პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის მსოფლიოს ყველაზე "თავქარიანი" მილიარდერი, რომელსაც ქართველები საქართველოში ქარხნის გახსნას თხოვენ - Tesla Motors-ის პროექტები
ვინ არის მსოფლიოს ყველაზე "თავქარიანი" მილიარდერი, რომელსაც ქართველები საქართველოში ქარხნის გახსნას თხოვენ - Tesla Motors-ის პროექტები

თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ეს პი­როვ­ნე­ბა კარ­გად არის ცნო­ბი­ლი. თუ მას არ იც­ნობთ, მა­შინ გა­ი­ცა­ნით - ეს 45 წლის ინ­ჟი­ნე­რი, მე­წარ­მე და ინევსტო­რი ილონ მას­კია. მსოფ­ლიო მას რო­გორც კომ­პა­ნია Tesla Motors-ის მფლო­ბელს იც­ნობს. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ ადა­მი­ან­მა ყვე­ლა­ზე თავ­ქა­რი­ა­ნი (ამ სი­ტყვის კარ­გი გა­გე­ბით) ბიზ­ნეს­მე­ნის სტა­ტუ­სი მო­იხ­ვე­ჭა. ის არ ერე­ვა შო­უ­ბიზ­ნე­ში და ძვი­რა­დღი­რე­ბულ "სა­თა­მა­შო­ებ­ში" ფულს არ ფლან­გავს - ის მე­ოც­ნე­ბეა. მე­ოც­ნე­ბე, რო­მე­ლიც მო­მა­ვალს დღეს ქმნის. მისი ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბი ყო­ველ­გავრ მო­ლო­დინს აჭარ­ბებს.

ბურ­ღვა

მისი უკა­ნას­კნე­ლი ამ­ბი­ცი­უ­რი გეგ­მა მი­წის სა­ბურღ სა­მუ­შა­ო­ებს ეხე­ბა. პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ მან Twitter-შიც და­წე­რა: "ეს სა­ცო­ბე­ბი მე გა­მა­გი­ჟებს. მე ვა­პი­რებს მი­წის სა­ბურ­ღი მან­ქა­ნის აწყო­ბას და მი­წის თხრის და­წყე­ბას". მასკმა ახალ წა­მო­წყე­ბას სლო­გა­ნიც მო­უ­ფიქ­რა Boring, itʼs what we do - ბურ­ღვა, აი რას ვა­კე­თებთ ჩვენ. მან სა­კუ­თა­რი ძი­რი­თა­დი პრო­ექ­ტე­ბის სი­ა­ში შე­სა­ბა­მი­სი შეს­წო­რე­ბა უკვე შე­ი­ტა­ნა: Tesla, SpaceX, Tunnels (yes, tunnels) & OpenAI. სამ­წუ­ხა­როდ, რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ამ პრო­ექ­ტზე ჯერ-ჯე­რო­ბით არ მო­ი­პო­ვე­ბა.

OpenAI

ილონ მას­კის თქმით, მის მის­წრა­ფე­ბებ­ზე და იდე­ებ­ზე უდი­დე­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, ამე­რი­კელ­მა მწე­რალ­მა-ფან­ტასტმა აი­ზეკ აზი­მოვ­მა მო­ახ­დი­ნა. მისი და­ი­ნეტ­რე­სე­ბა ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მი­მართ სწო­რედ აი­ზი­მო­ვის წიგ­ნებ­მა გა­ნა­პი­რო­ბა. მას­კის მიერ და­არ­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნია OpenAI სწო­რედ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის შექ­მნით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. ამ ეტაპ­ზე კომ­პა­ნია, რომ­ლის შტა­ტიც 10-მდე ადა­მი­ანს ით­ვლის, რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი მიღ­წე­ვე­ბით ვერ და­იკ­ვეხ­ნის.

Hyperloop

ვა­კუ­უმ­ში მოძ­რა­ვი ელექტრო­მა­ტა­რებ­ლე­ბის იდეა მასკმა 2012 წელს წა­მო­ა­ყე­ნა. სა­კუ­თა­რი წი­ნა­და­დე­ბა მან აშშ-ის მთავ­რო­ბის ჩქა­როს­ნუ­ლი რკი­ნიგ­ზის პრო­ექ­ტის California High-Speed Rail სა­პა­სუ­ხოდ წა­მო­ა­ყე­ნა. გეგ­მით, ახალ­მა რკი­ნიგ­ზამ 2029 წლის­თვის ლოს-ან­ჯე­ლე­სი და სან-ფრან­ცის­კო უნდა და­ა­კავ­ში­როს. ილონ­მა პრო­ექ­ტი მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კა და მას ყვე­ლა­ზე ნელი (322 კმ/სთ) და ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი (68,4 მლრდ დო­ლა­რი) რკი­ნიგ­ზა უწო­და.

2013 წელს მან ძალ­ზე თა­მა­მი და ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტი Hyperloop წარ­მო­ად­გი­ნა. პრე­ზენ­ტა­ცი­ამ 58 ფურ­ცე­ლი მო­იც­ვა. აღ­წე­რის თა­ნახ­მად ადა­მი­ა­ნე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი კაფ­სუ­ლით იმ­გზავ­რე­ბენ, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ, ვა­კუ­უმ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­დე­გად თვითმფრი­ნა­ვებ­ზე ორ­ჯერ და ჩქა­როს­ნულ მა­ტა­რებ­ლებ­ზე 3-4-ჯერ სწრა­ფად იმოძ­რა­ვებს. ლოს-ან­ჯე­ლე­სი­დან სან-ფრან­ცის­კომ­დე არ­სე­ბუ­ლი 561 კმ-იან მო­ნაკ­ვეთს უც­ნა­უ­რი მა­ტა­რე­ბე­ლი 30 წთ-ში და­ფა­რავს. პრო­ექტს ფი­ნან­სუ­რი მხა­რეც ახ­ლდა, სა­დაც მოყ­ვა­ნი­ლი ციფ­რე­ბით მას­კი ამ­ტკი­ცებ­და, რომ მისი რკი­ნიგ­ზა California High-Speed Rail-ზე 10-ჯერ იაფი იქ­ნე­ბო­და.

2016 წლის მარ­ტში ვა­კუ­უ­მუ­რი მა­ტა­რებ­ლის პირ­ვე­ლი გა­მოც­და ჩა­ტარ­და. 100 კმ/სთ სიჩ­ქა­რის გან­ვი­თა­რე­ბას მა­კეტ­მა მხო­ლოდ 1 წმ მო­ან­დო­მა.

SpaceX

2002 წელს და­არ­სე­ბულ­მა SpaceX-მა სა­ყო­ველ­თაო ცნო­ბა 2008 წელს NASA-სთან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის შემ­დეგ მო­ი­პო­ვა. კომ­პა­ნი­ის მი­ზა­ნი კოს­მო­უ­რი ფრე­ნე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა და მრა­ვალ­ჯე­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბის ხო­მალ­დე­ბის შექ­მნაა. SpaceX-ის ინ­ჟინ­რებ­მა უკვე შექ­მნეს Falcon 1 და Falcon 9-ის ტი­პის რა­კე­ტე­ბი და სატ­ვირ­თო კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დი Dragon.

2010 წელს Dragon-მა დე­და­მი­წის ორ­ბი­ტა­ზე წარ­მა­ტე­ბით იმოგ­ზა­უ­რა. ორი წლის შემ­დეგ კი ის პირ­ვე­ლი კერ­ძო კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დი გახ­და, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­ბი­ტულ სად­გურს შე­უ­ერ­თდა.

ილონ მას­კის­თვის SpaceX-ი ხელ­მი­საწ­ვდომ კოს­მოს­თან ერ­თად, სხვა პლა­ნე­ტე­ბის შეს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც არის. ის მარ­სის კო­ლო­ნი­ზა­ცი­ის იდე­ით არის შე­პყრო­ბი­ლი. 2016 იან­ვარ­ში მან გა­ნა­ცხა­და, რომ 2020-2025 წლის­თვის მარსზე პირ­ველ ადა­მი­ანს გაგ­ზავ­ნის - "ადრე თუ გვი­ან ჩვენ ამ მო­ლურ­ჯო-მო­ცის­ფრო სფე­როს ფარ­გლებს უნდა გავ­ცდეთ".

Tesla Motors

ინო­ვა­ცი­უ­რო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ზე­დი­ზედ უკვე ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში Tesla Motors-ი წა­გე­ბა­ზე მუ­შა­ობს. 2015 წელს ფი­ნან­სურ­მა ზა­რალ­მა რე­კორ­დულ მაჩ­ვე­ნე­ბელს - 900 მლნ დო­ლარს მი­აღ­წია. წა­გე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მას­კის Tesla Motors-ი მთავ­რო­ბის დიდი მხარ­და­ჭე­რით სარ­გებ­ლობს: სა­გა­და­სა­ხა­დო შე­ღა­ვა­თე­ბი ნე­ვა­დას შტა­ტის­გან, ელექტრო­ქა­რე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი კა­ნონპ­რო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში კა­ლი­ფორ­ნი­ის შტა­ტის­გან მი­ღე­ბუ­ლი 500 მლნ დო­ლა­რი, 465 მლნ დო­ლა­რი­ა­ნი კრე­დი­ტი აშშ-ის ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტროს­გან. თუმ­ცა შემ­დე­გი ეტა­პი ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვია - ახ­ლა­დარ­ჩე­უ­ლი დო­ნალდ ტრამ­პი მას­კის და­ნიშნ­ვას ეკო­ნო­მი­კის დარ­გში მრჩევ­ლოს პო­ზი­ცი­ა­ზე აპი­რებს.

რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში Tesla Motors-ი წე­ლი­წად­ში ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ელექტრო­ქა­რის გა­მოშ­ვე­ბას და წარ­მო­ე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბას აპი­რებს. ასე­ვე გა­უქ­მდე­ბა Tesla-ს სად­გუ­რებ­ზე ელექტრო­ქა­რე­ბის უფა­სო და­მუხ­ტვის სერ­ვი­სიც.

X.com

ახლა ჩვენ სტა­ტი­ის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ნა­წი­ლამ­დე - მას­კის იმ­პე­რი­ის სა­თა­ვემ­დე მი­ვე­დით. 1996 წელს, ჯერ კი­დევ ყვე­ლას­თვის უც­ნობ­მა გა­მომ­გო­ნე­ბელ­მა კომ­პა­ნია Zip2 და­არ­სა. ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ე­ბის­თვის პროგ­რა­მულ უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე მუ­შა­ობ­და. სამ წე­ლი­წად­ში მასკმა კომ­პა­ნია 308 მლნ დო­ლა­რად გა­ყი­და. მი­ღე­ბუ­ლი თან­ხის ნა­წი­ლი მან X.com პრო­ექ­ტში ჩადო, რო­მე­ლიც პერ­სო­ნა­ლუ­რი ელექტრო­ნუ­ლი ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი.

2000 წელს X.com-ი ფირ­მა Confinity-სთან გა­ერ­თი­ან­და, რომ­ლის ერთ-ერთ გან­ყო­ფი­ლე­ბას PayPal-ი ერ­ქვა. ახა­ლი ალი­ან­სი წარ­მა­ტე­ბით მოქ­მე­დებ­და, თუმ­ცა ბრენდთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უთან­ხმო­ე­ბის გამო, დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭომ ილონ მას­კი საქ­მეს ჩა­მო­ა­შო­რა. სა­ბო­ლო­ოდ მთლი­ან კომ­პა­ნი­ას PayPal-ი უწო­დეს და 2002 წელს 1,5 მლრდ დო­ლა­რად გა­ყი­დეს. 11,7 %-ის აქ­ცი­ე­ბის მფლო­ბელ­მა ილონ­მა კუთ­ვნი­ლი 165 მლნ დო­ლა­რი მი­ი­ღო. კოს­მო­სუ­რი SpaceX-ისა და ელექტრო­გი­განტ Tesla-ს სა­წყი­სი კა­პი­ტა­ლი სწო­რედ ეს 165 მლნ გახ­და.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: 5 მლრდ დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია და 10 000 სა­მუ­შაო ად­გი­ლის შან­სი - ქარ­თვე­ლე­ბი ილონ მასკს "ტეს­ლას" გი­გა­ქარ­ხნის სა­ქარ­თვე­ლო­ში გახ­სნას სთხო­ვენ

ვინ არის მსოფლიოს ყველაზე "თავქარიანი" მილიარდერი, რომელსაც ქართველები საქართველოში ქარხნის გახსნას თხოვენ - Tesla Motors-ის პროექტები

ვინ არის მსოფლიოს ყველაზე "თავქარიანი" მილიარდერი, რომელსაც ქართველები საქართველოში ქარხნის გახსნას თხოვენ - Tesla Motors-ის პროექტები

თანამედროვე საზოგადოებისთვის ეს პიროვნება კარგად არის ცნობილი. თუ მას არ იცნობთ, მაშინ გაიცანით - ეს 45 წლის ინჟინერი, მეწარმე და ინევსტორი ილონ მასკია. მსოფლიო მას როგორც კომპანია Tesla Motors-ის მფლობელს იცნობს. წლების განმავლობაში ამ ადამიანმა ყველაზე თავქარიანი (ამ სიტყვის კარგი გაგებით) ბიზნესმენის სტატუსი მოიხვეჭა. ის არ ერევა შოუბიზნეში და ძვირადღირებულ "სათამაშოებში" ფულს არ ფლანგავს - ის მეოცნებეა. მეოცნებე, რომელიც მომავალს დღეს ქმნის. მისი ინოვაციური პროექტები ყოველგავრ მოლოდინს აჭარბებს.

ბურღვა

მისი უკანასკნელი ამბიციური გეგმა მიწის საბურღ სამუშაოებს ეხება. პროექტის შესახებ მან Twitter-შიც დაწერა: "ეს საცობები მე გამაგიჟებს. მე ვაპირებს მიწის საბურღი მანქანის აწყობას და მიწის თხრის დაწყებას". მასკმა ახალ წამოწყებას სლოგანიც მოუფიქრა Boring, itʼs what we do - ბურღვა, აი რას ვაკეთებთ ჩვენ. მან საკუთარი ძირითადი პროექტების სიაში შესაბამისი შესწორება უკვე შეიტანა: Tesla, SpaceX, Tunnels (yes, tunnels) & OpenAI. სამწუხაროდ, რაიმე კონკრეტული ინფორმაცია ამ პროექტზე ჯერ-ჯერობით არ მოიპოვება.

OpenAI

ილონ მასკის თქმით, მის მისწრაფებებზე და იდეებზე უდიდესი შთაბეჭდილება, ამერიკელმა მწერალმა-ფანტასტმა აიზეკ აზიმოვმა მოახდინა. მისი დაინეტრესება ხელოვნური ინტელექტის მიმართ სწორედ აიზიმოვის წიგნებმა განაპირობა. მასკის მიერ დაარსებული კომპანია OpenAI სწორედ ხელოვნური ინტელექტის შექმნით არის დაკავებული. ამ ეტაპზე კომპანია, რომლის შტატიც 10-მდე ადამიანს ითვლის, რაიმე კონკრეტული მიღწევებით ვერ დაიკვეხნის.

Hyperloop

ვაკუუმში მოძრავი ელექტრომატარებლების იდეა მასკმა 2012 წელს წამოაყენა. საკუთარი წინადადება მან აშშ-ის მთავრობის ჩქაროსნული რკინიგზის პროექტის California High-Speed Rail საპასუხოდ წამოაყენა. გეგმით, ახალმა რკინიგზამ 2029 წლისთვის ლოს-ანჯელესი და სან-ფრანცისკო უნდა დააკავშიროს. ილონმა პროექტი მკაცრად გააკრიტიკა და მას ყველაზე ნელი (322 კმ/სთ) და ყველაზე ძვირადღირებული (68,4 მლრდ დოლარი) რკინიგზა უწოდა.

2013 წელს მან ძალზე თამამი და ინოვაციური პროექტი Hyperloop წარმოადგინა. პრეზენტაციამ 58 ფურცელი მოიცვა. აღწერის თანახმად ადამიანები სპეციალური კაფსულით იმგზავრებენ, რომელიც თავის მხრივ, ვაკუუმში გადაადგილების შედეგად თვითმფრინავებზე ორჯერ და ჩქაროსნულ მატარებლებზე 3-4-ჯერ სწრაფად იმოძრავებს. ლოს-ანჯელესიდან სან-ფრანცისკომდე არსებული 561 კმ-იან მონაკვეთს უცნაური მატარებელი 30 წთ-ში დაფარავს. პროექტს ფინანსური მხარეც ახლდა, სადაც მოყვანილი ციფრებით მასკი ამტკიცებდა, რომ მისი რკინიგზა California High-Speed Rail-ზე 10-ჯერ იაფი იქნებოდა.

2016 წლის მარტში ვაკუუმური მატარებლის პირველი გამოცდა ჩატარდა. 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარებას მაკეტმა მხოლოდ 1 წმ მოანდომა.

SpaceX

2002 წელს დაარსებულმა SpaceX-მა საყოველთაო ცნობა 2008 წელს NASA-სთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოიპოვა. კომპანიის მიზანი კოსმოური ფრენების ხელმისაწვდომობა და მრავალჯერადი გამოყენების ხომალდების შექმნაა. SpaceX-ის ინჟინრებმა უკვე შექმნეს Falcon 1 და Falcon 9-ის ტიპის რაკეტები და სატვირთო კოსმოსური ხომალდი Dragon.

2010 წელს Dragon-მა დედამიწის ორბიტაზე წარმატებით იმოგზაურა. ორი წლის შემდეგ კი ის პირველი კერძო კოსმოსური ხომალდი გახდა, რომელიც საერთაშორისო ორბიტულ სადგურს შეუერთდა.

ილონ მასკისთვის SpaceX-ი ხელმისაწვდომ კოსმოსთან ერთად, სხვა პლანეტების შესწავლის შესაძლებლობაც არის. ის მარსის კოლონიზაციის იდეით არის შეპყრობილი. 2016 იანვარში მან განაცხადა, რომ 2020-2025 წლისთვის მარსზე პირველ ადამიანს გაგზავნის - "ადრე თუ გვიან ჩვენ ამ მოლურჯო-მოცისფრო სფეროს ფარგლებს უნდა გავცდეთ".

Tesla Motors

ინოვაციურობის მიუხედავად, ზედიზედ უკვე ხუთი წლის განმავლობაში Tesla Motors-ი წაგებაზე მუშაობს. 2015 წელს ფინანსურმა ზარალმა რეკორდულ მაჩვენებელს - 900 მლნ დოლარს მიაღწია. წაგების მიუხედავად, მასკის Tesla Motors-ი მთავრობის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს: საგადასახადო შეღავათები ნევადას შტატისგან, ელექტროქარების მხარდამჭერი კანონპროექტის ფარგლებში კალიფორნიის შტატისგან მიღებული 500 მლნ დოლარი, 465 მლნ დოლარიანი კრედიტი აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროსგან. თუმცა შემდეგი ეტაპი ყველაზე შთამბეჭდავია - ახლადარჩეული დონალდ ტრამპი მასკის დანიშნვას ეკონომიკის დარგში მრჩევლოს პოზიციაზე აპირებს.

რამდენიმე წელიწადში Tesla Motors-ი წელიწადში ნახევარი მილიონი ელექტროქარის გამოშვებას და წარმოების გაფართოებას აპირებს. ასევე გაუქმდება Tesla-ს სადგურებზე ელექტროქარების უფასო დამუხტვის სერვისიც.

X.com

ახლა ჩვენ სტატიის ყველაზე საინტერესო ნაწილამდე - მასკის იმპერიის სათავემდე მივედით. 1996 წელს, ჯერ კიდევ ყველასთვის უცნობმა გამომგონებელმა კომპანია Zip2 დაარსა. ის საინფორმაციო სააგენტოებისთვის პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობდა. სამ წელიწადში მასკმა კომპანია 308 მლნ დოლარად გაყიდა. მიღებული თანხის ნაწილი მან X.com პროექტში ჩადო, რომელიც პერსონალური ელექტრონული ფულადი გზავნილების უსაფრთხოებით იყო დაკავებული.

2000 წელს X.com-ი ფირმა Confinity-სთან გაერთიანდა, რომლის ერთ-ერთ განყოფილებას PayPal-ი ერქვა. ახალი ალიანსი წარმატებით მოქმედებდა, თუმცა ბრენდთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, დირექტორთა საბჭომ ილონ მასკი საქმეს ჩამოაშორა. საბოლოოდ მთლიან კომპანიას PayPal-ი უწოდეს და 2002 წელს 1,5 მლრდ დოლარად გაყიდეს. 11,7 %-ის აქციების მფლობელმა ილონმა კუთვნილი 165 მლნ დოლარი მიიღო. კოსმოსური SpaceX-ისა და ელექტროგიგანტ Tesla-ს საწყისი კაპიტალი სწორედ ეს 165 მლნ გახდა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

წაიკითხეთ ასევე: 5 მლრდ დოლარის ინვესტიცია და 10 000 სამუშაო ადგილის შანსი - ქართველები ილონ მასკს "ტესლას" გიგაქარხნის საქართველოში გახსნას სთხოვენ

"მთელ ჩემ ქონებას ვყიდი, სახლი აღარ მექნება... ჩემს თავს დედამიწას და მარსს ვუძღვნი" - ილონ მასკი

"კიმ ჩენ ინი 20 დღის განმავლობაში საჯაროდ პირველად გამოჩნდა" - რას ფოტოებს აქვეყნებს ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია

კორონავირუსის პანდემია, სავარაუდოდ, 2 წელიწადში დასრულდება - მინესოტას უნივერსიტეტის კვლევა