პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამზან კადიროვის ძვირადღირებული გატაცებები და ცხოვრება წარმოუდგენელ ფუფუნებაში
რამზან კადიროვის ძვირადღირებული გატაცებები და ცხოვრება წარმოუდგენელ ფუფუნებაში

ჩეჩ­ნე­თის პირ­ვე­ლი ომის დროს მა­მას­თან, აჰ­მად კა­დი­როვ­თან ერ­თად რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძო­და. 1996 წლი­დან, მა­მას­თან ერ­თად, სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი და ან­ტი­რუ­სუ­ლი მოძ­რა­ო­ბის მე­თა­უ­რია. მოძ­რა­ო­ბის, რო­მელ­მაც რუ­სეთს ჯი­ჰა­დი გა­მო­უ­ცხა­და. 1999 წელს უფ­როს კა­დი­როვ­თან ერ­თად გა­და­ვი­და ფე­დე­რა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხა­რეს. 2004 წლამ­დე იკა­ვებ­და სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბას, თუმ­ცა, მის ძი­რი­თად საქ­მი­ა­ნო­ბას ტყე­ში დარ­ჩე­ნი­ლი სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა წარ­მო­ად­გენ­და. მის სი­სას­ტი­კე­ზე დღემ­დე სა­უბ­რო­ბენ.

2007 წელს 30 წლის ასაკ­ში გახ­და ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის მე­თა­უ­რი. 2007 წელსვე, რუ­სეთ­ში წლის ადა­მი­ა­ნად და­სა­ხელ­და. მი­ღე­ბუ­ლი აქვს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის გმი­რის წო­დე­ბა. რამ­ზან კა­დი­რო­ვის კა­რი­ე­რა­ზე გა­დამ­წყვე­ტი გავ­ლე­ნა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა იქო­ნია. პუ­ტინს ყო­ფი­ლი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე და ახლა უკვე "უმ­ცრო­სი და ერ­თგუ­ლი ძმა" ვალ­ში არ დარ­ჩე­ნია: ჩეჩ­ნე­თის დე­და­ქა­ლა­ქი ჩა­მო­სულ სტუმ­რებს რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პლა­კა­ტე­ბით ეგე­ბე­ბა. პუ­ტი­ნის "უმ­ცროს ძმას" წლე­ბია ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ დიქ­ტა­ტო­რუ­ლი რე­ჟი­მის დამ­ყა­რე­ბა­ში, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის უხეშ დარ­ღვე­ვა­სა და კო­რუფ­ცი­ა­ში. თუმ­ცა, ეს არც მას ადარ­დებს "დიდი ძმის" მსგავ­სად...

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

იხი­ლეთ ვი­დეო: კა­დი­რო­ვის მდიდ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბა და სა­სიყ­ვა­რუ­ლო თავ­გა­და­სავ­ლე­ბი

რამ­ზან კა­დი­რო­ვის ქა­ლაქ­გა­რეთ მდე­ბა­რე რე­ზი­დენ­ცია მდი­და­რი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ უბანს უფრო ჰგავს, ვიდ­რე სახ­ლს. კა­დი­რო­ვის მე­გობ­რებ­მა კარ­გად იცი­ან, რო­გორ ხიბ­ლავს ქვეყ­ნის პირ­ველ პირს ხი­ფა­თი, ამი­ტომ ძღვნად მის­თვის მტა­ცე­ბე­ლი ცხო­ვე­ლე­ბი მიჰ­ყავთ. 4 ლომი, ლე­ო­პარ­დე­ბი, პან­ტე­რე­ბი და 3 დათ­ვი, რომ­ლებ­საც პრე­ზი­დენ­ტი გან­სა­კუთ­რე­ბულ თა­ვი­სუფ­ლე­ბას ანი­ჭებს, მისი რე­ზი­დენ­ცი­ის ეზო­ში ცხოვ­რო­ბენ. სა­სახ­ლის ეზო­ში ჩანჩქე­რე­ბი, ხე­ლოვ­ნუ­რი მთე­ბი, სა­გუ­შა­გო­ე­ბი და ქვის ქან­და­კე­ბე­ბი დგას.

მტა­ცე­ბელ ცხო­ვე­ლებ­თან ერ­თად, კა­დი­რო­ვის კი­დევ ერთი გა­ტა­ცე­ბა ცხე­ნე­ბია. საყ­ვა­რე­ლი ულა­ყი პრე­ზი­დენტს ოთხნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­უჯ­და. ხოლო, ინ­გლი­სუ­რი ჯი­შის რამ­დენ ცხენს ით­ვლის პრე­ზი­დენ­ტის თავ­ლა, უც­ნო­ბია. კა­დი­რო­ვის ძაღ­ლე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა კი 1000 დო­ლა­რი­დან იწყე­ბა. ძაღლსა­შე­ნი ერთი მი­ზე­ზის გამო გახ­სნა: ჩეჩ­ნე­თის ლი­დერს დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს ძაღ­ლე­ბის ჩხუ­ბის ყუ­რე­ბა.

კა­დი­რო­ვის მო­რი­გი სი­სუს­ტე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბია. "ფერ­ა­რი", "ლა­ბორ­გი­ნი", "პორ­შე" - ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის ავ­ტო­ფა­რეხ­ში ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი დგას.

რაც შე­ე­ხე­ბა ოჯახს, კა­დი­როვ­მა თა­ვის მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე ჯერ კი­დევ სკო­ლის ასაკ­ში გა­იც­ნო. მედ­ნი აი­და­მი­რო­ვა დი­ზა­ი­ნე­რია. 2009 წელს მან გროზ­ნო­ში სა­კუ­თა­რი მო­დის სახ­ლი გახ­სნა. 9 შვი­ლის დე­დას მე­უღ­ლემ ეზო­ში ზღაპ­რუ­ლი ბაღი მო­უ­წყო. რო­გორც მედ­ნი ამ­ბობს, ზღაპ­რუ­ლია მათი ურ­თი­ერ­თო­ბაც, თუმ­ცა კა­დი­რო­ვის რო­მა­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მე­დი­ა­ში ხში­რად ჩნდე­ბა.

პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ნა­წი­ლი ჩეჩ­ნეთ­ში კა­დი­რო­ვის კულ­ტის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს. თა­ვის მხრივ, პრე­ზი­დენ­ტი ქვეყ­ნის სიყ­ვა­რულ­ზე და ჩეჩ­ნე­თის კავ­კა­სი­ის ლო­კო­მო­ტი­ვად ქცე­ვა­ზე ოც­ნე­ბობს. კი­თხვა­ზე, სა­ი­დან ფი­ნანსდე­ბა ის და მისი რეს­პუბ­ლი­კა, 40 წლის პრე­ზი­დენტს ასე­თი პა­სუ­ხი აქვს: "ალა­ჰი მაძ­ლევს".

ეკა მე­ლი­ქი­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

რამზან კადიროვის ძვირადღირებული გატაცებები და ცხოვრება წარმოუდგენელ ფუფუნებაში

რამზან კადიროვის ძვირადღირებული გატაცებები და ცხოვრება წარმოუდგენელ ფუფუნებაში

ჩეჩნეთის პირველი ომის დროს მამასთან, აჰმად კადიროვთან ერთად რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ იბრძოდა. 1996 წლიდან, მამასთან ერთად, სეპარატისტული და ანტირუსული მოძრაობის მეთაურია. მოძრაობის, რომელმაც რუსეთს ჯიჰადი გამოუცხადა. 1999 წელს უფროს კადიროვთან ერთად გადავიდა ფედერალური ხელისუფლების მხარეს. 2004 წლამდე იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას, თუმცა, მის ძირითად საქმიანობას ტყეში დარჩენილი სეპარატისტული დაჯგუფებების განადგურება წარმოადგენდა. მის სისასტიკეზე დღემდე საუბრობენ.

