Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რესპუბლიკელის" სკანდალური გამოსვლა კონგრესში: "მოვუწოდებთ დასავლურ ბანკებს, გაყინონ ოლიგარქი ივანიშვილის აქტივები"
"რესპუბლიკელის" სკანდალური გამოსვლა კონგრესში: "მოვუწოდებთ დასავლურ ბანკებს, გაყინონ ოლიგარქი ივანიშვილის აქტივები"

ოქ­ტომ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში და­გეგ­მი­ლი არ­ჩევ­ნე­ბი უფრო მე­ტია, ვიდ­რე პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი. ამ არ­ჩევ­ნებ­ზე სა­ქარ­თვე­ლო გა­და­წყვეტს, რჩე­ბა თუ არა და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფოდ, თუ მო­იქ­ცე­ვა კო­რუფ­ცი­ის, რუსი ოლი­გარ­ქი­სა და რუ­სე­თის დო­მი­ნი­რე­ბის ქვეშ, - ასე­თი გან­ცხა­დე­ბით აშშ-ის კონ­გრე­სის ქვე­და პა­ლა­ტა­ში "რეს­პუბ­ლი­კე­ლი" კონ­გრეს­მე­ნი სტივ რა­სე­ლი წარ­დგა.

კონ­გრეს­მე­ნი სა­ქარ­თვე­ლოს გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ ქვე­ყა­ნას ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში უწევ­და ბრძო­ლა სა­კუ­თა­რი იდენ­ტო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, მათ შო­რის რუ­სე­თის დო­მი­ნი­რე­ბის­გან. კონ­გრეს­მე­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლომ ბრძო­ლის რთუ­ლი გზა გა­მო­ი­ა­რა. მი­სი­ვე თქმით, "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო რე­ფორ­მე­ბის გზას და­ად­გა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის თვით­გა­მორ­კვე­ვის სურ­ვი­ლი აშშ-მ და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სა­თა­ნა­დოდ და­ა­ფა­სეს.

იხი­ლეთ რა­სე­ლის გა­მოს­ვლის ვი­დეო

სტივ რა­სე­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლომ, და­სავ­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის­კენ სწრაფ­ვის­თვის მა­ღა­ლი სა­ფა­სუ­რი გა­და­ი­ხა­და, რად­გან რუ­სეთ­მა მისი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა. თა­ვის გა­მოს­ვლა­ში "რეს­პუბ­ლი­კე­ლი" კონ­გრეს­მე­ნი აღ­წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის მიღ­წე­ვებ­საც. ის აღ­ნიშ­ნავს, რომ დღემ­დე რუ­სე­თი ყვე­ლა­ფერს აკე­თებს პოსტსაბ­ჭო­ურ სივ­რცე­ში სა­კუ­თა­რი გავ­ლე­ნის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად და სა­ქარ­თვე­ლო­ში, უკ­რა­ი­ნა­სა და ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნებ­ში ერ­თნა­ი­რი მე­თო­დე­ბით მოქ­მე­დებს.

რა­სე­ლის თქმით, მოს­კო­ვის ქმე­დე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად სა­ქარ­თვე­ლომ შეძ­ლო სიმ­ტკი­ცის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, თუმ­ცა მოს­კო­ვი ცდი­ლობს ჩა­ე­რი­ოს სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში, პრო­რუ­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შექ­მნის იმე­დით. კონ­გრეს­მე­ნი ამ­ბობს, რომ ამ სქე­მა­ში მთა­ვა­რი მოქ­მე­დი პირი ოლი­გარ­ქი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლია, რო­მელ­საც რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ახლო მო­კავ­ში­რე­სა და მოს­კო­ვის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვილ პირს უწო­დებს.

მი­სი­ვე აზ­რით, ივა­ნიშ­ვი­ლი შე­ეც­დე­ბა, ოქ­ტომ­ბერ­ში და­გეგ­მილ არ­ჩევ­ნებ­ზე გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს, ხმე­ბის მოს­ყიდ­ვი­სა და ოპო­ნენ­ტებ­თან გამ­კლა­ვე­ბის გზით, რის კონ­ტექ­სტშიც, კონ­გრეს­მე­ნი მო­უ­წო­დებს აშშ-ის პრე­ზი­დენტ ბა­რაქ ობა­მას, კარ­გად და­აკ­ვირ­დეს ოქ­ტომ­ბერ­ში და­გეგ­მილ არ­ჩევ­ნებს. ამას­თან, კონ­გრეს­მე­ნი გა­მო­დის კი­დევ ერთი მო­წო­დე­ბით: ის მი­მარ­თავს აშშ-ის ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­სა და და­სავ­ლურ ბან­კებს, "გა­ყი­ნონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ფი­ნან­სუ­რი აქ­ტი­ვე­ბი, ია­რა­ღით უკა­ნო­ნო ვაჭ­რო­ბის გამო".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "შალ­ვამ ურ­ჩია?" - რო­მე­ლი ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი ესა­უბ­რა ამე­რი­კელ კონ­გრეს­მენს ივა­ნიშ­ვილ­ზე სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბამ­დე

"რესპუბლიკელის" სკანდალური გამოსვლა კონგრესში: "მოვუწოდებთ დასავლურ ბანკებს, გაყინონ ოლიგარქი ივანიშვილის აქტივები"

"რესპუბლიკელის" სკანდალური გამოსვლა კონგრესში: "მოვუწოდებთ დასავლურ ბანკებს, გაყინონ ოლიგარქი ივანიშვილის აქტივები"

ოქტომბერში საქართველოში დაგეგმილი არჩევნები უფრო მეტია, ვიდრე პოლიტიკური პროცესი. ამ არჩევნებზე საქართველო გადაწყვეტს, რჩება თუ არა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, თუ მოიქცევა კორუფციის, რუსი ოლიგარქისა და რუსეთის დომინირების ქვეშ, - ასეთი განცხადებით აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში "რესპუბლიკელი" კონგრესმენი სტივ რასელი წარდგა.

კონგრესმენი საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უწევდა ბრძოლა საკუთარი იდენტობის შესანარჩუნებლად, მათ შორის რუსეთის დომინირებისგან. კონგრესმენი აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ ბრძოლის რთული გზა გამოიარა. მისივე თქმით, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველო რეფორმების გზას დაადგა და ქართველი ხალხის თვითგამორკვევის სურვილი აშშ-მ და საერთაშორისო საზოგადოებამ სათანადოდ დააფასეს.

იხილეთ რასელის გამოსვლის ვიდეო

სტივ რასელის განცხადებით, საქართველომ, დასავლური ღირებულებებისკენ სწრაფვისთვის მაღალი საფასური გადაიხადა, რადგან რუსეთმა მისი ტერიტორიების ოკუპირება მოახდინა. თავის გამოსვლაში "რესპუბლიკელი" კონგრესმენი აღწერს მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მიღწევებსაც. ის აღნიშნავს, რომ დღემდე რუსეთი ყველაფერს აკეთებს პოსტსაბჭოურ სივრცეში საკუთარი გავლენის შესანარჩუნებლად და საქართველოში, უკრაინასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ერთნაირი მეთოდებით მოქმედებს.

რასელის თქმით, მოსკოვის ქმედებების მიუხედავად საქართველომ შეძლო სიმტკიცის შენარჩუნება, თუმცა მოსკოვი ცდილობს ჩაერიოს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში, პრორუსული ხელისუფლების შექმნის იმედით. კონგრესმენი ამბობს, რომ ამ სქემაში მთავარი მოქმედი პირი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირესა და მოსკოვის ნდობით აღჭურვილ პირს უწოდებს.

მისივე აზრით, ივანიშვილი შეეცდება, ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე გავლენა მოახდინოს, ხმების მოსყიდვისა და ოპონენტებთან გამკლავების გზით, რის კონტექსტშიც, კონგრესმენი მოუწოდებს აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას, კარგად დააკვირდეს ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებს. ამასთან, კონგრესმენი გამოდის კიდევ ერთი მოწოდებით: ის მიმართავს აშშ-ის ფინანსთა სამინისტროსა და დასავლურ ბანკებს, "გაყინონ ბიძინა ივანიშვილის ფინანსური აქტივები, იარაღით უკანონო ვაჭრობის გამო".

"ინტერპრესნიუსი"

ასევე წაიკითხეთ: "შალვამ ურჩია?" - რომელი ქართველი პოლიტიკოსი ესაუბრა ამერიკელ კონგრესმენს ივანიშვილზე სკანდალური განცხადების გაკეთებამდე

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა