რუსეთი და საფრანგეთი "ისლამურ სახელმწიფოსთან" ერთობლივ ბრძოლაზე შეთანხმდნენ

რუსეთი და საფრანგეთი "ისლამურ სახელმწიფოსთან" ერთობლივ ბრძოლაზე შეთანხმდნენ

რუსეთი და საფრანგეთი "ისლამურ სახელმწიფოსთან" ერთობლივ ბრძოლაზე შეთანხმდნენ. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მოსკოვში, რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ორი ქვეყანა საჰაერო დარტყმების მიტანისას კოორდინირებულად იმოქმედებს. იგეგმება ავიაიერიშების გააქტიურებაც.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მხარეები ტერორიზმის საკითხებზე ოპერატიული ინფორმაციის გაცვლის ხარისხს გაზრდიან. როგორც "დოიჩე ველე" იტყობინება, მოსკოვმა ასევე პირობა დადო, რომ სირიაში მოქმედი ე.წ. ზომიერი ოპოზიციის ძალებზე ავიადარტყმებისგან თავს შეიკავებს.

ფრანსუა ოლანდმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა თანამდებობა უნდა დატოვოს. ვლადიმერ პუტინმა კი, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ასადის არმია "მოკავშირეა ტერორიზმთან ბრძოლაში".

საფრანგეთმა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურება 13 ნოემბერს განხორციელებული ტერაქტების შემდეგ გადაწყვიტა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა