საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის მამაკაცი, რომელმაც ორლანდოში სასაკლაო მოაწყო - ტრაგედიის ყველა დეტალი
ვინ არის მამაკაცი, რომელმაც ორლანდოში სასაკლაო მოაწყო - ტრაგედიის ყველა დეტალი

12 ივ­ნისს გამ­თე­ნი­ი­სას, ამე­რი­კის ქა­ლაქ ორ­ლან­დო­ში სრო­ლე­ბის შე­დე­გად 50 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, დაჭ­რი­ლე­ბის რი­ცხვი 53-ს აღ­წევს. მათ შო­რის რამ­დე­ნი­მე კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ცე­ცხლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­მა ორ­ლან­დოს გეი-კლუბ Pulse-ში გახ­სნა. თავ­დამ­სხმე­ლის ლიკ­ვი­და­ცია სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. ის 29 წლის ომარ მა­ტი­ნი აღ­მოჩ­ნდა.

მა­სობ­რი­ვი მკვლე­ლო­ბის­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უკვე აიღო დაჯ­გუ­ფე­ბა "ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ". შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცია ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის კუთ­ვნილ­მა მე­დი­ა­სა­ა­გენ­ტომ "ამაქ­მა" გა­ავ­რცე­ლა. "ფლო­რი­დას შტა­ტის ქა­ლაქ ორ­ლან­დო­ში თავ­დას­ხმა გეი-კლუბ­ზე "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ბო­ე­ვიკ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა", - ნათ­ქვა­მია სა­ა­გენ­ტოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რო­გორც ამე­რი­კუ­ლი მე­დია იტყო­ბი­ნე­ბა, ეთ­ნი­კურ­მა ავ­ღა­ნელ­მა ომარ მა­ტინ­მა ის­ლა­მის­ტე­ბის ლი­დე­რის, აბუ ბაქრ ალ-ბაღ­და­დის ერ­თგუ­ლე­ბის ფიცი დადო. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მა­ტინ­მა სა­საკ­ლა­ოს მო­წყო­ბამ­დე 911-ზე და­რე­კა და აბუ ბაქრ ალ-ბაღ­და­დი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბა და­ა­დას­ტუ­რა. მან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას ძმე­ბი ცარ­ნა­ე­ვე­ბიც მო­იხ­სე­ნია, რომ­ლებ­მაც 2013 წელს ბოს­ტო­ნის მა­რა­თო­ნის დროს ტე­რაქ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს (ბოს­ტო­ნის ტე­რაქტს 6 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, 300-მდე კი სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა და­ზი­ა­ნე­ბით მო­ა­თავ­სეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში).

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან

აშშ-ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თავ­დამ­სხმე­ლი­სა და ის­ლა­მის­ტე­ბის კავ­შირ­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა ჯერ არ გა­უ­კე­თე­ბია, თუმ­ცა რო­გორც გა­მო­ძი­ე­ბა­თა ფე­დე­რა­ლურ ბი­უ­რო­ში აცხა­დე­ბენ, თავ­დამ­სხმე­ლი რა­დი­კა­ლუ­რი ის­ლა­მის მი­მართ ლო­ი­ა­ლუ­რად იყო გან­წყო­ბი­ლი.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­კი­თხეს მა­ტი­ნის ექს-მე­უღ­ლე. რო­გორც მან პო­ლი­ცი­ა­ში გა­ნა­ცხა­და, ყო­ფი­ლი ქმა­რი ფსი­ქი­კუ­რად გა­უ­წო­ნას­წო­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. ქა­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე მას ხში­რად ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბო­და და ნა­თე­სა­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას უკ­რძა­ლავ­და. მა­ტი­ნის მე­უღ­ლის ცნო­ბით, თავ­დამ­სხმე­ლი ჰო­მო­ფო­ბი იყო, თუმ­ცა რა­დი­კა­ლუ­რი ექ­სტრე­მიზ­მით არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და.

ტრა­გე­დი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა აშშ-ის პირ­ვე­ლი პირი. პრე­ზი­დენ­ტმა ორ­ლან­დო­ში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას "ტე­რო­რი­სა და სი­ძულ­ვი­ლის აქტი" უწო­და. სპე­ცი­ა­ლურ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში ბა­რაქ ობა­მამ გა­ნა­ცხა­და, რომ მომ­ხდა­რი კი­დევ ერთხელ შეხ­სე­ნე­ბაა, რომ თავ­დას­ხმა აშშ-ის ნე­ბის­მი­ერ მო­ქა­ლა­ქე­ზე არის თავ­დას­ხმა ყვე­ლა ამე­რი­კელ­ზე. "ჩვენ არ შეგ­ვე­შინ­დე­ბა და ერ­თმა­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ არ გან­ვე­წყო­ბით. ამის ნაც­ვლად ჩვენ ვიქ­ნე­ბით ერ­თად იმის­თვის, რომ ჩვე­ნი ხალ­ხი, ჩვე­ნი ერი და­ვიც­ვათ და მი­ვი­ღოთ ზო­მე­ბი მათ წი­ნა­აღ­მდეგ, ვინც გვე­მუქ­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა.

ვინ არის მამაკაცი, რომელმაც ორლანდოში სასაკლაო მოაწყო - ტრაგედიის ყველა დეტალი

ვინ არის მამაკაცი, რომელმაც ორლანდოში სასაკლაო მოაწყო - ტრაგედიის ყველა დეტალი

12 ივნისს გამთენიისას, ამერიკის ქალაქ ორლანდოში სროლების შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა, დაჭრილების რიცხვი 53-ს აღწევს. მათ შორის რამდენიმე კრიტიკულ მდგომარეობაშია. ცეცხლი ახალგაზრდა მამაკაცმა ორლანდოს გეი-კლუბ Pulse-ში გახსნა. თავდამსხმელის ლიკვიდაცია სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე განახორციელეს. ის 29 წლის ომარ მატინი აღმოჩნდა.

მასობრივი მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა უკვე აიღო დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ". შესაბამისი ინფორმაცია ტერორისტული დაჯგუფების კუთვნილმა მედიასააგენტომ "ამაქმა" გაავრცელა. "ფლორიდას შტატის ქალაქ ორლანდოში თავდასხმა გეი-კლუბზე "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკმა განახორციელა", - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ამერიკული მედია იტყობინება, ეთნიკურმა ავღანელმა ომარ მატინმა ისლამისტების ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ერთგულების ფიცი დადო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მატინმა სასაკლაოს მოწყობამდე 911-ზე დარეკა და აბუ ბაქრ ალ-ბაღდადისადმი ერთგულება დაადასტურა. მან სატელეფონო საუბრისას ძმები ცარნაევებიც მოიხსენია, რომლებმაც 2013 წელს ბოსტონის მარათონის დროს ტერაქტი განახორციელეს (ბოსტონის ტერაქტს 6 ადამიანი ემსხვერპლა, 300-მდე კი სხეულის სხვადასხვა დაზიანებით მოათავსეს საავადმყოფოში).

დაათვალიერეთ ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

აშშ-ის ხელისუფლებას თავდამსხმელისა და ისლამისტების კავშირზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა როგორც გამოძიებათა ფედერალურ ბიუროში აცხადებენ, თავდამსხმელი რადიკალური ისლამის მიმართ ლოიალურად იყო განწყობილი.

სამართალდამცველებმა დაკითხეს მატინის ექს-მეუღლე. როგორც მან პოლიციაში განაცხადა, ყოფილი ქმარი ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანი იყო. ქალის ინფორმაციით, ყოფილი მეუღლე მას ხშირად ფიზიკურად უსწორდებოდა და ნათესავებთან ურთიერთობას უკრძალავდა. მატინის მეუღლის ცნობით, თავდამსხმელი ჰომოფობი იყო, თუმცა რადიკალური ექსტრემიზმით არ გამოირჩეოდა.

ტრაგედიას გამოეხმაურა აშშ-ის პირველი პირი. პრეზიდენტმა ორლანდოში მომხდარ ტრაგედიას "ტერორისა და სიძულვილის აქტი" უწოდა. სპეციალურ ვიდეომიმართვაში ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ მომხდარი კიდევ ერთხელ შეხსენებაა, რომ თავდასხმა აშშ-ის ნებისმიერ მოქალაქეზე არის თავდასხმა ყველა ამერიკელზე. "ჩვენ არ შეგვეშინდება და ერთმანეთის წინააღმდეგ არ განვეწყობით. ამის ნაცვლად ჩვენ ვიქნებით ერთად იმისთვის, რომ ჩვენი ხალხი, ჩვენი ერი დავიცვათ და მივიღოთ ზომები მათ წინააღმდეგ, ვინც გვემუქრება", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა