პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უმსხვილესი ტერაქტები, რომლებიც ევროპის ქვეყნებში ბოლო 50 წლის განმავლობაში მოხდა
უმსხვილესი ტერაქტები, რომლებიც ევროპის ქვეყნებში ბოლო 50 წლის განმავლობაში მოხდა

ბოლო 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში თვე ისე არ ჩა­ივ­ლის, რომ ევ­რო­პის რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნი­დან შემ­ზა­რა­ვი შე­ტყო­ბი­ნე­ბა არ მი­ვი­ღოთ. ხან ხალ­ხში გა­რე­უ­ლი თვით­მკვლე­ლი ტე­რო­რის­ტი იფეთ­ქებს თავს, ხან სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში მო­ქა­ლა­ქე­ებს ცე­ცხლსა­რო­ლი ია­რა­ღით ცხრი­ლა­ვენ.

ევ­რო­პა­ში ტე­რო­რის­ტულ­მა აქ­ტებ­მა იმა­ტა. მიმ­დი­ნა­რე წლის 22 მარტს ბრი­უ­სელ­ში მომ­ხდარ­მა აფეთ­ქე­ბებ­მა 31 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე შე­ი­წი­რა. და­შა­ვე­ბულ­თა რი­ცხვმა 200-ს გა­და­ა­ჭარ­ბა. ევ­რო­პუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამას არა­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან ასო­ბით ათა­სი მი­გარნ­ტის მი­ღე­ბას უკავ­ში­რებს. ბრი­უ­სელ­ში, ისე­ვე რო­გორც გა­სუ­ლი წლის 13 ნო­ემ­ბერს პა­რიზ­ში (130 და­ღუ­პუ­ლი) მომ­ხდარ თავ­დას­ხმებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა "ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ" აიღო.

ევ­რო­პის სა­ხელ­მწი­ფო­თა ნა­წი­ლი სა­ზღვრებ­ზე კონ­ტროლს ამ­კაც­რებს და მიგ­რან­ტე­ბის ახა­ლი ტალ­ღის მი­ღე­ბა­ზე რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის და­წე­სე­ბას აპი­რებს.

სა­ნამ ევ­რო­პა სი­რი­ე­ლი და ზო­გა­დად არა­ბი მი­გან­ტე­ბის სა­კი­თხი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი, ambebi.ge შე­ე­ცა­და გა­ერ­კვია, რამ­დე­ნად მშვი­დად ცხოვ­რობ­დნენ ევ­რო­პე­ლე­ბი ბოლო 50 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმე­ბი და აფეთ­ქე­ბე­ბი ევ­რო­პის ის­ტო­რი­ის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად იქცა. რამ­დე­ნად გან­სხვავ­დე­ბა ისი­ნი ინ­ტენ­სი­ვო­ბი­თა თუ მსხვერ­პლის მას­შტა­ბით დღე­ვან­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის­გან, თა­ვად გან­სა­ჯეთ.

1971-1972 წლე­ბი დიდი ბრი­ტა­ნე­თის თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ტრა­გი­კუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ა­ში გა­ჩა­ღე­ბულ­მა და­პი­რის­პი­რე­ბამ "ირ­ლან­დი­ის რეს­პუბ­ლი­კუ­რი არ­მი­ი­სა" და მისი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას შე­უ­წყო ხელი. 1971 წლის 4 დე­კემ­ბერს ქა­ლაქ ბელ­ფას­ტში, "მა­კგერ­გის" ბარ­ში ამოქ­მე­დე­ბულ­მა ბომბმა 15 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა. 17 და­შავ­და. გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბარ­ში ბომ­ბი "ოლსტერ­სის მო­ხა­ლი­სე­თა ძა­ლე­ბის" წევ­რებ­მა შე­ი­ტა­ნეს. ეს რა­დი­კა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ირ­ლან­დი­ის რეს­პუბ­ლი­კუ­რი არ­მი­ის" წი­ნა­აღ­მდეგ მოქ­მე­დებ­და და ჩრდი­ლო ირ­ლან­დი­ის დიდი ბრი­ტა­ნე­თის შე­ად­გენ­ლო­ბა­ში დარ­ჩე­ნის მომ­ხრე იყო.

