მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინის შს მინისტრი სააკაშვილზე - "თავი შევიკავე, რომ მისთვის არ დამერტყა და სახეში წყალი შევასხი"
უკრაინის შს მინისტრი სააკაშვილზე - "თავი შევიკავე, რომ მისთვის არ დამერტყა და სახეში წყალი შევასხი"

უკ­რა­ი­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტე­რი არ­სე­ნი ავა­კო­ვი სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში" ოდე­სის გუ­ბერ­ნა­ტორ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"ცოტა ხნის წინ სა­ა­კაშ­ვილ­მა ჩემ კი­თხვა­ზე მის მი­მართ - რა­ტომ ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა ურალ­ხი­მის რუს ოლი­გარ­ქთან ოდე­სის სა­პორ­ტო ქარ­ხა­ნა­ზე და რო­გორ არის ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ამ ქარ­ხნის პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ას­თან, მან სა­კუ­თარ თავ­ზე კონ­ტრო­ლი და­კარ­გა.

ოდე­სის გუ­ბერ­ნა­ტო­რი ის­ტე­რი­კა­ში ჩა­ვარ­და და ყვი­რი­ლი და­მი­წყო: "არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ასე ელე­პა­რა­კოს... შე კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლო მი­ნის­ტრო.. მე კი პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნი ვარ.." - გად­მო­ვი­და პირ­და­პირ შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე.

მე თავი შე­ვი­კა­ვე, რომ მის­თვის არ და­მერ­ტყა და სა­ხე­ში წყა­ლი შე­ვას­ხი. დიდი ხა­ნია არ მი­ნა­ხავს ასე­თი შეშ­ლი­ლი პო­პუ­ლის­ტი... არაფ­რის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას არ იძ­ლე­ო­და, ყვე­ლას აწყვე­ტი­ნებ­და, მათ შო­რის პრე­ზი­დენ­ტსაც.

სა­ა­კაშ­ვი­ლი - ყბე­დი, რო­მე­ლიც არა­ფერ­ზე პა­სუხს არ აგებს... საკ­მა­რი­სია ჩემ­თვის არ­ტის­ტე­ბი და ცირ­კის მსა­ხი­ო­ბე­ბი. სა­ჭი­როა მუ­შა­ო­ბა და არა მე­ტიჩ­რო­ბა! უხერ­ხუ­ლი კი­თხვე­ბი ის­ტე­რი­კას იწ­ვევს? - საკ­მა­რი­სია... არ ვა­პი­რებ ავი­ტა­ნო აგ­რე­სი­უ­ლი არამ­ზა­და, რო­მე­ლიც ხმა­მა­ღალ სა­ბაბს ეძებს თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის­თვის, რო­მელ­მაც ჩა­აგ­დო სა­მუ­შაო თა­ვის უშუ­ა­ლო სა­მუ­შაო ად­გილ­ზე. არ ვა­პი­რებ ავი­ტა­ნო თავ­ხე­დი, რო­მე­ლიც ჩემ ქვე­ყა­ნას ატყუ­ებს ლა­მა­ზი პო­ზით - ყვე­ლა ნეხ­ვია და ის კი სუფ­თა... კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლე­ბი უნდა და­ა­პა­ტიმ­რო, კი არ უნდა ილა­პა­რა­კო მათ­ზე თვე­ო­ბით და არ წარ­მო­ად­გი­ნო ფაქ­ტე­ბი. თუ საყ­ვა­რე­ლი­ძე არ არის და­კა­ვე­ბუ­ლი ამ ქარ­ხნით? რა შუ­ა­შია აქ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­უბ­რე­ბი ურალ­ხიმ­თან?

ქარ­ხა­ნა ღიად უნდა გა­ი­ყი­დოს - და­სავ­ლურ სა­ხე­ლო­ვან კომ­პა­ნი­ა­ზე და არა ოფ­შორ­ზე რუს ოლი­გარ­ქზე, რო­მელ­თა­ნაც ლა­პა­რა­კო­ბენ ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი, რომ­ლე­ბიც ხმა­მა­ღალ ფრა­ზებს არი­ან ამო­ფა­რე­ბუ­ლე­ბი.

უბ­რა­ლოდ, სა­ჭი­რო იყო სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის პა­სუ­ხის გა­ცე­მა... მან კი აი­წყვი­ტა... უწყი­ნარ­მა კი­თხვამ ის­ტე­რი­კა და შე­უ­რა­ცხყო­ფა გა­მო­იწ­ვია... ქურ­დს ქუდი აეწ­ვა?!" - წერს ავა­კო­ვი.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

უკრაინის შს მინისტრი სააკაშვილზე - "თავი შევიკავე, რომ მისთვის არ დამერტყა და სახეში წყალი შევასხი"

უკრაინის შს მინისტრი სააკაშვილზე - "თავი შევიკავე, რომ მისთვის არ დამერტყა და სახეში წყალი შევასხი"

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტერი არსენი ავაკოვი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

"ცოტა ხნის წინ სააკაშვილმა ჩემ კითხვაზე მის მიმართ - რატომ ჰქონდა ურთიერთობა ურალხიმის რუს ოლიგარქთან ოდესის საპორტო ქარხანაზე და როგორ არის ეს დაკავშირებული ამ ქარხნის პრივატიზაციასთან, მან საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა.

ოდესის გუბერნატორი ისტერიკაში ჩავარდა და ყვირილი დამიწყო: "არავის აქვს უფლება მიხეილ სააკაშვილს ასე ელეპარაკოს... შე კორუმპირებულო მინისტრო.. მე კი პატიოსანი ადამიანი ვარ.." - გადმოვიდა პირდაპირ შეურაცხყოფაზე.

მე თავი შევიკავე, რომ მისთვის არ დამერტყა და სახეში წყალი შევასხი. დიდი ხანია არ მინახავს ასეთი შეშლილი პოპულისტი... არაფრის თქმის საშუალებას არ იძლეოდა, ყველას აწყვეტინებდა, მათ შორის პრეზიდენტსაც.

სააკაშვილი - ყბედი, რომელიც არაფერზე პასუხს არ აგებს... საკმარისია ჩემთვის არტისტები და ცირკის მსახიობები. საჭიროა მუშაობა და არა მეტიჩრობა! უხერხული კითხვები ისტერიკას იწვევს? - საკმარისია... არ ვაპირებ ავიტანო აგრესიული არამზადა, რომელიც ხმამაღალ საბაბს ეძებს თანამდებობის დატოვებისთვის, რომელმაც ჩააგდო სამუშაო თავის უშუალო სამუშაო ადგილზე. არ ვაპირებ ავიტანო თავხედი, რომელიც ჩემ ქვეყანას ატყუებს ლამაზი პოზით - ყველა ნეხვია და ის კი სუფთა... კორუმპირებულები უნდა დააპატიმრო, კი არ უნდა ილაპარაკო მათზე თვეობით და არ წარმოადგინო ფაქტები. თუ საყვარელიძე არ არის დაკავებული ამ ქარხნით? რა შუაშია აქ სააკაშვილის საუბრები ურალხიმთან?

ქარხანა ღიად უნდა გაიყიდოს - დასავლურ სახელოვან კომპანიაზე და არა ოფშორზე რუს ოლიგარქზე, რომელთანაც ლაპარაკობენ ჩინოვნიკები, რომლებიც ხმამაღალ ფრაზებს არიან ამოფარებულები.

უბრალოდ, საჭირო იყო სააკაშვილისთვის პასუხის გაცემა... მან კი აიწყვიტა... უწყინარმა კითხვამ ისტერიკა და შეურაცხყოფა გამოიწვია... ქურდს ქუდი აეწვა?!" - წერს ავაკოვი.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა