პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას პასუხობს
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას პასუხობს

ოდე­სის გუ­ბერ­ნა­ტო­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე უკ­რა­ი­ნის შს მი­ნის­ტრ არ­სე­ნი ავა­კო­ვის მიერ ასე­ვე "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოსტს ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მელ­შიც ის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს.

"კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ვი­თხოვ პრე­ზი­დენ­ტის პრეს­სამ­სა­ხუ­რის­გან გა­მო­აქ­ვეყ­ნოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სა და შს მი­ნის­ტრის უღირ­სი და პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის სრუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი რა­დას რე­ფორ­მებ­ზე. ვი­დე­ო­ჩა­წე­რა სამი კა­მე­რით ხდე­ბო­და და უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს აქვს სრუ­ლი უფ­ლე­ბა, ნა­ხოს და იცო­დეს, ვინ მარ­თავს მათ. მე პა­სუხს ვა­გებ იქ ნათ­ქვამ თი­თო­ე­ულ სი­ტყვა­ზე. დად­გა დრო, სუ­ბი­ექ­ტებ­მა, რომ­ლებ­მაც ქვე­ყა­ნა და­ღუპ­ვამ­დე მი­იყ­ვა­ნეს, პა­სუ­ხი აგონ სა­კუ­თარ სი­ტყვებ­სა და ქმე­დე­ბებ­ზე", - წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

უკ­რა­ი­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი არ­სე­ნი ავა­კო­ვი სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში" ოდე­სის გუ­ბერ­ნა­ტორ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"ცოტა ხნის წინ სა­ა­კაშ­ვილ­მა ჩემ კი­თხვა­ზე მის მი­მართ - რა­ტომ ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა ურალ­ხი­მის რუს ოლი­გარ­ქთან ოდე­სის სა­პორ­ტო ქარ­ხა­ნა­ზე და რო­გორ არის ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ამ ქარ­ხნის პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ას­თან, მან სა­კუ­თარ თავ­ზე კონ­ტრო­ლი და­კარ­გა.

ოდე­სის გუ­ბერ­ნა­ტო­რი ის­ტე­რი­კა­ში ჩა­ვარ­და და ყვი­რი­ლი და­მი­წყო: "არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ასე ელე­პა­რა­კოს... შე კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლო მი­ნის­ტრო.. მე კი პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნი ვარ.." - გად­მო­ვი­და პირ­და­პირ შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე.

მე თავი შე­ვი­კა­ვე, რომ მის­თვის არ და­მერ­ტყა და სა­ხე­ში წყა­ლი შე­ვას­ხი. დიდი ხა­ნია არ მი­ნა­ხავს ასე­თი შეშ­ლი­ლი პო­პუ­ლის­ტი... არაფ­რის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას არ იძ­ლე­ო­და, ყვე­ლას აწყვე­ტი­ნებ­და, მათ შო­რის პრე­ზი­დენ­ტსაც.

სა­ა­კაშ­ვი­ლი - ყბე­დი, რო­მე­ლიც არა­ფერ­ზე პა­სუხს არ აგებს... საკ­მა­რი­სია ჩემ­თვის არ­ტის­ტე­ბი და ცირ­კის მსა­ხი­ო­ბე­ბი. სა­ჭი­როა მუ­შა­ო­ბა და არა მე­ტიჩ­რო­ბა! უხერ­ხუ­ლი კი­თხვე­ბი ის­ტე­რი­კას იწ­ვევს? - საკ­მა­რი­სია... არ ვა­პი­რებ ავი­ტა­ნო აგ­რე­სი­უ­ლი არამ­ზა­და, რო­მე­ლიც ხმა­მა­ღალ სა­ბაბს ეძებს თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის­თვის, რო­მელ­მაც ჩა­აგ­დო სა­მუ­შაო თა­ვის უშუ­ა­ლო სა­მუ­შაო ად­გილ­ზე. არ ვა­პი­რებ ავი­ტა­ნო თავ­ხე­დი, რო­მე­ლიც ჩემ ქვე­ყა­ნას ატყუ­ებს ლა­მა­ზი პო­ზით - ყვე­ლა ნეხ­ვია და ის კი სუფ­თა... კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლე­ბი უნდა და­ა­პა­ტიმ­რო, კი არ უნდა ილა­პა­რა­კო მათ­ზე თვე­ო­ბით და არ წარ­მო­ად­გი­ნო ფაქ­ტე­ბი. თუ საყ­ვა­რე­ლი­ძე არ არის და­კა­ვე­ბუ­ლი ამ ქარ­ხნით? რა შუ­ა­შია აქ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­უბ­რე­ბი ურალ­ხიმ­თან?

ქარ­ხა­ნა ღიად უნდა გა­ი­ყი­დოს - და­სავ­ლურ სა­ხე­ლო­ვან კომ­პა­ნი­ა­ზე და არა ოფ­შორ­ზე რუს ოლი­გარ­ქზე, რო­მელ­თა­ნაც ლა­პა­რა­კო­ბენ ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი, რომ­ლე­ბიც ხმა­მა­ღალ ფრა­ზებს არი­ან ამო­ფა­რე­ბუ­ლე­ბი.

უბ­რა­ლოდ, სა­ჭი­რო იყო სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის პა­სუ­ხის გა­ცე­მა... მან კი აი­წყვი­ტა... უწყი­ნარ­მა კი­თხვამ ის­ტე­რი­კა და შე­უ­რა­ცხყო­ფა გა­მო­იწ­ვია... ქურ­დს ქუდი აეწ­ვა?!" - წერს ავა­კო­ვი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას პასუხობს

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას პასუხობს

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე უკრაინის შს მინისტრ არსენი ავაკოვის მიერ ასევე "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება, რომელშიც ის მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრობს.

"კატეგორიულად მოვითხოვ პრეზიდენტის პრესსამსახურისგან გამოაქვეყნოს პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის უღირსი და პროვოკაციული ქმედებების სრული ვიდეოჩანაწერი რადას რეფორმებზე. ვიდეოჩაწერა სამი კამერით ხდებოდა და უკრაინელ ხალხს აქვს სრული უფლება, ნახოს და იცოდეს, ვინ მართავს მათ. მე პასუხს ვაგებ იქ ნათქვამ თითოეულ სიტყვაზე. დადგა დრო, სუბიექტებმა, რომლებმაც ქვეყანა დაღუპვამდე მიიყვანეს, პასუხი აგონ საკუთარ სიტყვებსა და ქმედებებზე", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენი ავაკოვი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

"ცოტა ხნის წინ სააკაშვილმა ჩემ კითხვაზე მის მიმართ - რატომ ჰქონდა ურთიერთობა ურალხიმის რუს ოლიგარქთან ოდესის საპორტო ქარხანაზე და როგორ არის ეს დაკავშირებული ამ ქარხნის პრივატიზაციასთან, მან საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა.

ოდესის გუბერნატორი ისტერიკაში ჩავარდა და ყვირილი დამიწყო: "არავის აქვს უფლება მიხეილ სააკაშვილს ასე ელეპარაკოს... შე კორუმპირებულო მინისტრო.. მე კი პატიოსანი ადამიანი ვარ.." - გადმოვიდა პირდაპირ შეურაცხყოფაზე.

მე თავი შევიკავე, რომ მისთვის არ დამერტყა და სახეში წყალი შევასხი. დიდი ხანია არ მინახავს ასეთი შეშლილი პოპულისტი... არაფრის თქმის საშუალებას არ იძლეოდა, ყველას აწყვეტინებდა, მათ შორის პრეზიდენტსაც.

სააკაშვილი - ყბედი, რომელიც არაფერზე პასუხს არ აგებს... საკმარისია ჩემთვის არტისტები და ცირკის მსახიობები. საჭიროა მუშაობა და არა მეტიჩრობა! უხერხული კითხვები ისტერიკას იწვევს? - საკმარისია... არ ვაპირებ ავიტანო აგრესიული არამზადა, რომელიც ხმამაღალ საბაბს ეძებს თანამდებობის დატოვებისთვის, რომელმაც ჩააგდო სამუშაო თავის უშუალო სამუშაო ადგილზე. არ ვაპირებ ავიტანო თავხედი, რომელიც ჩემ ქვეყანას ატყუებს ლამაზი პოზით - ყველა ნეხვია და ის კი სუფთა... კორუმპირებულები უნდა დააპატიმრო, კი არ უნდა ილაპარაკო მათზე თვეობით და არ წარმოადგინო ფაქტები. თუ საყვარელიძე არ არის დაკავებული ამ ქარხნით? რა შუაშია აქ სააკაშვილის საუბრები ურალხიმთან?

ქარხანა ღიად უნდა გაიყიდოს - დასავლურ სახელოვან კომპანიაზე და არა ოფშორზე რუს ოლიგარქზე, რომელთანაც ლაპარაკობენ ჩინოვნიკები, რომლებიც ხმამაღალ ფრაზებს არიან ამოფარებულები.

უბრალოდ, საჭირო იყო სააკაშვილისთვის პასუხის გაცემა... მან კი აიწყვიტა... უწყინარმა კითხვამ ისტერიკა და შეურაცხყოფა გამოიწვია... ქურდს ქუდი აეწვა?!" - წერს ავაკოვი.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა