საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბარაკ ობამას საგანგებო მიმართვა ამერიკელებს
ბარაკ ობამას საგანგებო მიმართვა ამერიკელებს

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი გა­და­ცე­მა გახ­ლავთ ჩვე­ნი დე­მოკ­რა­ტი­ის ერთ-ერთი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი და ამას ჩვენ მსოფ­ლი­ოს ვა­ნა­ხებთ, - ამის შე­სა­ხებ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მოქ­მედ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ბა­რაკ ობა­მამ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ პრე­ზი­დენ­ტო­ბა და პრე­მი­ე­რო­ბა მათ პი­როვ­ნე­ბებს აღე­მა­ტე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ერთ გუნ­დად ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბის­თვის მუ­შა­ო­ბენ.

"მე და პრე­ზი­დენტ ბუშს საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი გან­სხვა­ვე­ბე­ბი გაგ­ვაჩ­ნდა, მაგ­რამ მა­ღალ დო­ნე­ზე იმუ­შა­ვა ბუ­შის გუნ­დმა, რათა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­ცე­მა მომ­ხდა­რი­ყო რბი­ლად. ძა­ლი­ან ხში­რად გეს­მის, რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტი ხარ, რომ პრე­ზი­დენ­ტო­ბა და ვიცე-პრე­ზი­დენ­ტო­ბა ჩვენს პი­როვ­ნე­ბებს აღე­მა­ტე­ბა. მე მივ­ყვე­ბი იმ მა­გა­ლითს, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენტ ბუ­შის გუნ­დმა და­ამ­კვიდ­რა 8 წლის წინ, რომ ეს იყოს ეფექ­ტუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­ცე­მის პრო­ცე­სი ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის­თვის, რად­გან ჩვენ ყვე­ლა ვმუ­შა­ობთ წარ­მა­ტე­ბის­თვის. ჩვენ ვართ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი და ქვე­ყა­ნას ვუ­ძღვე­ბით. მშვი­დო­ბი­ა­ნი გა­და­ცე­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გახ­ლავთ ჩვე­ნი დე­მოკ­რა­ტი­ის ერთ-ერთი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი და ამას ჩვენ მსოფ­ლი­ოს ვა­ნა­ხებთ", - გა­ნა­ცხა­და ბა­რაკ ობა­მამ.

ბა­რაკ ობა­მამ ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ პარ­ტი­ულ კუთ­ვნი­ლე­ბას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. "რო­დე­საც არ­ჩევ­ნებს აგებ, ძა­ლი­ან არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნოა, მაგ­რამ მე­ო­რე დღეს აღი­ა­რებ და აც­ნო­ბი­ე­რებ, რომ ერთი გუნ­დის წევ­რე­ბი ვართ. ჩვენ არც "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი" ვართ, არც "დე­მოკ­რა­ტე­ბი", პირ­ველ რიგ­ში ჩვენ ამე­რი­კე­ლე­ბი ვართ, ჩვენ გახ­ლა­ვართ პატ­რი­ო­ტე­ბი. ჩვენ ვართ ის, რაც უფრო უკე­თე­სია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის.

გუ­შინ ბა­ტო­ნი ტრამ­პის შე­ნიშ­ვნე­ბი რო­დე­საც მო­ვის­მი­ნე და რო­დე­საც ვე­სა­უბ­რე მას, ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და­ვი­ჭი­რე. ამან გა­მაძ­ლი­ე­რა. ეს გახ­ლავთ ის, რაც ესა­ჭი­რო­ე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნას - ერ­თი­ა­ნო­ბის შეგ­რძნე­ბა, პა­ტი­ვის­ცე­მა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბი­სად­მი, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა და რა თქმა უნდა, ერ­თმა­ნე­თის პა­ტი­ვის­ცე­მა. იმე­დი მაქვს, რომ ამ სუ­ლის­კვე­თე­ბით იმუ­შა­ვებს ტრამ­პი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­ცე­მის პე­რი­ოდ­ში და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ასე­თი­ვე სუ­ლის­კვე­თე­ბით აი­ღებს სტარტს მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბა", - გა­ნა­ცხა­და ბა­რაკ ობა­მამ.

ამე­რი­კის მოქ­მედ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ჰი­ლა­რი კლინ­ტონს გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და. ბა­რაკ ობა­მამ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ასე­ვე სა­კუ­თა­რი გუნ­დის წევ­რებ­საც. "მქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა ყო­ფილ სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­თან, კლინ­ტონ­თან მე­ლა­პა­რა­კა. მე ნამ­დვი­ლად ვა­მა­ყობ მი­სით. მას ბრწყონ­ვა­ლე კა­რი­ე­რა გა­აჩ­ნდა სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში. სე­ნა­ტო­რი, სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი - მე ვა­მა­ყობ ამ პი­როვ­ნე­ბით. ბევ­რი ამე­რი­კე­ლი მისი იმე­დით იყო და მისი ასე­თი ბრძო­ლა იყო ის­ტო­რი­უ­ლი მო­მენ­ტი, რომ ამ ქვეყ­ნის ყვე­ლა ქალს შე­უძ­ლია მსგავ­სი დო­ნის მიღ­წე­ვა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ იგი და მისი მე­უღ­ლე ბილ კლინ­ტო­ნი გა­აგ­რძე­ლე­ბენ მოღ­ვა­წე­ო­ბას მსოფ­ლი­ოს სა­კე­თილ­დღე­ოდ...

მე ასე­ვე ვუ­თხა­რი ჩემს გუნდს, რომ მხრებ­ში გას­წორ­დნენ, რად­გა­ნაც სე­რი­ო­ზუ­ლი სა­მუ­შაო ჩა­ა­ტა­რეს ყო­ველ­დღე, ყო­ველ­გვა­რი სა­ჯა­რო­ო­ბის და ყუ­რა­დღე­ბის გა­რე­შე. ისი­ნი მუ­შა­ობ­დნენ პო­ლი­ტი­კის სხვა­დას­ხვა ძნელ უბ­ნებ­ზე, რათა მთავ­რო­ბა უფრო ეფექ­ტუ­რი გამ­ხდა­რი­ყო. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ახალ პრე­ზი­დენტს ვუ­ტო­ვებთ უფრო ძლი­ერ სა­ხელ­მწი­ფოს, ვიდ­რე გვქონ­და", - გა­ნა­ცხა­და ბა­რაკ ობა­მამ.

რუბრიკის სხვა სიახლეები

ბარაკ ობამას საგანგებო მიმართვა ამერიკელებს

ბარაკ ობამას საგანგებო მიმართვა ამერიკელებს

ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა გახლავთ ჩვენი დემოკრატიის ერთ-ერთი მახასიათებელი და ამას ჩვენ მსოფლიოს ვანახებთ, - ამის შესახებ შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტობა და პრემიერობა მათ პიროვნებებს აღემატება, შესაბამისად, ერთ გუნდად ქვეყნის წარმატებისთვის მუშაობენ.

"მე და პრეზიდენტ ბუშს საკმაოდ სერიოზული განსხვავებები გაგვაჩნდა, მაგრამ მაღალ დონეზე იმუშავა ბუშის გუნდმა, რათა ხელისუფლების გადაცემა მომხდარიყო რბილად. ძალიან ხშირად გესმის, როდესაც პრეზიდენტი ხარ, რომ პრეზიდენტობა და ვიცე-პრეზიდენტობა ჩვენს პიროვნებებს აღემატება. მე მივყვები იმ მაგალითს, რომელიც პრეზიდენტ ბუშის გუნდმა დაამკვიდრა 8 წლის წინ, რომ ეს იყოს ეფექტური ხელისუფლების გადაცემის პროცესი ახალი პრეზიდენტისთვის, რადგან ჩვენ ყველა ვმუშაობთ წარმატებისთვის. ჩვენ ვართ გაერთიანებული და ქვეყანას ვუძღვებით. მშვიდობიანი გადაცემა ხელისუფლების გახლავთ ჩვენი დემოკრატიის ერთ-ერთი მახასიათებელი და ამას ჩვენ მსოფლიოს ვანახებთ", - განაცხადა ბარაკ ობამამ.

ბარაკ ობამამ ქვეყნის წარმატების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიულ კუთვნილებას მნიშვნელობა არ აქვს. "როდესაც არჩევნებს აგებ, ძალიან არასასიამოვნოა, მაგრამ მეორე დღეს აღიარებ და აცნობიერებ, რომ ერთი გუნდის წევრები ვართ. ჩვენ არც "რესპუბლიკელები" ვართ, არც "დემოკრატები", პირველ რიგში ჩვენ ამერიკელები ვართ, ჩვენ გახლავართ პატრიოტები. ჩვენ ვართ ის, რაც უფრო უკეთესია ჩვენი ქვეყნისთვის.

გუშინ ბატონი ტრამპის შენიშვნები როდესაც მოვისმინე და როდესაც ვესაუბრე მას, ეს დამოკიდებულება დავიჭირე. ამან გამაძლიერა. ეს გახლავთ ის, რაც ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას - ერთიანობის შეგრძნება, პატივისცემა სახელმწიფო ინსტიტუციებისადმი, კანონის უზენაესობა და რა თქმა უნდა, ერთმანეთის პატივისცემა. იმედი მაქვს, რომ ამ სულისკვეთებით იმუშავებს ტრამპი ხელისუფლების გადაცემის პერიოდში და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთივე სულისკვეთებით აიღებს სტარტს მისი პრეზიდენტობა", - განაცხადა ბარაკ ობამამ.

ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა ჰილარი კლინტონს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. ბარაკ ობამამ მადლობა გადაუხადა ასევე საკუთარი გუნდის წევრებსაც. "მქონდა საშუალება ყოფილ სახელმწიფო მდივანთან, კლინტონთან მელაპარაკა. მე ნამდვილად ვამაყობ მისით. მას ბრწყონვალე კარიერა გააჩნდა საჯარო სამსახურში. სენატორი, სახელმწიფო მდივანი - მე ვამაყობ ამ პიროვნებით. ბევრი ამერიკელი მისი იმედით იყო და მისი ასეთი ბრძოლა იყო ისტორიული მომენტი, რომ ამ ქვეყნის ყველა ქალს შეუძლია მსგავსი დონის მიღწევა და დარწმუნებული ვარ, რომ იგი და მისი მეუღლე ბილ კლინტონი გააგრძელებენ მოღვაწეობას მსოფლიოს საკეთილდღეოდ...

მე ასევე ვუთხარი ჩემს გუნდს, რომ მხრებში გასწორდნენ, რადგანაც სერიოზული სამუშაო ჩაატარეს ყოველდღე, ყოველგვარი საჯაროობის და ყურადღების გარეშე. ისინი მუშაობდნენ პოლიტიკის სხვადასხვა ძნელ უბნებზე, რათა მთავრობა უფრო ეფექტური გამხდარიყო. დარწმუნებული ვარ, რომ ახალ პრეზიდენტს ვუტოვებთ უფრო ძლიერ სახელმწიფოს, ვიდრე გვქონდა", - განაცხადა ბარაკ ობამამ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"