სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორი აფეთქება ეგვიპტის ორი ქალაქის ეკლესიაში - დაღუპულია 36, დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი
ორი აფეთქება ეგვიპტის ორი ქალაქის ეკლესიაში - დაღუპულია 36, დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი

ეგ­ვიპ­ტის ორ ქა­ლაქ­ში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის ინ­ტერ­ვა­ლით ორი აფეთ­ქე­ბა მოხ­და.

პირ­ვე­ლი აფეთ­ქე­ბა ეგ­ვიპ­ტის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში, ქა­ლაქ ტან­ტა­ში მდე­ბა­რე კოპ­ტურ ეკ­ლე­სი­ა­ში მოხ­და. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქა­ლა­ქის უდი­დეს ეკ­ლე­სი­ა­ში აფეთ­ქე­ბის ხმა დი­ლით, ბზო­ბის (პალ­მის) დღე­სას­წა­უ­ლის მსა­ხუ­რე­ბის დროს გა­ის­მა. ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მომ­ლოც­ველ­თა დარ­ბაზ­ში აფეთ­ქდა. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, აფეთ­ქე­ბას 30-მდე ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, და­შა­ვე­ბულ­თა რი­ცხვი კი 70-ს აჭარ­ბებს.

ეგ­ვიპ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა ტან­ტეს კოპ­ტურ ეკ­ლე­სი­ა­ში მომ­ხდარ აფეთ­ქე­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი მა­ლე­ვე და­ა­კა­ვა. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი ეკ­ლე­სი­ის მახ­ლობ­ლად იმ­ყო­ფე­ბო­და. ის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თის შემ­დეგ, კი­დევ ერთი აფეთ­ქე­ბა მოხ­და ეგ­ვიპ­ტე­ში. ამ­ჯე­რა­დაც სა­მიზ­ნე ეკ­ლე­სია გახ­და. ქა­ლაქ ალექ­სან­დრი­ა­ში, ერთ-ერთ ეკ­ლე­სი­ას­თან მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად 6 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 40 და­შავ­და. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის მიერ მა­ნამ­დე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ის ოფი­ცე­რი თვით­მკვლე­ლი ტე­რო­რის­ტის და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტში მა­შინ და­ი­ღუ­პა, რო­დე­საც ის ეკ­ლე­სი­ის შე­ნო­ბა­ში შეს­ვლას ცდი­ლობ­და. თვით­მკვლე­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, თავი ტაძ­რის შე­სას­ვლელ კარ­თან აე­ფეთ­ქე­ბი­ნა. და­შა­ვე­ბულ­თა შო­რის სამი პო­ლი­ცი­ე­ლი და სამი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქეა.

ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ აფეთ­ქე­ბის მო­მენ­ტში ალექ­სან­დრი­ის კოპ­ტურ ტა­ძარ­ში აფეთ­ქე­ბის დროს კოპ­ტუ­რი ეკ­ლე­სი­ის პატ­რი­არ­ქი თე­ო­დო­რე მე­ო­რე იმ­ყო­ფე­ბო­და.

"ალ-ჯაზ­რას" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეგ­ვიპ­ტე­ში მცხოვ­რე­ბი ქრის­ტი­ა­ნე­ბი ის­ლა­მის­ტე­ბის თავ­დას­ხმის სა­მიზ­ნე ხში­რად ხდე­ბი­ან. დე­კემ­ბერ­ში კა­ი­რო­ში მდე­ბა­რე კოპ­ტურ ეკ­ლე­სი­ა­ში მომ­ხდარ აფეთ­ქე­ბას 25 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

ორი აფეთქება ეგვიპტის ორი ქალაქის ეკლესიაში - დაღუპულია 36, დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი

ორი აფეთქება ეგვიპტის ორი ქალაქის ეკლესიაში - დაღუპულია 36, დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი

ეგვიპტის ორ ქალაქში რამდენიმე საათის ინტერვალით ორი აფეთქება მოხდა.

პირველი აფეთქება ეგვიპტის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ტანტაში მდებარე კოპტურ ეკლესიაში მოხდა. ბოლო ინფორმაციით, ქალაქის უდიდეს ეკლესიაში აფეთქების ხმა დილით, ბზობის (პალმის) დღესასწაულის მსახურების დროს გაისმა. ასაფეთქებელი მომლოცველთა დარბაზში აფეთქდა. ბოლო ინფორმაციით, აფეთქებას 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი კი 70-ს აჭარბებს.

ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურმა ტანტეს კოპტურ ეკლესიაში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი მალევე დააკავა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მამაკაცი ეკლესიის მახლობლად იმყოფებოდა. ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, კიდევ ერთი აფეთქება მოხდა ეგვიპტეში. ამჯერადაც სამიზნე ეკლესია გახდა. ქალაქ ალექსანდრიაში, ერთ-ერთ ეკლესიასთან მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა. ადგილობრივი მედიის მიერ მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის ოფიცერი თვითმკვლელი ტერორისტის დაკავების მომენტში მაშინ დაიღუპა, როდესაც ის ეკლესიის შენობაში შესვლას ცდილობდა. თვითმკვლელი იძულებული გახდა, თავი ტაძრის შესასვლელ კართან აეფეთქებინა. დაშავებულთა შორის სამი პოლიციელი და სამი მშვიდობიანი მოქალაქეა.

ვარაუდობენ, რომ აფეთქების მომენტში ალექსანდრიის კოპტურ ტაძარში აფეთქების დროს კოპტური ეკლესიის პატრიარქი თეოდორე მეორე იმყოფებოდა.

"ალ-ჯაზრას" ინფორმაციით, ეგვიპტეში მცხოვრები ქრისტიანები ისლამისტების თავდასხმის სამიზნე ხშირად ხდებიან. დეკემბერში კაიროში მდებარე კოპტურ ეკლესიაში მომხდარ აფეთქებას 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"