მსოფლიო
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამი დაღუპული და რვა დაშავებული - სტოკჰოლმში მომხდარის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება
სამი დაღუპული და რვა დაშავებული - სტოკჰოლმში მომხდარის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

სტოკ­ჰოლმში სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნის ხალ­ხში შე­ვარ­დნის შე­დე­გად სულ მცი­რე სამი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და რვა და­შავ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია ავ­რცე­ლებს.

დღის პირ­ველ ნა­ხევრში, დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნა ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­ებს შე­ე­ჯა­ხა. მან­ქა­ნა სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის ვიტ­რი­ნა­ში შე­ვარ­და.

მომ­ხდარს შვე­დე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გა­მო­ეხ­მა­უ­რა. სტე­ფან ლო­ფე­ნის გან­ცხა­დე­ბით, ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ რაც დღეს მოხ­და, ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტია.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნა გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო და ის დამ­ნა­შა­ვეს არ ეკუთ­ვნო­და.

სტოკ­ჰოლმში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, შვე­დეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს სიფრ­თხი­ლის­კენ მო­უ­წო­დებს.

ამოქ­მედ­და ცხე­ლი ხაზი: +46 723695428.

"სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­ვუ­წო­დებთ თავი შე­ი­კა­ვონ ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბის­გან და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­უ­კავ­შირ­დნენ სა­ელ­ჩოს", - ნათ­ქვა­მია სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით და­კა­ვე­ბუ­ლი არა­ვინ არ არის. ნა­ხეთ ვი­დეო

სამი დაღუპული და რვა დაშავებული - სტოკჰოლმში მომხდარის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

სამი დაღუპული და რვა დაშავებული - სტოკჰოლმში მომხდარის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

სტოკჰოლმში სატვირთო ავტომანქანის ხალხში შევარდნის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დღის პირველ ნახევრში, დიდი სიჩქარით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა. მანქანა სავაჭრო ცენტრის ვიტრინაში შევარდა.

მომხდარს შვედეთის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. სტეფან ლოფენის განცხადებით, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ რაც დღეს მოხდა, ტერორისტული აქტია.

გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანა გატაცებული იყო და ის დამნაშავეს არ ეკუთვნოდა.

სტოკჰოლმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით,  შვედეთში საქართველოს საელჩო, საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ამოქმედდა ცხელი ხაზი: +46 723695428.

"საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საელჩოს", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მომხდართან დაკავშირებით ბოლო ინფორმაციით დაკავებული არავინ არ არის.  ნახეთ ვიდეო

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"