მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
270 დაღუპული, 1440 დაშავებული, 2839 დაკავებული ამბოხებული - ბოლო ინფორმაცია თურქეთიდან
270 დაღუპული, 1440 დაშავებული, 2839 დაკავებული ამბოხებული - ბოლო ინფორმაცია თურქეთიდან

თურ­ქეთ­ში სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბას 270-მდე ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ნა­ლი ილ­დი­რიმ­მა გა­ა­კე­თა.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის ცნო­ბით, ამ დრო­ის­თვის 1440 ადა­მი­ა­ნია და­შა­ვე­ბუ­ლი. ისი­ნი შე­სა­ბა­მის სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას ად­გი­ლობ­რივ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში იღე­ბენ. სპე­ცო­პე­რა­ცი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ძა­ლებ­მა 2839 მე­ამ­ბო­ხე და­ა­კა­ვეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა გან­მარ­ტე­ბით, თურ­ქე­თის სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვი სა­ბერ­ძნე­თის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში, ალექ­სან­დრო­პო­ლი­სის აე­რო­პორ­ტში და­ეშ­ვა. სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე 8 სამ­ხედ­რო პირ­მა სა­ბერ­ძნეთ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი მო­ი­თხო­ვა. ისი­ნი სა­ზღვრის უკა­ნო­ნო გა­დაკ­ვე­თის­თვის და­ა­კა­ვეს. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა მევ­ლუთ ჩა­ვუ­შ­ოღ­ლუმ და­კა­ვე­ბულ­თა უკან თურ­ქეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბა მო­ი­თხო­ვა.

თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა რე­ჯეპ ტაიპ ერ­დო­ღან­მა მო­სახ­ლე­ო­ბას სა­ტე­ლე­ფო­ნო შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი გა­უგ­ზავ­ნა. ქვეყ­ნის პირ­ველ­მა პირ­მა მო­სახ­ლე­ო­ბას ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დაც­ვა სთხო­ვა. აქვე შე­გიძ­ლი­ათ ნა­ხოთ: ფო­ტო­ზე ასა­ხუ­ლი თურ­ქე­თის ერთი ღა­მის ის­ტო­რია

ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა მო­სახ­ლე­ო­ბას ვი­დეო მი­მარ­თვა აქამ­დეც გა­უგ­ზავ­ნა და სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლა სთხო­ვა.

თურ­ქეთ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი გა­დატ­რი­ა­ლე­ბა გუ­შინ გვი­ან ღა­მით და­ი­წყო. შე­ი­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ნა­წილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მმარ­თვე­ლო­ბა­ზე კონ­ტრო­ლის დამ­ყა­რე­ბას გეგ­მავ­და, რის შემ­დე­გაც ქვე­ყა­ნა­ში კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი გა­მო­ა­ცხა­და.

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, თურ­ქეთ­ში 2745 მო­სა­მარ­თლე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ხელ­მწი­ფო სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო Anadolu ავ­რცე­ლებს. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე­ე­ბი­სა და პრო­კუ­რო­რე­ბის უმაღ­ლეს­მა საბ­ჭომ მი­ი­ღო.

თურ­ქეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ქრო­ნი­კა იხი­ლეთ ტეგ­ზე #სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა თურ­ქეთ­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

270 დაღუპული, 1440 დაშავებული, 2839 დაკავებული ამბოხებული - ბოლო ინფორმაცია თურქეთიდან

270 დაღუპული, 1440 დაშავებული, 2839 დაკავებული ამბოხებული - ბოლო ინფორმაცია თურქეთიდან

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას 270-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნული განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა გააკეთა.

მთავრობის მეთაურის ცნობით, ამ დროისთვის 1440 ადამიანია დაშავებული. ისინი შესაბამის სამედიცინო მომსახურებას ადგილობრივ საავადმყოფოებში იღებენ. სპეცოპერაციების მიმდინარეობისას სახელისუფლებო ძალებმა 2839 მეამბოხე დააკავეს.

სამართალდამცავთა განმარტებით, თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ალექსანდროპოლისის აეროპორტში დაეშვა. სამხედრო გადატრიალებაში მონაწილე 8 სამხედრო პირმა საბერძნეთში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. ისინი საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავეს. საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დაკავებულთა უკან თურქეთში დაბრუნება მოითხოვა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მოსახლეობას სატელეფონო შეტყობინებები გაუგზავნა. ქვეყნის პირველმა პირმა მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლა და ხელისუფლების დაცვა სთხოვა.  აქვე შეგიძლიათ ნახოთ: ფოტოზე ასახული თურქეთის ერთი ღამის ისტორია

ქვეყნის პრეზიდენტმა მოსახლეობას ვიდეო მიმართვა აქამდეც გაუგზავნა და სახელმწიფო გადატრიალებისთვის ხელის შეშლა სთხოვა.

თურქეთში შეიარაღებული გადატრიალება გუშინ გვიან ღამით დაიწყო. შეირაღებული ძალების ნაწილმა განაცხადა, რომ მმართველობაზე კონტროლის დამყარებას გეგმავდა, რის შემდეგაც ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოაცხადა.

ბოლო ინფორმაციით, თურქეთში 2745 მოსამართლე გაათავისუფლეს. აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს. გადაწყვეტილება მოსამართლეებისა და პროკურორების უმაღლესმა საბჭომ მიიღო.

თურქეთში განვითარებული მოვლენების ქრონიკა იხილეთ ტეგზე #სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თურქეთში

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა