"ბიბისი"- თურქეთში "ქურთების მუშათა პარტიის" 35 მებრძოლი დაიღუპა

"ბიბისი"- თურქეთში "ქურთების მუშათა პარტიის" 35 მებრძოლი დაიღუპა

თურქეთში,წუხელ "ქურთებისმუშათაპარტიის" წევრებმა "ჩუკურჩას" სამხედრობაზაზეთავდასხმასცადეს. "ბი-ბი-სი"-სინფორმაციით, დაპირისპირებისშედეგად 35 "ბოევიკი"დაიღუპა.

თურქეთის სამხედრო შეიარაღების წარმომადგენელთ აგანმარტებით, "ქურთების მუშათა პარტიის" მებრძოლები თვითმფრინავებიდან მაშინ შენიშნეს, როდესაც ისინი სამხედრო ბაზას უახლოვდებოდნენ. სამხედროების თქმით, მათი უმეტესობის ლიკვიდირება საჰაერო თავდასხმების შედეგად გახდა შესაძლებელი, 12 მათგანიკისახმელეთოოპერაციისმსვლელობისასმოკლეს.

ღამით დაგეგმილ თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე თურქეთის შეიარაღებული ძალები და "ბოევიკები" ერთმანეთს ჰაკარის პროვინციაში დაუპირისპირდნენ, შეტაკებისას თურქეთი სშეიარაღებული ძალების 8 ჯარისკაცი დაიღუპა.

თურქეთის ხელისუფლებასა და "ქურთების მუშათა პარტიას" შორის საზავო მდგომარეობა 2015 წლის ივლისში დაირღვა, როდესაც თურქეთის საჰაერო ძალებმა ერაყის ჩრდილოეთით მდებარე ქურთების ბანაკების დაბომბვა დაიწყო.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა