დონალდ ტრამპმა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის თანდასწრებით ფიცი დადო და ოფიციალურად აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ცერემონია თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყო.
ინაუგურაციის ცერემონიას ესწრებოდნენ აშშ-ის კონგრესის წევრები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, ასევე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები, ჯიმი კარტერი, ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუში-უმცროსი.
რეპორტიორებს ბევრ საინტერესო ფაქტთან ერთად, არ გამოჰპარვიათ პრეზიდენტის ვაჟის ემოცია მამის ინაუგურაციის დღეს. ნახეთ ვიდეო