მოზაიკა
პოლიტიკა
სამხედრო

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაპირისპირება მატჩის შემდეგ: რუსი ფანები ინგლისელ გულშემატკივრებს დაერივნენ, რამდენიმე ჰოსპიტალიზებულია
დაპირისპირება მატჩის შემდეგ: რუსი ფანები ინგლისელ გულშემატკივრებს დაერივნენ, რამდენიმე ჰოსპიტალიზებულია

11 ივ­ნისს, საფ­რან­გეთ­ში მიმ­დი­ნა­რე ევ­რო­პის 2016 წლის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე B ჯგუ­ფის მე­ო­რე შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა, რო­მელ­შიც ინ­გლი­სის ნაკ­რე­ბი რუ­სე­თის ეროვ­ნულ გუნდს და­უ­პი­რის­პირ­და და ფრეს დას­ჯერ­და - 1:1.

ინ­გლის-რუ­სე­თის მატ­ჩის შემ­დეგ მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი ინ­გლი­სე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი არი­ან. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ BBC ავ­რცე­ლებს საფ­რან­გეთ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ელჩზე დაყ­რდნო­ბით.

ინ­გლის-რუ­სე­თის მატ­ჩის შემ­დეგ, რო­მე­ლიც საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ მარ­სელ­ში გა­ი­მარ­თა, რუსი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის ნა­წი­ლი იმ ტრი­ბუ­ნა­ზე შე­იჭ­რა, სა­დაც ინ­გლი­სის ფა­ნე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და ინ­გლი­სის დრო­შე­ბის და­ხე­ვა სცა­დეს. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, ისი­ნი ბრი­ტა­ნე­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სხვა­დას­ხვა ნივ­თებს და ასა­ფეთ­ქე­ბელ მაშ­ხა­ლებს ის­როდ­ნენ. ინ­გლი­სე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის ნა­წილ­მა თავს გაქ­ცე­ვით უშ­ვე­ლა.

"აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ვი­გე, რუ­სე­ბის მიერ გა­ტა­ნი­ლი გო­ლის შემ­დეგ მათ ჩვენს ტრი­ბუ­ნებ­ზე და­ი­წყეს შე­მოჭ­რა. ინ­გლი­სე­ლი ფა­ნე­ბის­გან გამ­წვა­ვე­ბა არც ყო­ფი­ლა, ისი­ნი უბ­რა­ლოდ ცდი­ლობ­დნენ თავი და­ეღ­წი­ათ მათ­გან. სტა­დი­ონ­ზე პო­ლი­ცია არ იყო და დაც­ვის პერ­სო­ნა­ლი მათ ვერ გა­უმკლავ­და" - ერთ-ერთი ლონ­დო­ნე­ლი ფანი BBC-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

რუსი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის ქმე­დე­ბებს უეფა შე­ი­წავ­ლის.

საფ­რან­გეთ­ში მიმ­დი­ნა­რე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფარ­გლებ­ში, ინ­გლის­სა და რუ­სეთს შო­რის გუ­შინ გა­მარ­თუ­ლი მატ­ჩი ფრედ, ან­გა­რი­შით 1:1 დას­რულ­და.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

დაპირისპირება მატჩის შემდეგ: რუსი ფანები ინგლისელ გულშემატკივრებს დაერივნენ, რამდენიმე ჰოსპიტალიზებულია

დაპირისპირება მატჩის შემდეგ: რუსი ფანები ინგლისელ გულშემატკივრებს დაერივნენ, რამდენიმე ჰოსპიტალიზებულია

11 ივნისს, საფრანგეთში მიმდინარე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე B ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ინგლისის ნაკრები რუსეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და ფრეს დასჯერდა - 1:1.

ინგლის-რუსეთის მატჩის შემდეგ მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული ინგლისელი გულშემატკივრები ჰოსპიტალიზებული არიან. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს საფრანგეთში გაერთიანებული სამეფოს ელჩზე დაყრდნობით.

ინგლის-რუსეთის მატჩის შემდეგ, რომელიც საფრანგეთის ქალაქ მარსელში გაიმართა, რუსი გულშემატკივრების ნაწილი იმ ტრიბუნაზე შეიჭრა, სადაც ინგლისის ფანები იმყოფებოდნენ და ინგლისის დროშების დახევა სცადეს. თვითმხილველების თქმით, ისინი ბრიტანელების მიმართულებით სხვადასხვა ნივთებს და ასაფეთქებელ მაშხალებს ისროდნენ. ინგლისელი გულშემატკივრების ნაწილმა თავს გაქცევით უშველა.

"აფეთქების ხმა გავიგე, რუსების მიერ გატანილი გოლის შემდეგ მათ ჩვენს ტრიბუნებზე დაიწყეს შემოჭრა. ინგლისელი ფანებისგან გამწვავება არც ყოფილა, ისინი უბრალოდ ცდილობდნენ თავი დაეღწიათ მათგან. სტადიონზე პოლიცია არ იყო და დაცვის პერსონალი მათ ვერ გაუმკლავდა" - ერთ-ერთი ლონდონელი ფანი BBC-სთან ინტერვიუში.

რუსი გულშემატკივრების ქმედებებს უეფა შეიწავლის.

საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, ინგლისსა და რუსეთს შორის გუშინ გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

იხილეთ ვიდეო

ტარზანის როლის შემსრულებელი სავარაუდოდ, შაბათს მომხდარი ავიაკატასტროფის მსხვერპლთა შორისაა - რა ინფორმაციას ავრცელებს სამაშველო სამსახური

პუტინისა და ლუკაშენკოს გასეირნება შავ ზღვაში - სოჭში გამართული შეხვედრის დეტალები და არაფორმალურ გარემოში გადაღებული ფოტოები

"შეკვეთილი გლოვა“ - თურქმენეთის პრეზიდენტმა მამის გარდაცვალების გამო ოფიციალურ პირებს თავის გადაპარსვა მოსთხოვა