თურქეთის მთავრობა რადიკალების წინააღმდეგ არ იბრძვის, ის მათთან თანამშრომლობს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა "პირდაპირი ხაზის" დროს განაცხადა. მისივე თქმით, თურქეთში ახლა სამოქალაქო ომი მიმდინარეობს.
კრემლის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი თურქეთს მტრად არ მიიჩნევს.
"თურქეთი ჩვენ მიგვაჩნია მეგობრად, თურქი ერი კი ჩვენი ერის მეგობრად. ჩვენ გვაქვს პრობლემები ზოგიერთ პოლიტიკური ლიდერთან, რომელთა ქმედებებიც, ჩვენი აზრით, არაადეკვატურია და მას ადეკვატური რეაგირება სჭირდება", - განაცხადა პუტინმა.
ამასთან, 12 წლის ბავშვის შეკითხვას - ვის გადაარჩენდა პირველად იმ შემთხვევაში, პოროშენკო და ერდოღანი რომ იხრჩობოდნენ, კრემლის ლიდერმა შემდეგნაირად უპასუხა: თუ ვინმემ დახრჩობა გადაწყვიტა, გადარჩენა შეუძლებელია. თუმცა, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, დახმარების ხელი გავუწოდოთ ჩვენს ნებისმიერ პარტნიორს, თუ მას ეს სურს", - განაცხადა პუტინმა.