პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ფიცი დადო - გაიგეთ ყველაფერი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტზე
დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ფიცი დადო - გაიგეთ ყველაფერი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტზე

დო­ნალდ ტრამპმა აშშ-ის უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის, ჯონ რო­ბერტსის თან­დას­წრე­ბით ფიცი დადო და ოფი­ცი­ა­ლუ­რად აშშ-ის 45-ე პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას შე­უდ­გა.

"მე, დო­ნალდ ტრამ­პი, სა­ზე­ი­მოდ ვფი­ცავ, რომ ერ­თგუ­ლად ვუ­ხელ­მძღვა­ნე­ლებ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას და გა­ვა­კე­თებ ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მაქ­სი­მუმს, რათა მო­ვუ­ა­რო, გა­ვუფრ­თხილ­დე და და­ვიც­ვა აშშ-ის კონ­სტი­ტუ­ცია. ღმერ­თი იყოს ჩემი მფარ­ვე­ლი!", - გა­ნა­ცხა­და მან ფი­ცის და­დე­ბი­სას.

ასე­ვე, ფიცი აშშ-ის ახ­ლად არ­ჩე­ულ­მა ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა მაიკ პენ­სიმ დადო.

გა­სუ­ლი წლის 8 ნო­ემ­ბერს დო­ნალდ ტრამპმა აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში "დე­მოკ­რა­ტე­ბის" კან­დი­და­ტი ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნი და­ა­მარ­ცხა.

იხი­ლეთ ვი­დეო: ნა­ხეთ, რო­გო­რი გა­მე­მო­ტყვე­ლე­ბით ლო­ცუ­ლო­ბენ ობა­მა და ტრამ­პი ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე

გთა­ვა­ზობთ სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტებს დო­ნალდ ტრამ­პის ცხოვ­რე­ბი­დან:

დო­ნალდ ჯონ ტრამ­პი 1946 წლის 14 ივ­ნისს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში და­ი­ბა­და.

ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი მაგ­ნა­ტი დღეს უკვე 2,7 მლრდ. დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის ქო­ნე­ბის მფლო­ბე­ლია, გრან­დი­ო­ზუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი­თა და თა­მა­მი გან­ცხა­დე­ბე­ბით არის ცნო­ბი­ლი.

სა­ნამ ხელს ბიზ­ნესს მოჰ­კი­დებ­და, რე­ჟი­სო­რო­ბას აპი­რებ­და, მაგ­რამ ბო­ლოს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბიზ­ნეს­ში ამო­ყო თავი. ტრამ­პი მა­მა­მი­სის უზარ­მა­ზა­რი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ჰოლ­დინ­გის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი გახ­და. ტრამ­პის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ფრა­ზაა: "თქვენ და­თხო­ვი­ლი ხართ!"

დო­ნალდ ტრამპს ვარ­სკვლა­ვე­ბის შექ­მნის ნიჭი აქვს. მას სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტი "შე­გირ­დი" მიჰ­ყავს, სა­დაც მო­მა­ვალ ბიზ­ნეს­მე­ნებს თა­ვის გა­მოც­დი­ლე­ბა­საც უზი­ა­რებს და რი­გი­ა­ნა­დაც აწ­ვა­ლებს.

დო­ნალდ ტრამ­პი სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრე­მია "ემი­ზე" ორ­ჯერ წა­რად­გი­ნეს. ის არა­ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ში გა­მო­ჩე­ნი­ლა და რამ­დე­ნი­მე ფილმში ეპი­ზო­დუ­რი რო­ლე­ბიც აქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. კერ­ძოდ, "მარ­ტო სახ­ლში 2", "ძიძა", "უფ­ლის­წუ­ლი ბე­ვერ­ლი-ჰილ­ზი­დან" და "ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის დღე­ე­ბი".

დო­ნალდ ტრამპს თურ­მე ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვა ფო­ბი­ის გამო არ ჰყვა­რე­ბია, თუმ­ცა თა­ვად ამ ფაქტს უარ­ყოფს.

ტრამ­პი ყვე­ლა ამე­რი­კე­ლი მი­ლი­არ­დე­რის მსგავ­სად, გოლფ­ზე გიჟ­დე­ბა და ძა­ლი­ან კარ­გი მო­თა­მა­შეც ყო­ფი­ლა.

1991 წელს დო­ნალდ ტრამ­პი "ნიუ იორკ პოს­ტის" გმი­რად იქცა - მის­მა ყო­ფილ­მა ცოლ­მა მარ­ლა კლენ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ტრამ­პთან სა­უ­კე­თე­სო სექ­სი ჰქონ­და. გა­ზე­თის რე­დაქ­ტო­რებ­მა ეს გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნეს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გა­ამ­ხი­ლეს, რომ დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი იყ­ვნენ, ტრამ­პი კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩე­ბო­და და ამის­თვის სა­სა­მარ­თლო­ში არ უჩივ­ლებ­და.

ტრამპს ყო­ველ­თვის ხმა­უ­რი­ა­ნი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და. სულ 3-ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი და სხვა­დას­ხვა ქორ­წი­ნე­ბე­ბი­დან 5 შვი­ლი ჰყავს.