1972 წლის მარ­ტში ბელ­ფას­ტში კი­დევ ორი აფეთ­ქე­ბა მოხ­და. 4 მარტს რეს­ტო­რან "აბერ­კორნ­ში", ერთ-ერთი მა­გი­დის ქვეშ და­ტო­ვე­ბულ ჩან­თა­ში და­მა­ლუ­ლი ბომ­ბი აფეთ­ქდა. ტე­რაქ­ტმა 2 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა, 130 - და­შავ­და. ბევ­რმა კი­დუ­რე­ბი და­კარ­გა და დაბრმავ­და. მე­ო­რე აფეთ­ქე­ბა 20 მარტს დო­უნ­გილ-სტრიტ­ზე მოხ­და. გა­ზეთ The News Letter-ის რე­დაქ­ცი­ის წინ და­ნაღ­მუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი აფეთ­ქდა. ინ­ცინ­დენ­ტის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა შვი­დი და და­შავ­და 148 ადა­მი­ა­ნი. ორი­ვე ტე­რაქ­ტში პო­ლი­ცი­ამ დამ­ნა­შა­ვედ "ირ­ლან­დი­ის რეს­პუბ­ლი­კუ­რი არ­მია" ცნო.

1972 წლის 31 ივ­ლისს ბრი­ტა­ნე­ლუი სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი­დევ ერ­თმა ტე­რაქ­ტმა შეძ­რა. პა­ტა­რა ქა­ლაქ კლო­უდ­ში (ჩრდი­ლო ირ­ლან­დია) ერ­თდრო­უ­ლად სამი ავ­ტო­მო­ბი­ლის აფეთ­ქე­ბამ 9 ადა­მი­ა­ნი შე­ი­წი­რა, 30 - და­იჭ­რა. ბრა­ლე­უ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, "ირ­ლან­დი­ის რეს­პუბ­ლი­კურ­მა არ­მი­ამ" ტე­რაქტთან კავ­ში­რი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო.

1973 წელს ტე­რაქ­ტე­ბის ტალ­ღამ იტა­ლი­ამ­დეც მი­აღ­წია. 17 დე­კემ­ბერს ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის სა­ხე­ლო­ბის აე­რო­პორ­ტში ორ ჯგუ­ფად გა­ყო­ფილ­მა ხუთ­მა პა­ლეს­ტი­ნელ­მა ნამ­დვი­ლი ქა­ო­სი მო­ა­წყო. სა­ნამ ერ­თმა ჯგუფ­მა ტერ­მი­ნა­ლის შე­ნო­ბა­ში ია­რა­ღით უმი­სა­მარ­თო სრო­ლა და­ი­წყო (და­ი­ღუ­პა 2 ადა­მი­ა­ნი), მე­ო­რე ჯგუ­ფი ბა­ქა­ნის­კენ გა­იჭ­რა და ავი­ა­კომ­პა­ნია Pan Am-ის Boeing 707-ში ხელ­ყუმ­ბა­რე­ბი შე­ყა­რა. საწ­ვა­ვით გა­წყო­ბი­ლი თვითმფრი­ნა­ვი ცე­ცხლის ალში გა­ეხ­ვა. ხან­ძარ­მა 30 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა. ტე­რო­რი­ტე­ბის შემ­დე­გი სა­მიზ­ნე გერ­მა­ნუ­ლი Lufthansa-ს ლა­ი­ნე­რი გახ­და. ტე­რო­რის­ტებ­მა მძევ­ლე­ბი აიყ­ვა­ნეს და თვითმფრი­ნა­ვი გა­ი­ტა­ცეს.

1974 წელს ბირ­მინ­გემ­ში (დიდი ბრი­ნა­ტე­თი) ჩან­თებ­ში და­მა­ლუ­ლი ბომ­ბე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან 46 მ-ით დაშ­რე­ბულ ორ ბარ­ში ერ­თდრო­უ­ლად აფეთ­ქდა. ინ­ცინ­დენ­ტმა 21 ადა­მი­ა­ნი შე­ი­წი­რა, 182 - და­შავ­და. 2005 წელს ლონ­დო­ნის მეტ­რო­ში მოხ­დარ აფეთ­ქე­ბამ­დე ეს შემ­თხვე­ვა ბრი­ტა­ნე­თის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი ტე­რაქ­ტი იყო. მომ­ხდარ­ში ბრა­ლი "ირ­ლან­დი­ის რეს­პუბ­ლი­კურ არ­მი­ას" დას­დეს. და­ვა­კე­ბულ 6 ირ­ლან­დი­ელს სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. 16 წლი­ა­ნი პა­ტი­რო­ბის შემ­დეგ გა­მო­ძი­ე­ბამ ისი­ნი გა­ა­მარ­თლა.

1980 წლის 17 იან­ვარს, "ირ­ლან­დი­ის რეს­პუბ­ლი­კურ­მა არ­მი­ამ" ბელ­ფას­ტის მახ­ლობ­ლად სამ­გზავ­რო მა­ტა­რე­ბე­ლი აა­ფეთ­ქა. და­ი­ღუ­პა სამი და და­იჭ­რა 5 ადა­მი­ა­ნი.

იმა­ვე წელს, 2 აგ­ვის­ტოს ქა­ლაქ ბო­ლო­ნი­ა­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბა, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ, იტა­ლი­ა­ში უმ­სხვი­ლე­სი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი გახ­და. რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რის მო­საც­დელ დარ­ბაზ­ში, უც­ნო­ბი პი­რის მიერ და­ტო­ვე­ბულ ჩან­თა­ში, აფეთ­ქე­ბულ­მა ბომბმა 85 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა, და­იჭ­რა - 200. მომ­ხდარ­ში მე­მარ­ცხე­ნე­თა რა­დი­კა­ლურ ორ­გა­ნი­ზა­ცია "წი­თელ ბრი­გა­დებს" დას­დეს ბრა­ლი. თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზ­რით, პო­ლი­ცია ხე­ლოვ­ნუ­რად აჭი­ა­ნუ­რებ­და გა­მო­ძი­ე­ბას. ტე­რაქ­ტის მო­ტი­ვი და მისი დამ­კვე­თი დღემ­დე უც­ნო­ბია.

1980 წელს კი­დევ ერთი მსხვი­ლი ტე­რაქ­ტი გერ­მა­ნი­ა­ში, ოქ­ტომ­ბერ­ფეს­ტის ფეს­ტი­ვალ­ზე მოხ­და. 26 სექ­ტემ­ბერს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტუ­ა­ლეტ­თან, ნაგ­ვის ურ­ნა­ში და­მა­ლულ­მა ბომბმა 13 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა. და­შა­ვე­ბულ­თა რი­ცხვმა 211 შე­ად­გი­ნა. ტე­რო­რის­ტი, მე­მარ­ჯვე­ნე ექ­სტრე­მის­ტი გუნ­დოლფ კე­ლე­რი აფეთ­ქე­ბი­სას და­ი­ღუ­პა. გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, ის მარ­ტო მოქ­მე­დებ­და.

1983 წლის 15 ივ­ლისს, "სომ­ხე­თის გან­მან­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი სა­ი­დუმ­ლო არ­მი­ის" წევ­რე­ბის მიერ პა­რი­ზის ორ­ლის აე­რო­პორ­ტში ორ­გა­ნი­ზე­ბულ­მა ტე­რაქტრმა 8 ადა­მი­ა­ნი შე­ი­წი­რა. აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­შავ­და 55 ადა­მი­ა­ნი.

გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში მსხვი­ლი ტე­რაქ­ტე­ბის ბოლო სე­რია 1995 წელს პა­რიზ­ში მო­ე­წყო. 25 ივ­ლი­სი­დან 17 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით პა­რი­ზის სხვა­დას­ხვა უბ­ნებ­ში მომ­ხდა­რი ხუთი აფეთ­ქე­ბი­სას ჯამ­ში 8 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 179 და­იჭ­რა.

მო­აზ­მა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძე

AMBEBI.GE

უმსხვილესი ტერაქტები, რომლებიც ევროპის ქვეყნებში ბოლო 50 წლის განმავლობაში მოხდა

უმსხვილესი ტერაქტები, რომლებიც ევროპის ქვეყნებში ბოლო 50 წლის განმავლობაში მოხდა

ბოლო 6 თვის განმავლობაში თვე ისე არ ჩაივლის, რომ ევროპის რომელიმე ქვეყნიდან შემზარავი შეტყობინება არ მივიღოთ. ხან ხალხში გარეული თვითმკვლელი ტერორისტი იფეთქებს თავს, ხან საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მოქალაქეებს ცეცხლსაროლი იარაღით ცხრილავენ.

ევროპაში ტერორისტულმა აქტებმა იმატა. მიმდინარე წლის 22 მარტს ბრიუსელში მომხდარმა აფეთქებებმა 31 მშვიდობიანი მოქალაქე შეიწირა. დაშავებულთა რიცხვმა 200-ს გადააჭარბა. ევროპული საზოგადოება ამას არაბული ქვეყნებიდან ასობით ათასი მიგარნტის მიღებას უკავშირებს. ბრიუსელში, ისევე როგორც გასული წლის 13 ნოემბერს პარიზში (130 დაღუპული) მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

ევროპის სახელმწიფოთა ნაწილი საზღვრებზე კონტროლს ამკაცრებს და მიგრანტების ახალი ტალღის მიღებაზე რეგულაციების დაწესებას აპირებს.

სანამ ევროპა სირიელი და ზოგადად არაბი მიგანტების საკითხითაა დაკავებული, ambebi.ge შეეცადა გაერკვია, რამდენად მშვიდად ცხოვრობდნენ ევროპელები ბოლო 50 წლის განმავლობაში.

ტერორისტული თავდასხმები და აფეთქებები ევროპის ისტორიის განუყოფელ ნაწილად იქცა. რამდენად განსხვავდება ისინი ინტენსივობითა თუ მსხვერპლის მასშტაბით დღევანდელი მოვლენებისგან, თავად განსაჯეთ.

1971-1972 წლები დიდი ბრიტანეთის თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული აღმოჩნდა. ჩრდილოეთ ირლანდიაში გაჩაღებულმა დაპირისპირებამ "ირლანდიის რესპუბლიკური არმიისა" და მისი მოწინააღმდეგე ორგანიზაციების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. 1971 წლის 4 დეკემბერს ქალაქ ბელფასტში, "მაკგერგის" ბარში ამოქმედებულმა ბომბმა 15 ადამიანი იმსხვერპლა. 17 დაშავდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბარში ბომბი "ოლსტერსის მოხალისეთა ძალების" წევრებმა შეიტანეს. ეს რადიკალური ორგანიზაცია "ირლანდიის რესპუბლიკური არმიის" წინააღმდეგ მოქმედებდა და ჩრდილო ირლანდიის დიდი ბრიტანეთის შეადგენლობაში დარჩენის მომხრე იყო.

1972 წლის მარტში ბელფასტში კიდევ ორი აფეთქება მოხდა. 4 მარტს რესტორან "აბერკორნში", ერთ-ერთი მაგიდის ქვეშ დატოვებულ ჩანთაში დამალული ბომბი აფეთქდა. ტერაქტმა 2 ადამიანი იმსხვერპლა, 130 - დაშავდა. ბევრმა კიდურები დაკარგა და დაბრმავდა. მეორე აფეთქება 20 მარტს დოუნგილ-სტრიტზე მოხდა. გაზეთ The News Letter-ის რედაქციის წინ დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. ინცინდენტის შედეგად დაიღუპა შვიდი და დაშავდა 148 ადამიანი. ორივე ტერაქტში პოლიციამ დამნაშავედ "ირლანდიის რესპუბლიკური არმია" ცნო.

1972 წლის 31 ივლისს ბრიტანელუი საზოგადოება კიდევ ერთმა ტერაქტმა შეძრა. პატარა ქალაქ კლოუდში (ჩრდილო ირლანდია) ერთდროულად სამი ავტომობილის აფეთქებამ 9 ადამიანი შეიწირა, 30 - დაიჭრა. ბრალეულობის მიუხედავად, "ირლანდიის რესპუბლიკურმა არმიამ" ტერაქტთან კავშირი კატეგორიულად უარყო.

1973 წელს ტერაქტების ტალღამ იტალიამდეც მიაღწია. 17 დეკემბერს ლეონარდო და ვინჩის სახელობის აეროპორტში ორ ჯგუფად გაყოფილმა ხუთმა პალესტინელმა ნამდვილი ქაოსი მოაწყო. სანამ ერთმა ჯგუფმა ტერმინალის შენობაში იარაღით უმისამართო სროლა დაიწყო (დაიღუპა 2 ადამიანი), მეორე ჯგუფი ბაქანისკენ გაიჭრა და ავიაკომპანია Pan Am-ის Boeing 707-ში ხელყუმბარები შეყარა. საწვავით გაწყობილი თვითმფრინავი ცეცხლის ალში გაეხვა. ხანძარმა 30 ადამიანი იმსხვერპლა. ტერორიტების შემდეგი სამიზნე გერმანული Lufthansa-ს ლაინერი გახდა. ტერორისტებმა მძევლები აიყვანეს და თვითმფრინავი გაიტაცეს.

1974 წელს ბირმინგემში (დიდი ბრინატეთი) ჩანთებში დამალული ბომბები ერთმანეთისგან 46 მ-ით დაშრებულ ორ ბარში ერთდროულად აფეთქდა. ინცინდენტმა 21 ადამიანი შეიწირა, 182 - დაშავდა. 2005 წელს ლონდონის მეტროში მოხდარ აფეთქებამდე ეს შემთხვევა ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე მსხვილი ტერაქტი იყო. მომხდარში ბრალი "ირლანდიის რესპუბლიკურ არმიას" დასდეს. დავაკებულ 6 ირლანდიელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 16 წლიანი პატირობის შემდეგ გამოძიებამ ისინი გაამართლა.

1980 წლის 17 იანვარს, "ირლანდიის რესპუბლიკურმა არმიამ" ბელფასტის მახლობლად სამგზავრო მატარებელი ააფეთქა. დაიღუპა სამი და დაიჭრა 5 ადამიანი.

იმავე წელს, 2 აგვისტოს ქალაქ ბოლონიაში მომხდარი აფეთქება, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იტალიაში უმსხვილესი ტერორისტული აქტი გახდა. რკინიგზის სადგურის მოსაცდელ დარბაზში, უცნობი პირის მიერ დატოვებულ ჩანთაში, აფეთქებულმა ბომბმა 85 ადამიანი იმსხვერპლა, დაიჭრა - 200. მომხდარში მემარცხენეთა რადიკალურ ორგანიზაცია "წითელ ბრიგადებს" დასდეს ბრალი. თუმცა საზოგადოების აზრით, პოლიცია ხელოვნურად აჭიანურებდა გამოძიებას. ტერაქტის მოტივი და მისი დამკვეთი დღემდე უცნობია.

1980 წელს კიდევ ერთი მსხვილი ტერაქტი გერმანიაში, ოქტომბერფესტის ფესტივალზე მოხდა. 26 სექტემბერს საზოგადოებრივ ტუალეტთან, ნაგვის ურნაში დამალულმა ბომბმა 13 ადამიანი იმსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვმა 211 შეადგინა. ტერორისტი, მემარჯვენე ექსტრემისტი გუნდოლფ კელერი აფეთქებისას დაიღუპა. გამოძიების ვერსიით, ის მარტო მოქმედებდა.

1983 წლის 15 ივლისს, "სომხეთის განმანთავისუფლებელი საიდუმლო არმიის" წევრების მიერ პარიზის ორლის აეროპორტში ორგანიზებულმა ტერაქტრმა 8 ადამიანი შეიწირა. აფეთქების შედეგად დაშავდა 55 ადამიანი.

გასულ საუკუნეში მსხვილი ტერაქტების ბოლო სერია 1995 წელს პარიზში მოეწყო. 25 ივლისიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით პარიზის სხვადასხვა უბნებში მომხდარი ხუთი აფეთქებისას ჯამში 8 ადამიანი დაიღუპა და 179 დაიჭრა.

მოაზმადა ნუკრი მგელაძე

AMBEBI.GE

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა