ჩინეთში მეწყერის ჩამოწოლას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, 120 ადამიანი დაკარგულად ითვლება

ჩინეთში მეწყერის ჩამოწოლას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, 120 ადამიანი დაკარგულად ითვლება

ჩინეთში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ამ მომენტისთვის ხუთი ადამიანის სიკვდილი დადასტურდა, 120 ადამიანი დაკარგულად ითვლება, - იუწყება სააგენტო "სინჰუა".

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმესაათიანი სამაშველო სამუშაოების შემდეგ ნანგრევებიდან მხოლოდ სამი ადამიანის ამოყვანა მოხერხდა.

ჩინეთის ლიდერმა სი ცზინპინმა განკარგულება გასცა სამაშველო სამუშაოების გააქტიურების შესახებ, რათა მსხვერპლის რაოდენობა შემცირდეს.

სამაშველო სამუშაოებში 540-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს, მათ შორის მეხანძრეეები, ექიმები. ასევე ჩართულია მძიმე ტექნიკა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"