პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკელი გენერლის "სახიფათო კავშირები" - დევიდ პეტრეუსი და ქალი, რომელმაც მისი 37 წლიანი კარიერა დაასამარა
ამერიკელი გენერლის "სახიფათო კავშირები" - დევიდ პეტრეუსი და ქალი, რომელმაც მისი 37 წლიანი კარიერა დაასამარა

2012 წელს აშშ-ის სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ხილ­ვის მთა­ვა­რი სა­გა­ნი მა­ღა­ლი რან­გის სა­ჯა­რო მო­ხე­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა გახ­და. ამე­რი­კა­ში სხვი­სი ინ­ტი­მუ­რი ცხოვ­რე­ბა ისე­თი­ვე სა­ინ­ტე­რე­სო თე­მაა, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში. 60 წლის დე­ვიდ პეტ­რე­უ­სი­სა და 40 წლის პოლა ბრო­დუ­ე­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა, პრე­ზი­დენტ ბილ კლინ­ტო­ნი­სა და მო­ნი­კა ლე­ვინ­სკის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი რო­მა­ნის შემ­დეგ, აშშ-ში ყვე­ლა­ზე ცხელ "ნი­უ­სად" იქცა.

ოთხვარ­სკვლა­ვი­ა­ნი გე­ნერ­ლის, დე­ვიდ პეტ­რე­უ­სის მი­მართ - ტერ­მი­ნის სა­ჯა­რო მო­ხე­ლის ხმა­რე­ბა ცოტა უად­გი­ლოა. თა­ნა­მედ­რო­ვე ამე­რი­კულ არ­მი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის მქო­ნე პეტ­რე­უ­სის ბოლო თა­ნამ­დე­ბო­ბა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო ბი­უ­როს დი­რექ­ტო­რის პოს­ტი გახ­ლდათ.

გე­ნე­რალს მარ­თლაც, რომ თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რა ჰქონ­და. ვესტ-პო­ინ­ტის სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ის შემ­დეგ, მან რე­ინ­ჯე­რე­ბის სკო­ლა და­ამ­თავ­რა. 1985 წელს პრინ­სტო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მა­გის­ტრის, ერთი წლის თავ­ზე დი­სერ­ტა­ცი­ის დაც­ვის შემ­დეგ, ფი­ლო­სო­ფი­ის დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი მი­ი­ღო.

პეტ­რე­უ­სის კა­რი­ე­რა მხო­ლოდ იწყებ­და აღ­მავ­ლო­ბას. 1991 წლამ­დე მას ევ­რო­პა­ში აშშ-ის ჯა­რე­ბის სარ­დლის სამ­ხედ­რო მრჩევ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა. შემ­დეგ გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რის წო­დე­ბამ­დე და­წი­ნა­უ­რე­ბულს 101-ე სა­ჰა­ე­რო-სა­დე­სან­ტო დი­ვი­ზია ჩა­ა­ბა­რეს. 2003 წელს ერაყ­ში შეს­ვლის დროს, ეს სამ­ხედ­რო შე­ნა­ერ­თი მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ებ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.

მო­მა­ვა­ლი ოთხვარ­სკვლა­ვი­ა­ნი გე­ნე­რა­ლის პო­პუ­ლა­რო­ბა დღი­თი­დღე იზ­რდე­ბო­და. მისი ფო­ტო­ე­ბი გა­ზე­თე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლე­ბის გა­რე­კა­ნებს ამ­შვე­ნებ­და. 2008 წელს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბი პეტ­რე­უსს, რეს­პუბ­ლი­კე­ლი ჯონ მა­კე­ი­ნის გუნდში, ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის სა­ვარ­ძელ­საც კი უქად­ნენ.

2011 წელს პრე­ზი­დენტ ობა­მამ პეტ­რე­უსს, რო­მე­ლიც ავ­ღა­ნეთ­ში კო­ა­ლი­ცი­ის კონ­ტინ­გენტს მე­თა­უ­რობ­და, ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო ბი­უ­როს დი­რექ­ტო­რის პოს­ტი შეს­თა­ვა­ზა.

ოთხვარ­სკვლა­ვი­ან­მა გე­ნე­რალ­მა 37 წლი­ა­ნი სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რა და­ას­რუ­ლა და ახა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა მო­ირ­გო. მის კან­დი­და­ტუ­რას სე­ნატ­მა მხა­რი ერ­თხმად და­უ­ჭი­რა.

ჟურ­ნა­ლისტ პოლა ბრო­დუ­ე­ლის, რო­მელ­საც პრე­სამ "პენ­ტა­გო­ნე­ლი მო­ნი­კა ლე­ვინ­სკი" შე­არ­ქვა, და პეტ­რე­უ­სის რო­მა­ნის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი 2012 წლის ბო­ლოს გახ­და. ფე­დე­რა­ლურ­მა ბი­უ­რომ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. პეტ­რუსს პოს­ტის და­ტო­ვე­ბა მო­უხ­და. გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და ჩვე­ნი "მა­ღა­ლი კულ­ტუ­რის მა­ტა­რე­ბე­ლი ქვეყ­ნის­გან" გან­სხვა­ვე­ბით, ოკე­ა­ნის გა­დაღ­მა "დამ­პალ და გარ­ყვნილ კა­პი­ტა­ლის­ტებ­ში", მე­უღ­ლის ღა­ლა­ტი შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­სა და სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­ში თა­ნამ­დე­ბობ­რივ და­ნა­შა­უ­ლად ით­ვლე­ბა! ღა­ლა­ტის გარ­და, გე­ნე­რალს ბრო­დუ­ე­ლის­თვის სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლე­ბის გა­და­ცე­მა­ში წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი.

პეტ­რუს­მა და ბრო­დუ­ელ­მა (ამე­რი­კის არ­მი­ის ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კი და ორი შვი­ლის დედა) ერ­თმა­ნე­თი 2006 წელს გა­იც­ნეს. რო­მან­მა 2011 წელს იფეთ­ქა. ფა­რუ­ლი მო­მი­წე­რის­თვის მათ სა­ერ­თო ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტა შექ­მნეს. წე­რი­ლე­ბის გაგ­ზავ­ნის ნაც­ვლად, მათ "შავ სა­ქა­ღალ­დე­ში" , ე.წ. Draft-ში ინა­ხავ­დნენ.

მათ ერ­თი­ერ­თო­ბას ნა­თე­ლი ბა­ნა­ლურ­მა ეჭ­ვი­ა­ნო­ბამ მოჰ­ფი­ნა. ბრო­დუ­ელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, გე­ნე­რალს აქ­ტი­უ­რი მი­მო­წე­რა კი­დევ ერთ ქალ­თან - ჯილ ქე­ლის­თან ჰქონ­და. ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე ბრო­დუ­ელ­მა ქე­ლის ანო­ნი­მუ­რი მი­სა­მარ­თე­ბი­დან მუ­ქა­რე­ბით სავ­სე წე­რი­ლე­ბის გაგ­ზავ­ნა და­უ­წყო. შე­ში­ნე­ბულ­მა ქე­ლიმ ფე­დე­რა­ლურ სამ­სა­ხურს მი­მარ­თა.

შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად, კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა ფა­რულ "ნი­კებს" ამო­ფა­რე­ბულ ბრო­დუ­ელს მი­აგ­ნო და მის კომ­პი­უ­ტერ­ში 30 ათას­ზე მეტ წე­რილს, მათ შო­რის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო ბი­უ­როს ხელ­მძღვა­ნელ, დე­ვიდ პეტ­რე­უს­თან სა­სიყ­ვა­რუ­ლო მი­მო­წე­რას და სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის შემ­ცველ დო­კუ­მენ­ტებს მი­აკ­ვლია.

პოლა ბრო­დუ­ელს ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი მა­ნამ­დეც აკ­ვირ­დე­ბო­და. დენ­ვე­რის უნი­ვერ­სის­ტეტ­ში სა­ჯა­რო ლექ­ცი­ი­სას, ჟურ­ნა­ლის­ტმა აუ­დი­ტო­რი­ას ბენ­გა­ზი­ში (ლი­ბია) აშშ-ის სა­კონ­სუ­ლო­ზე თავ­დას­ხმის სა­ი­დუმ­ლო დე­ტა­ლე­ბი გა­ან­დო.

მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მძლავ­რი სა­დაზ­ვერ­ვო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დი­რექ­ტო­რი საყ­ვარ­ლის­თვის სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლე­ბის გა­და­ცე­მას უარ­ყოფ­და. პეტ­რე­უს­მა და­ნა­შა­უ­ლი (სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას­თან არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბა) მხო­ლოდ მის სახ­ლში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შემ­დეგ აღი­ა­რა. ერთ-ერთ უჯ­რა­ში, რო­მელ­საც სა­კე­ტიც კი არ ჰქონ­და, 8 "შავი წიგ­ნი" იპო­ვეს. The Guardian-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წიგ­ნებ­ში სა­ი­დუმ­ლო აგენ­ტე­ბის რე­ა­ლუ­რი სა­ხე­ლე­ბი, აშშ-ის სტა­ტე­გი­უ­ლი გეგ­მე­ბი­სა და აშშ-ის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დე­ტა­ლე­ბი ეწე­რა. სა­ი­დუმ­ლო წიგ­ნე­ბი გე­ნე­რალ­მა ბრო­დუ­ელს ბი­ოგ­რა­ფი­ა­ზე მუ­შა­ო­ბის მიზ­ნით, 2011 წელს მცი­რე ხნით გა­დას­ცა.

ფე­დე­რა­ლურ­მა სა­სა­მარ­თლომ პეტ­რე­უსს, საყ­ვარ­ლის­თვის სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­ცე­მის­თვის, პი­რო­ბი­თად 2 წელი მი­უ­სა­ჯა და ჯა­რი­მის სა­ხით 100 ათა­სი აშშ დო­ლა­რი და­ა­კის­რა.

პოლა ბრო­დუ­ე­ლის 2012 წელს გა­მო­სუ­ლი წიგ­ნი The Education of General David Petraeus ბესტსე­ლე­რი გახ­და და The New York Times-ის მო­წო­ნე­ბაც და­იმ­სა­ხუ­რა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

ამერიკელი გენერლის "სახიფათო კავშირები" - დევიდ პეტრეუსი და ქალი, რომელმაც მისი 37 წლიანი კარიერა დაასამარა

ამერიკელი გენერლის "სახიფათო კავშირები" - დევიდ პეტრეუსი და ქალი, რომელმაც მისი 37 წლიანი კარიერა დაასამარა

2012 წელს აშშ-ის საზოგადოების განხილვის მთავარი საგანი მაღალი რანგის საჯარო მოხელის პირადი ცხოვრება გახდა. ამერიკაში სხვისი ინტიმური ცხოვრება ისეთივე საინტერესო თემაა, როგორც საქართველოში. 60 წლის დევიდ პეტრეუსისა და 40 წლის პოლა ბროდუელის ურთიერთობა, პრეზიდენტ ბილ კლინტონისა და მონიკა ლევინსკის გახმაურებული რომანის შემდეგ, აშშ-ში ყველაზე ცხელ "ნიუსად" იქცა.

ოთხვარსკვლავიანი გენერლის, დევიდ პეტრეუსის მიმართ - ტერმინის საჯარო მოხელის ხმარება ცოტა უადგილოა. თანამედროვე ამერიკულ არმიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კარიერის მქონე პეტრეუსის ბოლო თანამდებობა ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს დირექტორის პოსტი გახლდათ.

გენერალს მართლაც, რომ თავბრუდამხვევი სამხედრო კარიერა ჰქონდა. ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიის შემდეგ, მან რეინჯერების სკოლა დაამთავრა. 1985 წელს პრინსტონის უნივერსიტეტში მაგისტრის, ერთი წლის თავზე დისერტაციის დაცვის შემდეგ, ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო.

პეტრეუსის კარიერა მხოლოდ იწყებდა აღმავლობას. 1991 წლამდე მას ევროპაში აშშ-ის ჯარების სარდლის სამხედრო მრჩევლის თანამდებობა ეკავა. შემდეგ გენერალ-მაიორის წოდებამდე დაწინაურებულს 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზია ჩააბარეს. 2003 წელს ერაყში შესვლის დროს, ეს სამხედრო შენაერთი მოწინავე პოზიციებზე იმყოფებოდა.

მომავალი ოთხვარსკვლავიანი გენერალის პოპულარობა დღითიდღე იზრდებოდა. მისი ფოტოები გაზეთებისა და ჟურნალების გარეკანებს ამშვენებდა. 2008 წელს გავრცელებული ხმები პეტრეუსს, რესპუბლიკელი ჯონ მაკეინის გუნდში, ვიცე-პრეზიდენტის სავარძელსაც კი უქადნენ.

2011 წელს პრეზიდენტ ობამამ პეტრეუსს, რომელიც ავღანეთში კოალიციის კონტინგენტს მეთაურობდა, ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს დირექტორის პოსტი შესთავაზა.

ოთხვარსკვლავიანმა გენერალმა 37 წლიანი სამხედრო კარიერა დაასრულა და ახალი თანამდებობა მოირგო. მის კანდიდატურას სენატმა მხარი ერთხმად დაუჭირა.

