პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოტოზე ასახული ერთი ღამის ისტორია - სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თურქეთში
ფოტოზე ასახული ერთი ღამის ისტორია - სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თურქეთში

თურ­ქეთ­ში და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ 60-ს მი­აღ­წია, - ამის შე­სა­ხებ "ბი­ბი­სის" ცნო­ბით, ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია იტყო­ბი­ნე­ბა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბით, მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბი არი­ან. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ა­კა­ვეს 336 ადა­მი­ა­ნი. რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ნა­ლი ილ­დი­რი­მი აცხა­დებს, ამ დრო­ის­თვის ვი­თა­რე­ბა მეტ­წი­ლად კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

მან ასე­ვე ბრძა­ნე­ბა გას­ცა ჩა­მო­აგ­დონ ის სამ­ხედ­რო ლა­ი­ნე­რი, რო­მელ­საც აჯან­ყე­ბუ­ლე­ბი იყე­ნე­ბენ. გარ­და ამი­სა, ამ დრომ­დე უც­ნო­ბია გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი.

ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ იგი ამ­ბო­ხე­ბულ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა მძევ­ლად აიყ­ვა­ნეს.

ჯერ უც­ნო­ბია ვინ ხელ­მძღვა­ნე­ლობს აჯან­ყე­ბულ სამ­ხედ­რო­ებს და რამ­დე­ნად დიდი მხარ­და­ჭე­რა აქვს გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტორს.

რაც შე­ე­ხე­ბა ქა­ლა­ქებ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას, "ბი­ბი­სი" იტყო­ბი­ნე­ბა, რომ სრო­ლის ხმა მთა­ვარ ქა­ლა­ქებ­ში პე­რი­ო­დუ­ლად ის­მის.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თურ­ქეთ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი გა­დატ­რი­ა­ლე­ბა გუ­შინ გვი­ან ღა­მით და­ი­წყო. შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ნა­წილ­მა გან­ცხა­და, რომ მარ­თვე­ლო­ბა­ზე კონ­ტრო­ლის დამ­ყა­რე­ბას გეგ­მავ­და, რის შემ­დე­გაც ქვე­ყა­ნა­ში კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი გა­მო­ა­ცხა­და. სტამ­ბო­ლი­სა და ან­კა­რას ქუ­ჩებ­ში ტან­კე­ბი და სხვა მძი­მე შე­ი­ა­რა­ღე­ბა გა­მოჩ­ნდა, სა­ჰა­ე­რო სივ­რცეს ამ­ბო­ხე­ბუ­ლე­ბი თვითმფრი­ნა­ვე­ბის მეშ­ვე­ო­ბით აკონ­ტრო­ლებ­დნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მათ ქვეყ­ნის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ზე სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა რე­ჯეპ ტაიპ ერ­დო­ღან­მა ტე­ლე­მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, შემ­დეგ კი სა­კუ­თარ მხრდამ­ჭე­რებს შეხ­ვდა და მო­სახ­ლე­ო­ბას ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში დარ­ჩე­ნა სთხო­ვა იქამ­დე, სა­ნამ ვი­თა­რე­ბა არ მოგ­ვარ­დე­ბო­და. სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბას 200-მდე ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, მათ შო­რის 17 სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი იყო. ნა­ხეთ ფო­ტო­ე­ბი

თურ­ქეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ქრო­ნი­კა იხი­ლეთ ტეგ­ზე #სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა თურ­ქეთ­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

ფოტოზე ასახული ერთი ღამის ისტორია - სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თურქეთში

ფოტოზე ასახული ერთი ღამის ისტორია - სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თურქეთში

თურქეთში დაღუპულთა რაოდენობამ 60-ს მიაღწია, - ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება.

გავრცელებული ცნობით, მათი უმრავლესობა სამოქალაქო პირები არიან. ოფიციალური ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში დააკავეს 336 ადამიანი. როგორც პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი აცხადებს, ამ დროისთვის ვითარება მეტწილად კონტროლს ექვემდებარება.

მან ასევე ბრძანება გასცა ჩამოაგდონ ის სამხედრო ლაინერი, რომელსაც აჯანყებულები იყენებენ. გარდა ამისა, ამ დრომდე უცნობია გენერალური შტაბის ხელმძღვანელის ადგილსამყოფელი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგი ამბოხებულმა სამხედროებმა მძევლად აიყვანეს.

ჯერ უცნობია ვინ ხელმძღვანელობს აჯანყებულ სამხედროებს და რამდენად დიდი მხარდაჭერა აქვს გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორს.

რაც შეეხება ქალაქებში არსებულ ვითარებას, "ბიბისი" იტყობინება, რომ სროლის ხმა მთავარ ქალაქებში პერიოდულად ისმის.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში შეიარაღებული გადატრიალება გუშინ გვიან ღამით დაიწყო. შეიარაღებული ძალების ნაწილმა განცხადა, რომ მართველობაზე კონტროლის დამყარებას გეგმავდა, რის შემდეგაც ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოაცხადა. სტამბოლისა და ანკარას ქუჩებში ტანკები და სხვა მძიმე შეიარაღება გამოჩნდა, საჰაერო სივრცეს ამბოხებულები თვითმფრინავების მეშვეობით აკონტროლებდნენ. მოგვიანებით, მათ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ტელემიმართვა გაავრცელა, შემდეგ კი საკუთარ მხრდამჭერებს შეხვდა და მოსახლეობას ქალაქის ქუჩებში დარჩენა სთხოვა იქამდე, სანამ ვითარება არ მოგვარდებოდა. სამხედრო გადატრიალების მცდელობას 200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 17 სამართალდამცველი იყო. ნახეთ ფოტოები

თურქეთში განვითარებული მოვლენების ქრონიკა იხილეთ ტეგზე #სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თურქეთში

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა