პარიზში პოლიციაზე თავდამსხმელი გარდაცვლილია

პარიზში პოლიციაზე თავდამსხმელი გარდაცვლილია

მამაკაცი, რომელიც პარიზში, ავტომანქანით პოლიციის ფურგუნს დაეჯახა, გარდაცვლილია. ამის შესახებ ქვეყნის შს მინისტრმა ჟერარ კოლონმა განაცხადა.

"ავტომანქანაში იარაღი და ასაფეთქებელი იყო, რაც აფეთების მიზეზი გახდა. მამაკაცი გარდაცვლილია. საქმის გამოძიება დაევალა პარიზის პროკურატურის ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს. მომხდარი ადასტურებს, რომ საფრანგეთში ტერორისტული საფრთხის დონე ძალიან მაღალია", - აღნიშნა მინისტრმა.

მისი ინფორმაცით, ამ დროისთვის ადგილზე გამნაღმველები მუშაოებენ, რათა დარწმუნდნენ, რომ საფრთხე აღარ არსებობს. ამასთან, გარდაცვლილი მამაკაცი ცნობილი იყო სპეცსამსახურებისთვის, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხის მატარებელი. ამის შესახებ ტელეკომპანია BFMTV წყაროზე დაყრდნობით იუწყება. ტელეკომპანიის ინფორმაციით, თავდამსხმელი 33 წლის იყო.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"