პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრო: "თვითმფრინავის გამტაცებელი ტერორისტი არ არის, ის იდიოტია" - ბორტზე მძევლები კვლავ იმყოფებიან
ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრო: "თვითმფრინავის გამტაცებელი ტერორისტი არ არის, ის იდიოტია" - ბორტზე მძევლები კვლავ იმყოფებიან

"ის ტე­რო­რის­ტი არ არის, იდი­ო­ტია", - ასე შე­ა­ფა­სა ეგ­ვიპ­ტის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ თვითმფრი­ნა­ვის გამ­ტა­ცებ­ლის ქმე­დე­ბე­ბი. რო­გორც გა­მო­ცე­მა "ტე­ლეგ­რა­ფი" იტყო­ბი­ნე­ბა, აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა ეგ­ვიპ­ტის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერ­თმა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ა­კე­თა.

"ტე­რო­რის­ტე­ბი გი­ჟე­ბი არი­ან, მაგ­რამ არა ბრიყ­ვე­ბი, ეს ადა­მი­ა­ნი კი ბრიყ­ვია", - გა­ნა­ცხა­დეს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.

რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, იბ­რა­ჰიმ სა­მა­ჰამ ეგ­ვიპ­ტუ­რი კომ­პა­ნი­ის კუთ­ვნი­ლი სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნა­ვი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის გამო გა­ი­ტა­ცა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია კვიპ­რო­სის პრე­ზი­დენ­ტმა ნი­კოს ანას­ტა­სი­ა­დის­მა ცოტა ხნის წინ და­ა­დას­ტუ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­მა­ჰას ქმე­დე­ბე­ბი ტე­რო­რის­ტუ­ლი ხა­სი­ა­თის არ არის, არა­მედ ქალს უკავ­შირ­დე­ბა.

თვითმფრი­ნა­ვის გამ­ტა­ცებ­ლის ვი­ნა­ო­ბა უკვე და­ზუს­ტე­ბუ­ლია. რო­გორც CNN-ი იტყო­ბი­ნე­ბა, ახა­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ის ეთ­ნი­კუ­რი ეგ­ვიპ­ტე­ლი საიფ ელ დინ მუს­ტა­ფაა, ხოლო იბ­რა­ჰიმ სა­მა­ჰა ბორტზე მყო­ფი ერთ-ერთი მგზავ­რია.

რო­გორც მან ტე­ლე­კომ­პა­ნია "ბი­ბი­სი"-ს გა­ნუ­ცხა­და, ის ეგ­ვიპ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რია და გამ­ტა­ცე­ბე­ლი არ არის.

ამას­თან, ბორტზე მძევ­ლე­ბი კვლავ იმ­ყო­ფე­ბი­ან. ბორტზე შვი­დი მძე­ვა­ლი იმ­ყო­ფე­ბა, სამი მგზავ­რი და და ოთხი ეკი­პა­ჟის წევ­რი.

რო­გორც "ბი­ბი­სი" იტყო­ბი­ნე­ბა, ამის შე­სა­ხებ ეგ­ვიპ­ტის სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მან უარ­ყო მა­ნამ­დე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ თვითმფრი­ნა­ვი ყვე­ლა მძე­ვალ­მა და­ტო­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრო: "თვითმფრინავის გამტაცებელი ტერორისტი არ არის, ის იდიოტია" - ბორტზე მძევლები კვლავ იმყოფებიან

ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრო: "თვითმფრინავის გამტაცებელი ტერორისტი არ არის, ის იდიოტია" - ბორტზე მძევლები კვლავ იმყოფებიან

"ის ტერორისტი არ არის, იდიოტია", - ასე შეაფასა ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თვითმფრინავის გამტაცებლის ქმედებები. როგორც გამოცემა "ტელეგრაფი" იტყობინება, აღნიშნული განცხადება ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

"ტერორისტები გიჟები არიან, მაგრამ არა ბრიყვები, ეს ადამიანი კი ბრიყვია", - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

როგორც ცნობილი გახდა, იბრაჰიმ სამაჰამ ეგვიპტური კომპანიის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი ყოფილი მეუღლის გამო გაიტაცა.

აღნიშნული ინფორმაცია კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა და აღნიშნა, რომ სამაჰას ქმედებები ტერორისტული ხასიათის არ არის, არამედ ქალს უკავშირდება.

თვითმფრინავის გამტაცებლის ვინაობა უკვე დაზუსტებულია. როგორც CNN-ი იტყობინება, ახალი მონაცემებით, ის ეთნიკური ეგვიპტელი საიფ ელ დინ მუსტაფაა, ხოლო იბრაჰიმ სამაჰა ბორტზე მყოფი ერთ-ერთი მგზავრია.

როგორც მან ტელეკომპანია "ბიბისი"-ს განუცხადა, ის ეგვიპტის უნივერსიტეტის პროფესორია და გამტაცებელი არ არის.

ამასთან, ბორტზე მძევლები კვლავ იმყოფებიან. ბორტზე შვიდი მძევალი იმყოფება, სამი მგზავრი და და ოთხი ეკიპაჟის წევრი.

როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან უარყო მანამდე გავრცელებული ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი ყველა მძევალმა დატოვა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა