პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ყვება თურქეთში მომხდარი ძლიერი აფეთქების შესახებ გაზიანთეფში მცხოვრები ქართველი გოგონა
რას ყვება თურქეთში მომხდარი ძლიერი აფეთქების შესახებ გაზიანთეფში მცხოვრები ქართველი გოგონა

თურ­ქე­თის ქა­ლაქ გა­ზი­ან­თეფ­ში 20 აგ­ვის­ტოს მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი 50-მდე გა­ი­ზარ­და. და­შა­ვე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ კი 100-ს მი­აღ­წია. გა­ზი­ან­თეფ­ში მძლავ­რი აფეთ­ქე­ბა ქორ­წი­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მოხ­და, რო­დე­საც სტუმ­რე­ბი ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში გა­მო­ვიდ­ნენ. ტე­რაქ­ტი ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 21:30 სა­ათ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და.

AMBEBI.GE და­უ­კავ­შირ­და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს, რო­მე­ლიც გა­ზი­ან­თეფ­ში, აფეთ­ქე­ბის ად­გი­ლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის სა­ვალ­ზე ცხოვ­რობს. ლელა მა­მა­დაშ­ვი­ლი ნა­ხე­ვა­რი წე­ლი­წა­დია გა­ზი­ან­თეფ­ში ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს. ის ერთ-ერთი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლია. გა­ზი­ან­თე­ფი სი­რი­ის სა­ზღვარ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს და რო­გორც ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა ამ­ბობს, ამ ქა­ლაქ­ში "მი­ლი­ო­ნამ­დე სი­რი­ე­ლი ცხოვ­რობს".

"მშვი­დად ვი­ყა­ვით აქამ­დე, მაგ­რამ უკვე ძა­ლი­ან დას­ტრე­სი­ლე­ბი ვართ. ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში გას­ვლა ძა­ლი­ან სა­შიშ გახ­და და ვე­რი­დე­ბით. აქ კი­დევ რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს, რო­გორც ვიცი ყვე­ლა კარ­გად გრძნობს თავს. ისეთ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც ვი­ცით რომ უცხო­ე­ლე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან, ვცდი­ლობთ ნაკ­ლე­ბად წა­ვი­დეთ, მა­გა­ლი­თად სა­ვაჭ­რო ცენ­ტრებ­ში. თუმ­ცა, ქორ­წილ­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბა ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან დიდი შოკი იყო.

ტრა­დი­ცი­უ­ლი თურ­ქუ­ლი ქორ­წი­ლი იყო, ქუ­ჩა­ში ცეკ­ვე­ბი­თა და სიმ­ღე­რით აღ­ნიშ­ნავ­დნენ. აქ ტრა­დი­ცია ასე­თია, როცა პა­ტარ­ძა­ლი სახ­ლი­დან გა­მოჰ­ყავთ სტუმ­რე­ბი ქუ­ჩა­ში იწყე­ბენ ცეკ­ვას, რაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სა­ნა­ხა­ო­ბაა. ჩვენც ხში­რად დავ­სწრე­ბი­ვართ, რად­გან სა­ინ­ტე­რე­სოა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კულ­ტუ­რის ნახ­ვა. ამ­ჯე­რა­დაც, გუ­შინ სა­ღა­მოს, ჩემ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა და­მი­რე­კა, ისიც ქარ­თვე­ლია, ტრა­დი­ცი­უ­ლი ქორ­წი­ლია ქუ­ჩა­ში და წა­ვი­დეთ, ვნა­ხო­თო. დაღ­ლი­ლი ვი­ყა­ვი და უარი ვუ­თხა­რი. და­ვი­ძი­ნე და და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის 12-ის ნა­ხე­ვარ­ზე და­მი­რე­კეს აფეთ­ქე­ბა მოხ­და და შე­ნებს შე­ა­ტყო­ბი­ნე სა­ქარ­თვე­ლო­ში, ალ­ბათ ნერ­ვი­უ­ლო­ბე­ნო. მა­შინ­ვე და­ვუ­რე­კე იმ ბიჭს, ვინც მე­პა­ტი­ჟე­ბო­და ტრა­დი­ცი­უ­ლი ქორ­წი­ლის სა­ნა­ხა­ვად. კარ­გა ხანს არ მპა­სუ­ხობ­და და შევ­შინ­დი, რამ­დე­ნი­მე ზა­რის შემ­დეგ მი­პა­სუ­ხა და გა­ვი­გე რომ არც ის წა­სუ­ლა. ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­დავ­რჩით" - ამ­ბობს თურ­ქეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა.

მი­სი­ვე თქმით, აფეთ­ქე­ბა პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბას­თან მოხ­და და თავ­და­პირ­ვე­ლად არ­სე­ბობ­და ვა­რა­უ­დი, რომ ის ქურ­თის­ტა­ნის მუ­შა­თა პარ­ტი­ამ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა:

"ჩემ­გან და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის ფე­ხის სა­ვალ­ზეა ეს ად­გი­ლი. რო­გორც ვიცი, პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბას­თან მოხ­და აფეთ­ქე­ბა. თვით­მკვლელ­მა ტე­რო­რის­ტმა აი­ფეთ­ქა თავი. თავ­და­პირ­ვე­ლად ეჭვი გაჩ­ნდა ქურ­თის­ტა­ნის მუ­შა­თა პარ­ტი­ა­ზე, რად­გან ისი­ნი სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბებ­თან აწყო­ბენ აფეთ­ქე­ბებს, გან­სა­კუთ­რე­ბით ერ­ჩი­ან პო­ლი­ცი­ას და ში­ნა­გან ჯარს, თუმ­ცა რად­გან მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას ნაკ­ლე­ბად ერ­ჩი­ან, მათი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა თით­ქმის გა­მო­ი­რი­ცხა. რად­გან ძა­ლი­ან დიდი მსხვერ­პლია, ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო" დგას აფეთ­ქე­ბის უკან" - ამ­ბობს თურ­ქეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

გა­ზი­ან­თეფ­ში მომ­ხდარ ტე­რაქ­ტზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ამ დრო­ის­თვის არც ერთ ექ­სტრე­მის­ტულ დაჯ­გუ­ფე­ბას არ აუ­ღია, თუმ­ცა ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­მა ტე­რაქ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში დაჯ­გუ­ფე­ბა "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო" და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს თურ­ქე­თის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ რე­გი­ო­ნებ­ში მყოფ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს თავი შე­ი­კა­ვონ მა­სობ­რი­ვი თავ­შეყ­რი­სა და ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბის­გან, ხოლო სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­უ­კავ­შირ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ სა­კონ­სუ­ლო­ებს ცხე­ლი ხა­ზის ნომ­რებ­ზე: +90 533 690 30 40 (ან­კა­რა), +90 541 326 22 26 (ტრა­პი­ზო­ნი), +90 541 818 44 00 (სტამ­ბო­ლი).

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­კონ­სუ­ლო დე­პარ­ტა­მენ­ტში ასე­ვე მოქ­მე­დებს ცხე­ლი ხაზი: (+995 32) 294 50 50 - სა­მუ­შაო დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 09:00-დან 18:00 სა­ა­თამ­დე, (+995) 577 98 40 20 - 18:00 სა­ა­თის შემ­დეგ და დას­ვე­ნე­ბის დღე­ებ­ში 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

რას ყვება თურქეთში მომხდარი ძლიერი აფეთქების შესახებ გაზიანთეფში მცხოვრები ქართველი გოგონა

რას ყვება თურქეთში მომხდარი ძლიერი აფეთქების შესახებ გაზიანთეფში მცხოვრები ქართველი გოგონა

თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში 20 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რაოდენობამ კი 100-ს მიაღწია. გაზიანთეფში მძლავრი აფეთქება ქორწილის მიმდინარეობისას მოხდა, როდესაც სტუმრები ქალაქის ქუჩებში გამოვიდნენ. ტერაქტი ადგილობრივი დროით 21:30 საათზე განხორციელდა.

AMBEBI.GE დაუკავშირდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გაზიანთეფში, აფეთქების ადგილიდან დაახლოებით ნახევარი საათის სავალზე ცხოვრობს. ლელა მამადაშვილი ნახევარი წელიწადია გაზიანთეფში ცხოვრობს და მუშაობს. ის ერთ-ერთი ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომელია. გაზიანთეფი სირიის საზღვართან ახლოს მდებარეობს და როგორც ქართველი გოგონა ამბობს, ამ ქალაქში "მილიონამდე სირიელი ცხოვრობს".

"მშვიდად ვიყავით აქამდე, მაგრამ უკვე ძალიან დასტრესილები ვართ. ხალხმრავალ ადგილებში გასვლა ძალიან საშიშ გახდა და ვერიდებით. აქ კიდევ რამდენიმე ქართველი ცხოვრობს და მუშაობს, როგორც ვიცი ყველა კარგად გრძნობს თავს. ისეთ ადგილებში, სადაც ვიცით რომ უცხოელები იკრიბებიან, ვცდილობთ ნაკლებად წავიდეთ, მაგალითად სავაჭრო ცენტრებში. თუმცა, ქორწილში მომხდარი აფეთქება ნამდვილად ძალიან დიდი შოკი იყო.

ტრადიციული თურქული ქორწილი იყო, ქუჩაში ცეკვებითა და სიმღერით აღნიშნავდნენ. აქ ტრადიცია ასეთია, როცა პატარძალი სახლიდან გამოჰყავთ სტუმრები ქუჩაში იწყებენ ცეკვას, რაც ძალიან საინტერესო სანახაობაა. ჩვენც ხშირად დავსწრებივართ, რადგან საინტერესოა განსხვავებული კულტურის ნახვა. ამჯერადაც, გუშინ საღამოს, ჩემმა თანამშრომელმა დამირეკა, ისიც ქართველია, ტრადიციული ქორწილია ქუჩაში და წავიდეთ, ვნახოთო. დაღლილი ვიყავი და უარი ვუთხარი. დავიძინე და დაახლოებით ღამის 12-ის ნახევარზე დამირეკეს აფეთქება მოხდა და შენებს შეატყობინე საქართველოში, ალბათ ნერვიულობენო. მაშინვე დავურეკე იმ ბიჭს, ვინც მეპატიჟებოდა ტრადიციული ქორწილის სანახავად. კარგა ხანს არ მპასუხობდა და შევშინდი, რამდენიმე ზარის შემდეგ მიპასუხა და გავიგე რომ არც ის წასულა. ფაქტობრივად, გადავრჩით" - ამბობს თურქეთში მცხოვრები ქართველი გოგონა.

მისივე თქმით, აფეთქება პოლიციის შენობასთან მოხდა და თავდაპირველად არსებობდა ვარაუდი, რომ ის ქურთისტანის მუშათა პარტიამ განახორციელა:

"ჩემგან დაახლოებით ნახევარი საათის ფეხის სავალზეა ეს ადგილი. როგორც ვიცი, პოლიციის შენობასთან მოხდა აფეთქება. თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. თავდაპირველად ეჭვი გაჩნდა ქურთისტანის მუშათა პარტიაზე, რადგან ისინი სამთავრობო უწყებებთან აწყობენ აფეთქებებს, განსაკუთრებით ერჩიან პოლიციას და შინაგან ჯარს, თუმცა რადგან მშვიდობიან მოსახლეობას ნაკლებად ერჩიან, მათი პასუხისმგებლობა თითქმის გამოირიცხა. რადგან ძალიან დიდი მსხვერპლია, ვარაუდობენ, რომ "ისლამური სახელმწიფო" დგას აფეთქების უკან" - ამბობს თურქეთში მცხოვრები ქართველი გოგონა AMBEBI.GE-სთან საუბარში.

გაზიანთეფში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არც ერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტერაქტის ორგანიზებაში დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" დაადანაშაულა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს თავი შეიკავონ მასობრივი თავშეყრისა და ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოსა და საქართველოს გენერალურ საკონსულოებს ცხელი ხაზის ნომრებზე: +90 533 690 30 40 (ანკარა), +90 541 326 22 26 (ტრაპიზონი), +90 541 818 44 00 (სტამბოლი).

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი: (+995 32) 294 50 50 - სამუშაო დღის განმავლობაში 09:00-დან 18:00 საათამდე, (+995) 577 98 40 20 - 18:00 საათის შემდეგ და დასვენების დღეებში 24 საათის განმავლობაში.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა