შვედეთის პროკურატურამ ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ გამოძიება შეწყვიტა

შვედეთის პროკურატურამ ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ გამოძიება შეწყვიტა

შვედეთის პროკურატურამ WikiLeaks-ის დამფუძნებელის ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ გამოძიების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

პროკურატურამ სასამართლოს რეკომენდაციით მიმართა, ჯულიან ასანჟის დაკავების შესახებ ორდერი გაუქმდეს.

„უფროსმა პროკურორმა მარიან ნიუმ გადაწყვეტილება მიიღო შეწყდეს გამოძიება ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ, რაც გაუპატიურების ბრალდებას უკავშირდებოდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება ასანჯთან დაკავშირებით 2010 წელს დაიწყო, როდესაც ორმა ქალმა განაცხადა, რომ ასანჟის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ასანჟი 2010 წლის დეკემბერში ბრიტანეთში დააკავეს, შემდეგ ის გირაოთი გაათავისუფლეს.

2012 წელს ასანჟმა ეკვადორის ხელისუფლებას მიმართა პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით. მას შემდეგ ის ლონდონში, ეკვადორის საელჩოში ცხოვრობს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"