დევიდ პეტრეუსი - პუტინი საერთაშორისო წესრიგის მტერია, რომელიც შეიჭრა აფხაზეთში და ე.წ.სამხრეთ ოსეთში

დევიდ პეტრეუსი - პუტინი საერთაშორისო წესრიგის მტერია, რომელიც შეიჭრა აფხაზეთში და ე.წ.სამხრეთ ოსეთში

პუტინი საერთაშორისო წესრიგის მტერია, რომელიც შეიჭრა აფხაზეთში და ე.წ.სამხრეთ ოსეთში, - ამის შესახებ "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში გენერალი დევიდ პეტრეუსი საუბრობს, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის პოსტზე ერთ-ერთ წამყვან კანდიდატებს შორის იყო დასახელებული.

"ამერიკის ხმა" დაინტერესდა გენერალისგან, შეიცვლება თუ არა შეერთებული შტატების პოლიტიკა რუსეთის მიმართ ტრამპის ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ?

„ტრამპის მიერ შერჩეული ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წევრები გარკვევით თანხმდებიან იმაზე, რომ ვლადიმირ პუტინი ჩვენი მეგობარი არ არის, არამედ რამდენიმე მიმართულებით ჩვენი მტერია და ზოგადად, საერთაშორისო წესრიგის მტერიცაა, რომელიც შეიჭრა აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში - საქართველოს ტერიტორიაზე; ასევე - ყირიმში და დონბასში, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში; აშენებს ავიაბაზას ბელორუსში; 1500 ჯარისკაცი ჰყავს მოლდოვაში.

რუსეთის პერიფერიებს რომ გადავხედოთ, დავინახავთ ყოფილი საბჭოთა კავშირის ხელახალი აშენების მცდელობას, რისთვისაც ის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსაც იყენებს" , - ამბობს დევიდ პეტრეუსი ინტერვიუში.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"