მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მასშტაბური სპეცოპერაცია ესპანეთში - დაკავებულია საქართველოს 50 მოქალაქე
მასშტაბური სპეცოპერაცია ესპანეთში - დაკავებულია საქართველოს 50 მოქალაქე

ეს­პა­ნე­თის პო­ლი­ცი­ამ 29 ნო­ემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს 50 მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვა, რომ­ლე­ბიც ასო­ბით ბი­ნის ქურ­დო­ბა­ში არი­ან ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი. "დო­ი­ჩე ვე­ლეს" ეს­პა­ნე­თის სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, რომ ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი სპე­ცო­პე­რა­ცია ჩა­ტარ­და ქა­ლა­ქებ­ში მად­რი­დი, ბარ­სე­ლო­ნა, სე­ვი­ლია და ჩრდი­ლო­ეთ ეს­პა­ნე­თის ბა­რა­კალ­დოს და­სახ­ლე­ბა­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ერ­თად და­კა­ვე­ბუ­ლია ეს­პა­ნე­თის რამ­დე­ნი­მე მო­ქა­ლა­ქეც. პო­ლი­ცი­ა­ში ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ სწო­რედ ეს­პა­ნე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით იპა­რავ­დნენ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ძი­რი­თა­დად სა­ი­უ­ვე­ლი­რო ნა­კე­თო­ბებ­სა და სა­ა­თებს.

იხი­ლეთ "დო­ი­ჩე ვე­ლეს" სი­უ­ჟე­ტი ქარ­თვე­ლე­ბის და­კა­ვე­ბის მას­შტა­ბურ სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ზე

და­კა­ვე­ბუ­ლებს ყა­ჩა­ღო­ბის გარ­და, შე­საძ­ლოა, ბრა­ლი წა­უ­ყე­ნონ შემ­დე­გი მუხ­ლე­ბით: და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რო­ბა, ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა. ზო­გი­ერთ მათ­განს კი ბრა­ლი წა­რედ­გი­ნე­ბა ია­რა­ღი­სა და ნარ­კო­ტი­კის უკა­ნო­ნო შე­ნახ­ვი­სა და სა­ბუ­თე­ბის გა­ყალ­ბე­ბის ბრალ­დე­ბე­ბით.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა "დო­ი­ჩე ვე­ლეს­თან" სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ეს­პა­ნეთ­ში ბი­ნე­ბის ძარ­ცვა არ ით­ვლე­ბა მძი­მე და­ნა­შა­უ­ლად და ჩვე­უ­ლებ­რივ დამ­ნა­შა­ვე­ებს სა­სა­მარ­თლომ­დე ათა­ვი­სუფ­ლე­ბენ, მაგ­რამ მისი თქმით, ქარ­თვე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ისი­ნი და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან, რად­გან არ­სე­ბობს სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ გა­მო­ძი­ე­ბას და­ე­მა­ლე­ბი­ან.

გარ­და ამი­სა, ეს­პა­ნე­თის პო­ლი­ცია სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე სპარ­ტაკ ჯა­ფა­რი­ძეს ეძებს, რო­მელ­ზეც სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. ეს­პა­ნე­თის პო­ლი­ცია მას "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს" და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის ლი­დერს უწო­დებს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ის შე­საძ­ლოა, იტა­ლი­ა­ში იმ­ლე­ბო­დეს. პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის გან­ცხა­დე­ბით, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში პო­ლი­ცი­ის ორი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ემ­გზავ­რე­ბა ად­გი­ლობ­რივ კო­ლე­გებ­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ის­თვის. მი­სი­ვე თქმით, ეს არ არის პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ოპე­რა­ცია, რო­მე­ლიც ეს­პა­ნელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ა­ტა­რეს ქარ­თვე­ლი ბი­ნის მძარ­ცვე­ლე­ბის­თვის.

ეს­პა­ნე­თის ეროვ­ნულ სა­სა­მარ­თლო პა­ლა­ტა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ძი­ე­ბა 2015 წელს და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის", ზვი­ად დარ­სა­ძის საქ­მე­ზე, რო­მელ­საც ბრა­ლად ედე­ბა რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის მე­თა­უ­რო­ბა და ეს­პა­ნეთ­ში ბი­ნე­ბის ძარ­ცვა.

sponsored by ContentRoom
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

მასშტაბური სპეცოპერაცია ესპანეთში - დაკავებულია საქართველოს 50 მოქალაქე

მასშტაბური სპეცოპერაცია ესპანეთში - დაკავებულია საქართველოს 50 მოქალაქე

ესპანეთის პოლიციამ 29 ნოემბერს საქართველოს 50 მოქალაქე დააკავა, რომლებიც ასობით ბინის ქურდობაში არიან ეჭვმიტანილი. "დოიჩე ველეს" ესპანეთის სამართალდამცავ ორგანოში განუცხადეს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა ქალაქებში მადრიდი, ბარსელონა, სევილია და ჩრდილოეთ ესპანეთის ბარაკალდოს დასახლებაში.

საქართველოს მოქალაქეებთან ერთად დაკავებულია ესპანეთის რამდენიმე მოქალაქეც. პოლიციაში ვარაუდობენ, რომ სწორედ ესპანელების დახმარებით იპარავდნენ დამნაშავეები ძირითადად საიუველირო ნაკეთობებსა და საათებს.

იხილეთ "დოიჩე ველეს" სიუჟეტი ქართველების დაკავების მასშტაბურ სპეცოპერაციაზე

დაკავებულებს ყაჩაღობის გარდა, შესაძლოა, ბრალი წაუყენონ შემდეგი მუხლებით: დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობა, ფულის გათეთრება. ზოგიერთ მათგანს კი ბრალი წარედგინება იარაღისა და ნარკოტიკის უკანონო შენახვისა და საბუთების გაყალბების ბრალდებებით.

სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელმა "დოიჩე ველესთან" საუბარში განაცხადა, რომ ესპანეთში ბინების ძარცვა არ ითვლება მძიმე დანაშაულად და ჩვეულებრივ დამნაშავეებს სასამართლომდე ათავისუფლებენ, მაგრამ მისი თქმით, ქართველების შემთხვევაში, ისინი დაკავებულები იქნებიან, რადგან არსებობს საშიშროება, რომ გამოძიებას დაემალებიან.

გარდა ამისა, ესპანეთის პოლიცია საქართველოს მოქალაქე სპარტაკ ჯაფარიძეს ეძებს, რომელზეც საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. ესპანეთის პოლიცია მას "კანონიერ ქურდს" და დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერს უწოდებს. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ის შესაძლოა, იტალიაში იმლებოდეს. პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, უახლოეს დღეებში პოლიციის ორი წარმომადგენელი საქართველოში გაემგზავრება ადგილობრივ კოლეგებთან კოორდინაციისთვის. მისივე თქმით, ეს არ არის პირველი წარმატებული ოპერაცია, რომელიც ესპანელმა სამართალდამცველებმა ჩაატარეს ქართველი ბინის მძარცველებისთვის.

ესპანეთის ეროვნულ სასამართლო პალატაში მიმდინარეობს ძიება 2015 წელს დაპატიმრებული "კანონიერი ქურდის", ზვიად დარსაძის საქმეზე, რომელსაც ბრალად ედება რამდენიმე წლის განმავლობაში დანაშაულებრივი დაჯგუფების მეთაურობა და ესპანეთში ბინების ძარცვა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"