ჟურნალისტ პოლა ბროდუელის, რომელსაც პრესამ "პენტაგონელი მონიკა ლევინსკი" შეარქვა, და პეტრეუსის რომანის შესახებ ცნობილი 2012 წლის ბოლოს გახდა. ფედერალურმა ბიურომ გამოძიება დაიწყო. პეტრუსს პოსტის დატოვება მოუხდა. გაგიკვირდებათ და ჩვენი "მაღალი კულტურის მატარებელი ქვეყნისგან" განსხვავებით, ოკეანის გადაღმა "დამპალ და გარყვნილ კაპიტალისტებში", მეუღლის ღალატი შეიარაღებულ ძალებსა და სპეცსამსახურებში თანამდებობრივ დანაშაულად ითვლება! ღალატის გარდა, გენერალს ბროდუელისთვის საიდუმლო მასალების გადაცემაში წაუყენეს ბრალი.

პეტრუსმა და ბროდუელმა (ამერიკის არმიის ვიცე-პოლკოვნიკი და ორი შვილის დედა) ერთმანეთი 2006 წელს გაიცნეს. რომანმა 2011 წელს იფეთქა. ფარული მომიწერისთვის მათ საერთო ელექტრონული ფოსტა შექმნეს. წერილების გაგზავნის ნაცვლად, მათ "შავ საქაღალდეში" , ე.წ. Draft-ში ინახავდნენ.

მათ ერთიერთობას ნათელი ბანალურმა ეჭვიანობამ მოჰფინა. ბროდუელთან ურთიერთობის პარალელურად, გენერალს აქტიური მიმოწერა კიდევ ერთ ქალთან - ჯილ ქელისთან ჰქონდა. ეჭვიანობის ნიადაგზე ბროდუელმა ქელის ანონიმური მისამართებიდან მუქარებით სავსე წერილების გაგზავნა დაუწყო. შეშინებულმა ქელიმ ფედერალურ სამსახურს მიმართა.

შემოწმების შედეგად, კიბერუსაფრთხოების სამსახურმა ფარულ "ნიკებს" ამოფარებულ ბროდუელს მიაგნო და მის კომპიუტერში 30 ათასზე მეტ წერილს, მათ შორის ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს ხელმძღვანელ, დევიდ პეტრეუსთან სასიყვარულო მიმოწერას და სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებს მიაკვლია.

პოლა ბროდუელს ფედერალური სამსახური მანამდეც აკვირდებოდა. დენვერის უნივერსისტეტში საჯარო ლექციისას, ჟურნალისტმა აუდიტორიას ბენგაზიში (ლიბია) აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმის საიდუმლო დეტალები გაანდო.

მსოფლიოში ყველაზე მძლავრი სადაზვერვო ორგანიზაციის დირექტორი საყვარლისთვის საიდუმლო მასალების გადაცემას უარყოფდა. პეტრეუსმა დანაშაული (საიდუმლო დოკუმენტაციასთან არასათანადო მოპყრობა) მხოლოდ მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ აღიარა. ერთ-ერთ უჯრაში, რომელსაც საკეტიც კი არ ჰქონდა, 8 "შავი წიგნი" იპოვეს. The Guardian-ის ინფორმაციით, წიგნებში საიდუმლო აგენტების რეალური სახელები, აშშ-ის სტატეგიული გეგმებისა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელების მოლაპარაკებების დეტალები ეწერა. საიდუმლო წიგნები გენერალმა ბროდუელს ბიოგრაფიაზე მუშაობის მიზნით, 2011 წელს მცირე ხნით გადასცა.

ფედერალურმა სასამართლომ პეტრეუსს, საყვარლისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემისთვის, პირობითად 2 წელი მიუსაჯა და ჯარიმის სახით 100 ათასი აშშ დოლარი დააკისრა.

პოლა ბროდუელის 2012 წელს გამოსული წიგნი The Education of General David Petraeus ბესტსელერი გახდა და The New York Times-ის მოწონებაც დაიმსახურა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

იტალიაში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა - იტალიელები ე.წ. კომენდანტის საათის დაწესებას აპროტესტებენ

"რა პრობლემა აქვს მაკრონს მუსლიმებთან? მას ფსიქიკურ დონეზე მკურნალობა სჭირდება" - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

როგორ ეხმაურებიან რუსები და რუსული მედია ზუგდიდში ბანკის ძარცვის საქმეს - "ბატონო ტერორისტო, იქნებ დაგვეხმაროთ პუტინისგან გათავისუფლებაშიც, ვალში არ დაგრჩებით!"