პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალმა ფეისბუქზე პირდაპირი ტრანსლაციით გადასცა, როგორ დაჭრა პოლიციელმა მისი შეყვარებული
ქალმა ფეისბუქზე პირდაპირი ტრანსლაციით გადასცა, როგორ დაჭრა პოლიციელმა მისი შეყვარებული

მი­ნე­სო­ტა­ში პო­ლი­ცი­ამ სა­ცო­ბის დროს სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რა 32 წლის მა­მა­კა­ცი. მოკ­ლუ­ლის შეყ­ვა­რე­ბულ­მა დაჭ­რის მო­მენ­ტი­დან გა­და­ი­ღო სის­ხლი­ა­ნი ინ­ცი­დენ­ტი და ფე­ის­ბუქ­ზე პირ­და­პირ ჩარ­თვით გა­ნა­თავ­სა. ქალი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­მა ცე­ცხლი უმი­ზე­ზოდ გახ­სნა.

კადრში ჩანს 32 წლის ფი­ლან­დო კას­ტი­ლე, რო­მე­ლიც მგზავ­რის სა­ვარ­ძელ­ზე ზის და მა­ი­სუ­რი სის­ხლით აქვს მოს­ვრი­ლი. ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა. სა­ცო­ბის დროს პო­ლი­ცი­ამ მას მარ­თვის მოწ­მო­ბის წარ­დგე­ნა მოს­თხო­ვა. "მან უთხრა, რომ სა­ფუ­ლე­ში ედო მოწ­მო­ბა და პის­ტო­ლე­ტი ჰქონ­და ქა­მარ­ზე, რად­გან მისი ტა­რე­ბის ლი­ცენ­ზია გა­აჩ­ნდა. ოფი­ცერ­მა უთხრა, არ გა­ინ­ძრეო. რო­დე­საც ხელი წა­ი­ღო სა­ბუ­თის ამო­სა­ღე­ბად, პო­ლი­ცი­ელ­მა ხუთ­ჯერ ეს­რო­ლა", - ყვე­ბა გარ­დაც­ვლი­ლის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.

იხი­ლეთ ინ­ცი­დენ­ტის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი

"ჯან­და­ბა, ვუ­თხა­რი არ გა­ინ­ძრე-თქო. ვუ­თხა­რი, ხელი არ გა­ა­მოძ­რაო-თქო" - ის­მის ვი­დე­ო­ში პო­ლი­ცი­ე­ლის ხმა. ქალი პა­სუ­ხობს, "თქვენ უთხა­რით, სა­ბუ­თი წარ­მო­ად­გი­ნე­თო".

ვი­დე­ო­ში ქალს და მის 4 წლის შვილს უბ­რძა­ნე­ბენ მან­ქა­ნის და­ტო­ვე­ბას. "გთხოვთ, არ მი­თხრათ, რომ ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ეს არ და­უმ­სა­ხუ­რე­ბია. წმინ­და პავ­ლეს სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მუ­შა­ობს. ნა­სა­მარ­თლე­ვი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა. არც ბან­დის წევ­რია, არა­ფე­რი", - ის­მის გო­გო­ნას ხმა ვი­დე­ო­ში.

მომ­ზაებუ­ლია nypost.com-ს მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ქალმა ფეისბუქზე პირდაპირი ტრანსლაციით გადასცა, როგორ დაჭრა პოლიციელმა მისი შეყვარებული

ქალმა ფეისბუქზე პირდაპირი ტრანსლაციით გადასცა, როგორ დაჭრა პოლიციელმა მისი შეყვარებული

მინესოტაში პოლიციამ საცობის დროს სასიკვდილოდ დაჭრა 32 წლის მამაკაცი. მოკლულის შეყვარებულმა დაჭრის მომენტიდან გადაიღო სისხლიანი ინციდენტი და ფეისბუქზე პირდაპირ ჩართვით განათავსა. ქალი ირწმუნება, რომ პოლიციის თანამშრომელმა ცეცხლი უმიზეზოდ გახსნა.

კადრში ჩანს 32 წლის ფილანდო კასტილე, რომელიც მგზავრის სავარძელზე ზის და მაისური სისხლით აქვს მოსვრილი. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. საცობის დროს პოლიციამ მას მართვის მოწმობის წარდგენა მოსთხოვა. "მან უთხრა, რომ საფულეში ედო მოწმობა და პისტოლეტი ჰქონდა ქამარზე, რადგან მისი ტარების ლიცენზია გააჩნდა. ოფიცერმა უთხრა, არ გაინძრეო. როდესაც ხელი წაიღო საბუთის ამოსაღებად, პოლიციელმა ხუთჯერ ესროლა", - ყვება გარდაცვლილის შეყვარებული.

იხილეთ ინციდენტის ამსახველი კადრები

"ჯანდაბა, ვუთხარი არ გაინძრე-თქო. ვუთხარი, ხელი არ გაამოძრაო-თქო" - ისმის ვიდეოში პოლიციელის ხმა. ქალი პასუხობს, "თქვენ უთხარით, საბუთი წარმოადგინეთო".

ვიდეოში ქალს და მის 4 წლის შვილს უბრძანებენ მანქანის დატოვებას. "გთხოვთ, არ მითხრათ, რომ ჩემი შეყვარებული გარდაიცვალა. ეს არ დაუმსახურებია. წმინდა პავლეს საჯარო სკოლაში მუშაობს. ნასამართლევი არასოდეს ყოფილა. არც ბანდის წევრია, არაფერი", - ისმის გოგონას ხმა ვიდეოში.

მომზაებულია nypost.com-ს მიხედვით

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა