პოლიტიკა
საზოგადოება

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არგენტინის პირველი ლედისა და ესპანეთის დედოფლის ფოტოებმა ინტერნეტსივრცე აალაპარაკა
არგენტინის პირველი ლედისა და ესპანეთის დედოფლის ფოტოებმა ინტერნეტსივრცე აალაპარაკა

"არ­გენ­ტი­ნის პირ­ველ­მა ლე­დიმ და ეს­პა­ნე­თის დე­დო­ფალ­მა გვაჩ­ვე­ნეს, რო­გო­რია მო­დუ­რი დიპ­ლო­მა­ტია"; "არ­გენ­ტი­ნის გლა­მუ­რულ­მა პირ­ველ­მა ლე­დიმ ზღაპ­რუ­ლი კა­ბით დე­დო­ფა­ლი ლე­ტი­ცია დაჩ­რდი­ლა" - ამ სა­თა­უ­რე­ბით აჭ­რელ­და და­სავ­ლუ­რი პრე­სა მას შემ­დეგ, რაც ეს­პა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯახ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით მყოფ არ­გენ­ტი­ნის პრე­ზი­დენ­ტსა და პირ­ველ ლე­დის უმას­პინ­ძლა.

არ­გენ­ტი­ნის პრე­ზი­დენ­ტის მა­უ­რი­ციო მაკ­რი­სა და მისი მე­უღ­ლის ჯუ­ლი­ა­ნა ავა­დას გა­მო­ჩე­ნამ მად­რი­დის სა­მე­ფო სა­სახ­ლე­ში ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო. მათ მხედ­ვე­ლო­ბი­დან არ გა­მორ­ჩე­ნი­ათ, რომ ორი ქვეყ­ნის პირ­ველ ქალ­ბა­ტო­ნებს მთა­ვა­რი სა­ერ­თო აღ­მო­აჩ­ნდათ - დახ­ვე­წი­ლი გე­მოვ­ნე­ბა და სტი­ლი. 41 წლის ჯუ­ლი­ა­ნა­სა და 44 წლის ლე­ტი­ცი­ას ერ­თობ­ლივ­მა ფო­ტო­ებ­მა, რო­მე­ლიც სა­სახ­ლე­ში პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი­სას და ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვახ­შმის დროს არის გა­და­ღე­ბუ­ლი, ყვე­ლა წამ­ყვა­ნი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის გვერ­დე­ბი მო­ი­ა­რა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2016 წელს ჯუ­ლი­ა­ნა ავა­და მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მო­დურ პირ­ველ ქალ­ბა­ტო­ნად აღი­ა­რეს.

ლი­ბა­ნუ­რი და სი­რი­უ­ლი წარ­მო­შო­ბის არ­გენ­ტი­ნე­ლი პირ­ვე­ლი ლედი ოქსფორ­დის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლია და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ო­და. მას და არ­გენ­ტი­ნის 53-ე პრე­ზი­დენტს ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავთ.

რაც შე­ე­ხე­ბა ეს­პა­ნე­თის დე­დო­ფალ ლე­ტი­ცია ორ­ტისს, ის სა­ღა­მოს ახა­ლი ამ­ბე­ბის ტე­ლე­წამ­ყვა­ნი გახ­ლდათ ეს­პა­ნე­თის ნა­ცი­ო­ნა­ლურ არხზე. ტახ­ტის მემ­კვიდ­რეს­თან ქორ­წი­ნე­ბამ­დე ლე­ტი­ცია ერთხელ უკვე იყო და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი. მეფე-დე­დო­ფა­ლი ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რო­ბენ და ორ ქა­ლიშ­ვილს ზრდი­ან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

არგენტინის პირველი ლედისა და ესპანეთის დედოფლის ფოტოებმა ინტერნეტსივრცე აალაპარაკა

არგენტინის პირველი ლედისა და ესპანეთის დედოფლის ფოტოებმა ინტერნეტსივრცე აალაპარაკა

"არგენტინის პირველმა ლედიმ და ესპანეთის დედოფალმა გვაჩვენეს, როგორია მოდური დიპლომატია"; "არგენტინის გლამურულმა პირველმა ლედიმ ზღაპრული კაბით დედოფალი ლეტიცია დაჩრდილა" - ამ სათაურებით აჭრელდა დასავლური პრესა მას შემდეგ, რაც ესპანეთის სამეფო ოჯახმა ოფიციალური ვიზიტით მყოფ არგენტინის პრეზიდენტსა და პირველ ლედის უმასპინძლა.

არგენტინის პრეზიდენტის მაურიციო მაკრისა და მისი მეუღლის ჯულიანა ავადას გამოჩენამ მადრიდის სამეფო სასახლეში ჟურნალისტების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. მათ მხედველობიდან არ გამორჩენიათ, რომ ორი ქვეყნის პირველ ქალბატონებს მთავარი საერთო აღმოაჩნდათ - დახვეწილი გემოვნება და სტილი. 41 წლის ჯულიანასა და 44 წლის ლეტიციას ერთობლივმა ფოტოებმა, რომელიც სასახლეში პირველი ვიზიტისას და ოფიციალური ვახშმის დროს არის გადაღებული, ყველა წამყვანი მედიასაშუალების გვერდები მოიარა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ჯულიანა ავადა მსოფლიოს ყველაზე მოდურ პირველ ქალბატონად აღიარეს.

ლიბანური და სირიული წარმოშობის არგენტინელი პირველი ლედი ოქსფორდის კურსდამთავრებულია და წლების განმავლობაში ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა. მას და არგენტინის 53-ე პრეზიდენტს ერთი ქალიშვილი ჰყავთ.

რაც შეეხება ესპანეთის დედოფალ ლეტიცია ორტისს, ის საღამოს ახალი ამბების ტელეწამყვანი გახლდათ ესპანეთის ნაციონალურ არხზე. ტახტის მემკვიდრესთან ქორწინებამდე ლეტიცია ერთხელ უკვე იყო დაოჯახებული. მეფე-დედოფალი ბედნიერად ცხოვრობენ და ორ ქალიშვილს ზრდიან.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"