2007 წელს 30 წლის ასაკში გახდა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური. 2007 წელსვე, რუსეთში წლის ადამიანად დასახელდა. მიღებული აქვს რუსეთის ფედერაციის გმირის წოდება. რამზან კადიროვის კარიერაზე გადამწყვეტი გავლენა ვლადიმერ პუტინმა იქონია. პუტინს ყოფილი მოწინააღმდეგე და ახლა უკვე "უმცროსი და ერთგული ძმა" ვალში არ დარჩენია: ჩეჩნეთის დედაქალაქი ჩამოსულ სტუმრებს რუსეთის პრეზიდენტის პლაკატებით ეგებება. პუტინის "უმცროს ძმას" წლებია ადანაშაულებენ დიქტატორული რეჟიმის დამყარებაში, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევასა და კორუფციაში. თუმცა, ეს არც მას ადარდებს "დიდი ძმის" მსგავსად...

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო: კადიროვის მდიდრული ცხოვრება და სასიყვარულო თავგადასავლები

რამზან კადიროვის ქალაქგარეთ მდებარე რეზიდენცია მდიდარი ჩინოვნიკების საცხოვრებელ უბანს უფრო ჰგავს, ვიდრე სახლს. კადიროვის მეგობრებმა კარგად იციან, როგორ ხიბლავს ქვეყნის პირველ პირს ხიფათი, ამიტომ ძღვნად მისთვის მტაცებელი ცხოველები მიჰყავთ. 4 ლომი, ლეოპარდები, პანტერები და 3 დათვი, რომლებსაც პრეზიდენტი განსაკუთრებულ თავისუფლებას ანიჭებს, მისი რეზიდენციის ეზოში ცხოვრობენ. სასახლის ეზოში ჩანჩქერები, ხელოვნური მთები, საგუშაგოები და ქვის ქანდაკებები დგას.

მტაცებელ ცხოველებთან ერთად, კადიროვის კიდევ ერთი გატაცება ცხენებია. საყვარელი ულაყი პრეზიდენტს ოთხნახევარი მილიონი დოლარი დაუჯდა. ხოლო, ინგლისური ჯიშის რამდენ ცხენს ითვლის პრეზიდენტის თავლა, უცნობია. კადიროვის ძაღლების ღირებულება კი 1000 დოლარიდან იწყება. ძაღლსაშენი ერთი მიზეზის გამო გახსნა: ჩეჩნეთის ლიდერს დიდ სიამოვნებას ანიჭებს ძაღლების ჩხუბის ყურება.

კადიროვის მორიგი სისუსტე ძვირადღირებული მანქანებია. "ფერარი", "ლაბორგინი", "პორშე" - ჩეჩნეთის ლიდერის ავტოფარეხში ყველაზე საუკეთესო ავტომანქანები დგას.

რაც შეეხება ოჯახს, კადიროვმა თავის მომავალი მეუღლე ჯერ კიდევ სკოლის ასაკში გაიცნო. მედნი აიდამიროვა დიზაინერია. 2009 წელს მან გროზნოში საკუთარი მოდის სახლი გახსნა. 9 შვილის დედას მეუღლემ ეზოში ზღაპრული ბაღი მოუწყო. როგორც მედნი ამბობს, ზღაპრულია მათი ურთიერთობაც, თუმცა კადიროვის რომანების შესახებ ინფორმაცია მედიაში ხშირად ჩნდება.

პოლიტოლოგებისა და ჟურნალისტების ნაწილი ჩეჩნეთში კადიროვის კულტის შესახებ საუბრობს. თავის მხრივ, პრეზიდენტი ქვეყნის სიყვარულზე და ჩეჩნეთის კავკასიის ლოკომოტივად ქცევაზე ოცნებობს. კითხვაზე, საიდან ფინანსდება ის და მისი რესპუბლიკა, 40 წლის პრეზიდენტს ასეთი პასუხი აქვს: "ალაჰი მაძლევს".

ეკა მელიქიძე

AMBEBI.GE