ჰელსინკში მამაკაცი ავტომანქანით გამვლელებს დაეჯახა

ჰელსინკში მამაკაცი ავტომანქანით გამვლელებს დაეჯახა

ჰელსინკში, მამაკაცი ავტომანქანით ხალხის ჯგუფს დაეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ "როიტერი" პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.

სამართალდამცველების ინფორმაციით, სულ მცირე ოთხი ადამიანი დაშავდა.

ავტომანქანის მძღოლი დაკავებულია. ის 50 წლის მამაკაცია. პოლიციაში ვარაუდობენ, რომ ის არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება.

ტერიტორია, სადაც ინციდენტი მოხდა, პოლიციას აქვს შემოსაზღვრული. ინციდენტის სხვა დეტალები უცნობია.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"