ბოლო დროს მის ვარ­ცხნი­ლო­ბას ხში­რად დას­ცი­ნი­ან, მაგ­რამ მას არ სწყინს - პი­რი­ქით, სულ ცოტა ხნის წინ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ურ­ჩია, მისი მსგავ­სი ვარ­ცხნი­ლო­ბა თუ სურთ, შამ­პუ­ნი "ჰედ ენდ შოლ­დერ­სი" და სა­ვარ­ცხე­ლი გა­მო­ი­ყე­ნონ.

წა­ი­კი­თხეთ: დო­ნალდ ტრამ­პის სექ­სუ­ა­ლუ­რი და ჭკვი­ა­ნი ქა­ლიშ­ვი­ლი - ვინ არის ივან­კა?

ტრამ­პის მან­ქა­ნე­ბი - შე­ა­ფა­სეთ ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტის ავ­ტო­გე­მოვ­ნე­ბა

დო­ნალდ ტრამ­პის იშ­ვი­ა­თი ფო­ტო­ე­ბი - ნა­ხეთ რო­გო­რი იყო ის თავ­ბრუ­დამ­ხვევ კა­რი­ე­რამ­დე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ფიცი დადო - გაიგეთ ყველაფერი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტზე

დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ფიცი დადო - გაიგეთ ყველაფერი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტზე

დონალდ ტრამპმა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის თანდასწრებით ფიცი დადო და ოფიციალურად აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

"მე, დონალდ ტრამპი, საზეიმოდ ვფიცავ, რომ ერთგულად ვუხელმძღვანელებ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას და გავაკეთებ ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმს, რათა მოვუარო, გავუფრთხილდე და დავიცვა აშშ-ის კონსტიტუცია. ღმერთი იყოს ჩემი მფარველი!", - განაცხადა მან ფიცის დადებისას.

ასევე, ფიცი აშშ-ის ახლად არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსიმ დადო.

გასული წლის 8 ნოემბერს დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში "დემოკრატების" კანდიდატი ჰილარი კლინტონი დაამარცხა.

იხილეთ ვიდეო: ნახეთ, როგორი გამემოტყველებით ლოცულობენ ობამა და ტრამპი ინაუგურაციაზე

გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს დონალდ ტრამპის ცხოვრებიდან:

დონალდ ჯონ ტრამპი 1946 წლის 14 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა.

ცნობილი ამერიკელი მაგნატი დღეს უკვე 2,7 მლრდ. დოლარის ოდენობის ქონების მფლობელია, გრანდიოზული პროექტებითა და თამამი განცხადებებით არის ცნობილი.

სანამ ხელს ბიზნესს მოჰკიდებდა, რეჟისორობას აპირებდა, მაგრამ ბოლოს უძრავი ქონების ბიზნესში ამოყო თავი. ტრამპი მამამისის უზარმაზარი უძრავი ქონების ჰოლდინგის გენერალური დირექტორი გახდა. ტრამპის ყველაზე ცნობილი ფრაზაა: "თქვენ დათხოვილი ხართ!"

დონალდ ტრამპს ვარსკვლავების შექმნის ნიჭი აქვს. მას საერთაშორისო სატელევიზიო პროექტი "შეგირდი" მიჰყავს, სადაც მომავალ ბიზნესმენებს თავის გამოცდილებასაც უზიარებს და რიგიანადაც აწვალებს.

დონალდ ტრამპი სატელევიზიო პრემია "ემიზე" ორჯერ წარადგინეს. ის არაერთ სატელევიზიო შოუში გამოჩენილა და რამდენიმე ფილმში ეპიზოდური როლებიც აქვს შესრულებული. კერძოდ, "მარტო სახლში 2", "ძიძა", "უფლისწული ბევერლი-ჰილზიდან" და "ჩვენი ცხოვრების დღეები".

დონალდ ტრამპს თურმე ხელის ჩამორთმევა ფობიის გამო არ ჰყვარებია, თუმცა თავად ამ ფაქტს უარყოფს.

ტრამპი ყველა ამერიკელი მილიარდერის მსგავსად, გოლფზე გიჟდება და ძალიან კარგი მოთამაშეც ყოფილა.

1991 წელს დონალდ ტრამპი "ნიუ იორკ პოსტის" გმირად იქცა - მისმა ყოფილმა ცოლმა მარლა კლენმა განაცხადა, რომ ტრამპთან საუკეთესო სექსი ჰქონდა. გაზეთის რედაქტორებმა ეს განცხადება გამოაქვეყნეს, მოგვიანებით კი გაამხილეს, რომ დარწმუნებულნი იყვნენ, ტრამპი კმაყოფილი დარჩებოდა და ამისთვის სასამართლოში არ უჩივლებდა.

ტრამპს ყოველთვის ხმაურიანი პირადი ცხოვრება ჰქონდა. სულ 3-ჯერ იყო დაქორწინებული და სხვადასხვა ქორწინებებიდან 5 შვილი ჰყავს.

ბოლო დროს მის ვარცხნილობას ხშირად დასცინიან, მაგრამ მას არ სწყინს - პირიქით, სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოებას ურჩია, მისი მსგავსი ვარცხნილობა თუ სურთ, შამპუნი "ჰედ ენდ შოლდერსი" და სავარცხელი გამოიყენონ.

წაიკითხეთ: დონალდ ტრამპის სექსუალური და ჭკვიანი ქალიშვილი - ვინ არის ივანკა?

ტრამპის მანქანები - შეაფასეთ ამერიკის პრეზიდენტის ავტოგემოვნება

დონალდ ტრამპის იშვიათი ფოტოები - ნახეთ როგორი იყო ის თავბრუდამხვევ კარიერამდე

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"