლა­ხან მი­ღე­ბულ კა­ნონ­ში მკა­ფი­ოდ გა­წე­რი­ლია, რომ რუ­სე­თი გა­ნაგ­რძობს სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით 2008 წელს გა­ფორ­მე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვას, რო­მე­ლიც მო­ი­თხოვს რუ­სე­თის ჯა­რე­ბის გაყ­ვა­ნას.

შე­სა­ბა­მი­სად, მაიკ პენ­სის სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტი რუ­სე­თი­სად­მი ამ ხის­ტი პო­ლი­ტი­კის გაგ­რძე­ლე­ბად უნდა გან­ვი­ხი­ლოთ. მაიკ პენ­სის მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ში გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი მე­სი­ჯე­ბიც ასე­ვე ხის­ტი და უკომ­პრო­მი­სო იქ­ნე­ბა: აშშ არ მის­ცემს რუ­სეთს უფ­ლე­ბას მისი მო­კავცში­რე­ე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი გა­თე­ლოს. ის, რომ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დროს რუ­სეთს ამის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას და თა­ვი­სუფ­ლე­ბას აშშ არ მის­ცემს, ამ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ უკვე და­ამ­ტკი­ცა.

მო­ამ­ზა­და კახა დგე­ბუ­ა­ძემ, AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

შოუს წამყვანობიდან ვიცე-პრეზიდენტობამდე - უცნობი ფაქტები მაიკ პენსის შესახებ და მისი ვიზიტის მნიშვნელობა საქართველოსთვის

შოუს წამყვანობიდან ვიცე-პრეზიდენტობამდე - უცნობი ფაქტები მაიკ პენსის შესახებ და მისი ვიზიტის მნიშვნელობა საქართველოსთვის

ინდიანას შტატის ყოფილი გუბერნატორი და აშშ-ს რიგით 48-ე ვიცე-პრეზიდენტი, აღმასრულებელი ხელისუფლების მეორე პირი ტურნეს ფარგლებში ვიზიტით საქართველოს ეწვია. მაიკ პენსი საქართველოში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა.

ნახეთ სტატიის 1-წუთიანი ვიდეოვერსია

რა ვიცით მაიკ პენსის შესახებ?

ინდიანაში დაბადებულმა პენსიმ სამართლის სფეროში ხარისხი ინდიანას უნივერისტეტში მოიპოვა და კერძო პრაქტიკას შეუდგა. მას შემდეგ, რაც კონგრესში ადგილისთვის ბრძოლა ორჯერ წააგო 1988 და 1990 წლებში, რადიოს და სატელევიზიო შოუს წამყვანი გახლდათ 1994-დან 1999 წლამდე და გადაცემას "The Mike Pence Show"-ს უძღვებოდა.

პენსი კონგრესში 2000 წელს აირჩიეს და წარმომადგენლობით ორგანოში ინდიანას 2001-დან 2013 წლამდე წარმოადგენდა. პენსი საკუთარ თავს პრინციპულ კონსერვატორად და რესპუბლიკელთა მხარდამჭერად მოიხსენიებს და დასძენს, რომ ის არის: "ქრისტიანი, კონსერვატორი და რესპუბლიკელი, ამ თანმიმდევრობით".

მას შემდეგ, რაც პენსი 2013 წლის იანვარს ინდიანას შტატის გუბერნატორი გახდა, მან შტატის ისტორიაში გადასახადების ყველაზე დიდი შემცირების ინიცირება მოახდინა, მხარი დაუჭირა საგანმანათლებლო ინიციატივების დაფინანსებას და განაგრძო შტატის ბიუჯეტის პროფიციტის ზრდა. პენსმა ხელი მოაწერა აბორტის შემზღუდველ კანონპროექტს, ასევე რელიგიური თავისუფლების აღდგენის აქტს, რამაც დიდი რეზონანსი გამოიწვია, მათ შორის ლგბტ თემის დამცველებისგან. თუმცა, შემდეგ ხელი მოაწერა დამატებით კანონპროექტს, რომელიც ლგბტ თემის წარმომადგენლების უფლებების დაცვას ითვალისწინებს.

2016 წლის 8 ნოემბერს პენსი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად.

58 წლის მაიკ პენსი 30 წელზე მეტია დაქორწინებულია კარენ პენსზე. წყვილი ერთმანეთს ინდიანას უნივერსიტეტში შეხვდა. მათ სამი შვილი ყავთ: მაიკლი, შარლოტა და ოდრი.

რას ნიშნავს პენსის ვიზიტი საქართველოსთვის?

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აშშ-საქართველოს ურთიერთობების დინამიკა ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება. ტრამპის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში ყოფნის სულ რაღაც 7 თვის განმავლობაში შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ვაშინგტონში, სადაც ის თეთრ სახლში დონალდ ტრამპმა და მაიკ პენსმა მიიღეს, დღეს კი პენსი საქართველოს ეწვევა. ამას ემატება, რიგი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტები, რომელშიც შავით თეთრზეა გაწერილი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და მოთხოვნა, დაუყოვნებლივ გაიყვანონ ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.

ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მცოცავი ოკუპაციის განახლების ფონზე, უდავოა, რომ აშშ-ს აღმასრულებელი ხელისუფლების მეორე პირის ვიზიტს საქართველოში დამატებითი დატვირთვა აქვს.

როგორც ვიცე-პრეზიდენტმა Fox news-ს განუცხადა, "როდესაც საქართველოსა და მონტენეგროს ვესტუმრები, გზავნილი იგივე იქნება, რაც ესტონეთში - მოკავშირეებო აღმოსავლეთ ევროპაში, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ".

ვიღაცას შეიძლება გაუკვირდეს ამჟამინდელი ადმინისტრაციის ამგვარი გააქტიურება, თუნდაც საქართველოსთან მიმართებაში, თუმცა, ვინც ყურადღებით აკვირდება აშშ-ს პოლიტიკურ ცხოვრებას, იცის, რომ საგარეო პოლიტიკაში პარტნიორებისა და მოკავშირეების უკომპრომისო და აქტიური მხარდაჭერა, "რესპუბლიკელების" დამახასიათებელი ნიშანია. როდესაც საუბარი მიდის აშშ-ს მოკაშირეებზე და მათ უსაფრთხოებაზე, "რესპუბლიკური პარტია" არასოდეს წავა კომპრომისებზე ან წითელი ღილაკის დაჭერით ურთიერთობების გადატვირთვაზე... მაგალითად, რუსეთთან, როგორც ეს ობამას ადმინისტრაციის დროს მოხდა.

აშშ კვლავ ამტკიცებს, რომ საქართველო არის და იქნება აშშ-ს მთავარი მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი და ის ყოველთვის დაიცავს იმ საერთო ღირებულებებს, რომლებსაც თავისუფალი მსოფლიოს წევრები იზიარებენ, მათ შორის საქართველო.

ბარაქ ობამას ადმინისტრაციის დროს საქართველო აშშ-ს დღის წესრიგის პირველ გვერდზე არ იყო. "რესპუბლიკელების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სურათი შეიცვალა - საქართველო კვლავ ხდება აშშ-ს საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის მთავარ საკითხად. რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ახლახან მიღებულ კანონში მკაფიოდ გაწერილია, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოსთან დაკავშირებით 2008 წელს გაფორმებული შეთანხმებული პირობების დარღვევას, რომელიც მოითხოვს რუსეთის ჯარების გაყვანას.

შესაბამისად, მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტი რუსეთისადმი ამ ხისტი პოლიტიკის გაგრძელებად უნდა განვიხილოთ. მაიკ პენსის მიერ საქართველოში გაჟღერებული მესიჯებიც ასევე ხისტი და უკომპრომისო იქნება: აშშ არ მისცემს რუსეთს უფლებას მისი მოკავცშირეების თავისუფლება და სუვერენიტეტი გათელოს. ის, რომ ტრამპის ადმინისტრაციის დროს რუსეთს ამის გაკეთების საშუალებას და თავისუფლებას აშშ არ მისცემს, ამ ადმინისტრაციამ უკვე დაამტკიცა.

მოამზადა კახა დგებუაძემ, AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"