პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს იყო სისხლისღვრა" - პარიზის კოშმარული ღამის ფოტოქრონიკა
"ეს იყო სისხლისღვრა" - პარიზის კოშმარული ღამის ფოტოქრონიკა

საფ­რან­გეთ­ში, ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­დე­გად რვა ტე­რო­რის­ტი და­ი­ღუ­პა, აქე­დან შვიდ­მა თავი აი­ფეთ­ქა. ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურ ტე­რაქ­ტებს, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, სულ მცი­რე 153 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, და­შა­ვე­ბუ­ლია 220-მდე ადა­მი­ა­ნი, აქე­დან 90-მდე ადა­მი­ა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

[იხი­ლეთ გა­ლე­რეა]

პა­რიზ­ში 6 თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და. ტე­რო­რის­ტე­ბის ერთი ჯგუ­ფი "ბა­ტაკ­ლა­ნის" თე­ატ­რში შე­იჭ­რა, სა­დაც იმ დროს ამე­რი­კუ­ლი როკ-ჯგუ­ფის კონ­ცერ­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და მძევ­ლე­ბი აიყ­ვა­ნა. ყვე­ლა­ზე მეტი, 112 ადა­მი­ა­ნი სწო­რედ იქ და­ი­ღუ­პა. მა­ყუ­რებ­ლე­ბის ნა­წილ­მა გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა. თვითმხილ­ვე­ლე­ბი იტყო­ბი­ნე­ბი­ან, რომ თე­ატ­რში მყო­ფე­ბი ტე­რო­რის­ტე­ბის და­ნახ­ვი­სას ძირს დაწ­ვნენ და თავ­დამ­სხმე­ლე­ბი მწო­ლი­ა­რე ადა­მი­ა­ნებს და­ახ­ლო­ე­ბით 15 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს­როდ­ნენ. "ეს იყო სის­ხლისღვრა", - ამ­ბობს "სი­ე­ნენ"-თან სა­უ­ბარ­ში ერთ-ერთი ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­მე­ლიც თავ­დას­ხმის დროს თე­ატ­რში იმ­ყო­ფე­ბო­და.

თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ თე­ატ­რში შეჭ­რი­ლი ტე­რო­რის­ტე­ბი სი­რი­ა­სა და ერაყ­ზე სა­უბ­რობ­დნენ და "ალაჰ აქ­ბარს" ყვი­როდ­ნენ.

ტე­რაქ­ტე­ბის გამო, პა­რი­ზის მო­სახ­ლე­ო­ბას სახ­ლში დარ­ჩე­ნის­კენ მო­უ­წო­დეს, ქა­ლა­ქის სხვა­დას­ხვა რა­ი­ო­ნებ­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია 1 500-მდე სამ­ხედ­რო.

პრე­ზი­დენ­ტი ფრან­სუა ოლან­დი უახ­ლო­ეს სა­ა­თებ­ში უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სა­გან­გე­ბო სხდო­მას გა­მარ­თავს. ტე­რაქ­ტე­ბის გამო, ოლან­დი 16 ნო­ემ­ბერს, თურ­ქეთ­ში და­გეგ­მილ "დიდი ოცე­უ­ლის" სა­მიტს აღარ და­ეს­წრე­ბა. საფ­რან­გეთ­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, ჩა­ი­კე­ტა ქვეყ­ნის სა­ზღვრე­ბი.

ყვე­ლა დე­ტა­ლი| #ტე­რაქ­ტე­ბი პა­რიზ­ში

მეტი| უმ­ძი­მე­სი ღა­მის სრუ­ლი ქრო­ნო­ლო­გია: ყვე­ლა­ფე­რი 6 ტე­რაქ­ტის შე­სა­ხებ, რო­მელ­მაც 150-ზე მეტი სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა

"პა­რიზ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა მო­მა­ვა­ლი კო­კის­პი­რუ­ლი წვი­მის პირ­ვე­ლი წვე­თია" - "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" გან­ცხა­დე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

"ეს იყო სისხლისღვრა" - პარიზის კოშმარული ღამის ფოტოქრონიკა

"ეს იყო სისხლისღვრა" - პარიზის კოშმარული ღამის ფოტოქრონიკა

საფრანგეთში, ტერორისტული აქტების განხორციელების შედეგად რვა ტერორისტი დაიღუპა, აქედან შვიდმა თავი აიფეთქა. ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ტერაქტებს, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 153 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 220-მდე ადამიანი, აქედან 90-მდე ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

[იხილეთ გალერეა]

პარიზში 6 თავდასხმა განხორციელდა. ტერორისტების ერთი ჯგუფი "ბატაკლანის" თეატრში შეიჭრა, სადაც იმ დროს ამერიკული როკ-ჯგუფის კონცერტი მიმდინარეობდა და მძევლები აიყვანა. ყველაზე მეტი, 112 ადამიანი სწორედ იქ დაიღუპა. მაყურებლების ნაწილმა გაქცევა მოახერხა. თვითმხილველები იტყობინებიან, რომ თეატრში მყოფები ტერორისტების დანახვისას ძირს დაწვნენ და თავდამსხმელები მწოლიარე ადამიანებს დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ესროდნენ. "ეს იყო სისხლისღვრა", - ამბობს "სიენენ"-თან საუბარში ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელიც თავდასხმის დროს თეატრში იმყოფებოდა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ თეატრში შეჭრილი ტერორისტები სირიასა და ერაყზე საუბრობდნენ და "ალაჰ აქბარს" ყვიროდნენ.

ტერაქტების გამო, პარიზის მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს, ქალაქის სხვადასხვა რაიონებში მობილიზებულია 1 500-მდე სამხედრო.

პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი უახლოეს საათებში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას გამართავს. ტერაქტების გამო, ოლანდი 16 ნოემბერს, თურქეთში დაგეგმილ "დიდი ოცეულის" სამიტს აღარ დაესწრება. საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ჩაიკეტა ქვეყნის საზღვრები.

ყველა დეტალი| #ტერაქტები პარიზში

მეტი| უმძიმესი ღამის სრული ქრონოლოგია: ყველაფერი 6 ტერაქტის შესახებ, რომელმაც 150-ზე მეტი სიცოცხლე იმსხვერპლა

"პარიზში განხორციელებული თავდასხმა მომავალი კოკისპირული წვიმის პირველი წვეთია" - "ისლამური სახელმწიფოს" განცხადება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა