ადამიანი, რომელმაც თურქეთში რუსეთის ელჩს, ანდრე კარლოვს ესროლა, ანკარაში პოლიციაში მუშაობდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ამავდროულად, ტელეკომპანია „NTV“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ დამნაშავე საგამოფენო სივრცეში როგორც პოლიციელი შეიპარა, სადაც რუსეთის ელჩი სიტყვით გამოდიოდა. ვარაუდობენ, რომ მის მიერ წარმოდგენილი დამადასტურებელი საბუთი, შესაძლოა, ყალბი ყოფილიყო.
იხილეთ ვიდეო: ”შემზარავი კადრი: მომენტი, როცა რუსეთის ელჩს ტყვია ხვდება”